როგორც იქნა ჩამთავრდა ბოლო ონლაინ ლექცია. კომპიუტერი გამორთო, თვალები დახუჭა და მოეშვა. დაიღალა. დაიღალა მარტოობისგან, მშობლებზე დარდისგან, ძმის მონატრებისაგან, ონლაინ ლექციებისგან. ყოველდღე საათობით კომპიუტერის ეკრანთან ყოფნისაგან თვალები ეწვოდა, თავი ტკიოდა. თვალგაუხელლად მობილურს მისწვდა. კლასელის ნომერი მოძებნა. მეორევე ზარზე უპასუხეს: - ლელ, როგორ ხარ? - უუჰ, არ მკითხო. ცალკე შიშმა მომიღო ბოლო, ცალკე მოწყენილობამ. მომბეზრდა ამდენი კითხვა და ინტერნეტში რაღაცეების ყურება. შენ რას შვები? - მეც ასე ვარ... ძალიან დავითრგუნე. შეიძლება თქვენთან მოვიდე? ერთი კვირაა გარეთ ცხვირიც არ გამიყვია. - მოდი, რა პრობლემაა. - ნინო დეიდას ხომ არ შეეშინდება? - არა , გოგო, არა. მოდი. თაფლო ეგრევე წამოიჭრა, ჟაკეტი მოიხურა, კარი ჩაკეტა და სირბილით გასწია ლელას კორპუსისკენ, რომლიც, არც ისე შორს იყო. კლასელებმა გაიხარეს ერთმანეთის ნახვით. ამ კორონავირუსის ეპიდემიის დროს ურთიერთობები უფრო დასაფასებელი გახდა. ვინ და ვინ არ მოიგონეს, რაზე და რაზე არ ისაუბრეს. სულიერად გახალისდნენ, ემოციურად დაიცალნენ. -წავალ ლელა, უკვე 9-ს 15 უკლია, კომენდატის საათმა არ მომისწროს. - დარჩი ჩვენთან- შესთავაზა ნინომ -მადლობა, ნინო დეიდა. ვერ დავრჩები, დედას უნდა ველაპარაკო. ბინის ტელეფონზე მირეკავს. თაფლო მაპინძლებს დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით გასწია სახლისკენ. საოცრად დაცარიელებულიყო ქუჩები, ისეთი სიჩუმე იდგა, ხეთა ტოტების შერხევის, სადღაც შორიდან მომავალი მანქანის ხმაც კი გარკვევით ისმოდა. თაფლოს გააჟრჟოლა. ასეთი სიცარიელე და მდუმარება, სიმყუდროვის ნაცვლად, შიშის გრძნობას იწვევდა. მობილურში ფანარი აანთო. თითქოს ჯიბრით, ყველა სამსახურის დაკეტვის ჟამს გადაიწვა სადარბაზოს გამანათებელი. 9-ს სამი წუთი აკლდა სადარბაზოს კარი რომ შეაღო და შიშით შეჰკივლა. კიბეზე ვიღაც იჯდა და მობილურის ეკრანს ჩაჰყურებდა. იგი უცებ ფეხზე წამოიჭრა: - ნუ გეშინიათ, ღვთის გულისათვის, ნუ გეშინიათ. არაფერს დაგიშავებთ. აქ კომენდატის საათის გამო მოვხვდი. თაფლო ისევ კართან იდგა, ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა. ქუჩაში პოლიციის მანქანის სირენის ხმა გაიმა. - შემობრძანდით, თუ ჩემი ასე გეშინიათ, ზემო სართულებზე ავინაცვლებ, სანამ ბინაში არ შეხვალთ. თაფლოს აზროვნების უნარი ცოტათი დაბრუნდა. მისი ფანარი სახეში ანათებდა შემშინებელს. ის თვალებს ჭუტავდა, მაგრამ თავს არ აქნევდა, ალბათ, არ უნდოდა უფრო შეეშინებინა კართან მდგომი. კიბეზე მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის, ოდნავ წვერმოშვებული, კოხტად ჩაცმული ვაჟი იდგა. დაბნეული და შეწუხებული ჩანდა. - კომენდატის საათმა თქვენს კორპუსთან მომისწრო. ჩემს ბინამდე არც თუ ისე შორია, მაგრამ ვერ გავრისკე წასვლა. 3000 ლარიანი ჯარიმის შემეშინდა.- გაიღიმა ვაჟმა და ლამაზი კბილები გამოუჩნდა. თაფლო მაინც ვერ ბედავდა კარზე ხელის გაშვებას. - მე ზემო სართულზე ავალ, შემობრძანდით. რომელზე ცხოვრობთ? პირველი რომ ვუთხრა, სანამ კარს გავაღებ, თუ აპირებს, მოასწრებს თავდასხმას- გაიფიქრა გოგონამ - მესამეზე. - კარგით, ახლავე ავალ - ვაჟმა უკუსვლით დაიწყო ასვლა. ბაქანს მიაღწია, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. მესამეზე რომ დაიგულვა, თაფლომ აირბინა. ხელის კანკალით გააღო კარები, ბინაში შევარდა და კარი მიაჯახუნა. გულს ბაგიბუგი გაჰქონდა. სავარძელში ჩაეშვა, შვებით ამოისუნთქა და მობილურიც აწკრიალდა. - თაფლუშკი, მიხვედი ნორმალურად? - კი, ლელ, მოვედი, მაგრამ იცი რა მოხდა? - რა? - შეშფოთება გაისმა გოგონას ხმაში. თაფლო მოემზადა მოსაყოლად, რომ ბინის ტელეფონმა დარეკა. - დედა მირეკავს, ლაპარაკს მოვრჩები და გადმოგირეკავ. - კარგი, გელოდები. თაფლო ყურმილს გადაწვდა. -ხო, დედიკო, გისმენ. - თაფლო, ჩემო სიცოცხლევ, როგორა ხარ, სახლში ხარ? - აბა სად ვიქნები დედიკო, ბინის ტელეფონზე არ გელაპარაკები? კარგად ვარ. შენ? ბებო? - მე კარგადა ვარ დედი, ბებოც ცოტა უკეთესად, ოღონდ შენზე და თაზოზე დარდმა მომიღო ბოლო. მამაშენზე დარდიც დამემატა. მშვენივრად ვარო, მაგრამ კარტანტინია მაინც. როგორ დროს მოგვიწია აქეთ ჩამოსვლამ... - მე რა მიჭირს დე, თაზოც არის მშვენივრად, გერმანიაში არაა ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, მამასაც ათ დღეში გამოუშვებენ. - რა ვიცი, შვილო. ეს რა დრო დაგვიდგა. კიდევ კარგი, ექიმი ვარ და დედას ყველაფერს ვუკეთებ, თორემ ყველას ისე ეშინია...ეზოს გადაღმა არავინ გადის. ნეტავი, დაეჯერებინა ბებოს და ახალ წელს გამოგვყოლოდა. - ნუ, აწი რაღას შეცვლი. რაღაც საშველი მოიძებნება. - ეჰჰჰ, ღმერთმა ქნას. ამ ბოლნისში მაინც რა ღვთის რისხვაა, რამდენი დაავადებულია უკვე. - თავს მოუფრთხილდი დე, მე არაფერი მიჭირს. საჭმელი არ მაკლია, სითბო და ოლაინ ურთიერთობები. ბებოს აკოცე ჩემს მაგივრად. შორიდან გკოცნი ბევრს. - ნახვამდის, დედა შემოგევლოს. ჩემი ჭკვიანი გოგო. აბა, შენ იცი. გკოცნი. თაფლომ ყურმილი დადო და გაირინდა. ცოტა ხანში ლელას გადაურეკა და უცხო ვაჟთან შეხვედრის ამბავი მოუყვა. - ძაან შეგეშინდა თაფლო? - თავიდან კი, მერე მივხვდი, რომ ნორმალური ადამიანი იყო. - სიმპატიურია? - რა ვიცი, გოგო. სადარბაზოში შუქი არაა, ფანრის შუქზე კი - მესიმპატიურა - მაღალია? - მაღალია, მაგრამ მერე რა? - ვინ იცის... იქნებ შეგხვდეს სადმე. - უცებ არ ვიცნო - გაეცინა თაფლოს - ნუ... რა ვიცი... კარგი თაფლო, თუ რამე, ეგრევე დამირეკე. - კარგი, ლელუშკი. ხვალამდე. თაფლომ მობილური გათიშა და ისევ გაირინდა. ფიქრები ნაყარი ფუტკრებივით დაესია. არც კი შეუმჩნევია, ისე გასულიყო დრო. თერთმეტი ხდებოდა. „დაწოლის დროა,“ - გაიფიქრა და წამოდგა. უცებ კარზე ზარი გაისმა. თაფლო შეკრთა. ზარი განმეორდა. „ ვინ უნდა იყოს?“ კართან ფრთხილად მივიდა. - ქალიშვილო, მე ვარ. მაპატიეთ. შუქს ვხედავ, ამიტომ გავბედე თქვენი შეწუხება. ტელეფონი გამეთიშა. მგონი ერთნაირი მოდელის ტელეფონები გვაქვს, ხომ ვერ მიუერთებდით დამტენს? მთელი ღამე უტელეფონოდ...ალბათ გავგიჟდები. თაფლო ჯერ შეყოყმანდა, მერე კი კარი ჯაჭვზე შეხსნა. ვაჟი მორიდებულად იდგა. - შეგაწუხეთ... - არა უშავს, მომაწოდეთ ტელეფონი. ვაჟმა ტელეფონი მიაწოდა. სანამ გოგონა კარს დახურავდა მოასწრო ეთქვა: - მე ნიკა მქვია, ნიკოლოზი. აქვე ვიქნები, ელემენტი მალევე იტენება. რომ მორჩება, დამიძახეთ. თაფლომ ვაჟს შეხედა. კარიდან გამავალ შუქზე შენიშნა, რომ ტუჩები გალურჯებოდ და ოდნავ კანკალებდა კიდეც. - გცივათ? - ისე რა, ცოტა - გაიღიმა ნიკამ. -კიბეებზე ავირბენ-ჩამოვირბენ და გავხურდები. - ცოტა ფრთხილად ირბინეთ - გაეცინა გოგონას - მესამეზე ერთი შინაბერა ცხოვრობს და რამე თუ არ მოეწონა, ეგრევე პატრულს გამოიძახებს. - ოოო, კიდევ კარგი გამაფრთხილეთ. იქ ჩუმად გავივლი. - კარგი. ჩავრთავ ტელეფონს - უთხრა თაფლომ და კარი მიხურა. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გაგრძელება არის უკვე? ძალიან დამაინტერესა. გაგრძელება არის უკვე? ძალიან დამაინტერესა.
13. 5 დასასრულშიც და აქაც 5 :) 5 დასასრულშიც და აქაც 5 :)
12. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :)
11. ორ ქულაზე მეტად ვერ ვაფასებ ნაწარმოებებს. ალბათ, ახალი რომ ვარ, ჯერ არ მაქვს უფლება, რომ უფრო მაღალი ქულები დავწერო. ასე რომ, 2 ქულა ჩემგან. მომეწონა და დავინტერესდი. რაც შეეხება ნიკოლოზს, თუ მანიაკი არ არის და მასთან დაკავშირებით ვერაგ ინტრიგებს არ უნდა ელოდეს მკითხველი, ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული გრაცია აქვს. ორ ქულაზე მეტად ვერ ვაფასებ ნაწარმოებებს. ალბათ, ახალი რომ ვარ, ჯერ არ მაქვს უფლება, რომ უფრო მაღალი ქულები დავწერო. ასე რომ, 2 ქულა ჩემგან. მომეწონა და დავინტერესდი. რაც შეეხება ნიკოლოზს, თუ მანიაკი არ არის და მასთან დაკავშირებით ვერაგ ინტრიგებს არ უნდა ელოდეს მკითხველი, ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული გრაცია აქვს.
10. კაი ,მასე იყოს ) კაი ,მასე იყოს )
9. ქალბატონ მანანას და ამ ნაწერს ჩემი გამოსარჩლება სულაც არ სჭირდება, უბრალოდ იმას ვიტყვი რომ მეც ასე ვსაუბრობ, სანამ გამაბრაზებენ :):):):) და მე აქ ვარ, რეალური ვარ, ცოცხალი :):):) ძალიან ცოცხალიც კი ;) ქალბატონ მანანას და ამ ნაწერს ჩემი გამოსარჩლება სულაც არ სჭირდება, უბრალოდ იმას ვიტყვი რომ მეც ასე ვსაუბრობ, სანამ გამაბრაზებენ :):):):) და მე აქ ვარ, რეალური ვარ, ცოცხალი :):):) ძალიან ცოცხალიც კი ;)
8. ნორმალურობა რა შუაშია , უბრალოდ კორონა ეხლა იყო და შესაბამისად ასეთი ლექსიკა აღარ აქვთ (გვაქვს) ადამიანებს . ახლა ამ კონკრეტულ დროში . არ ვიცი ვითარდება თუ პირიქით, მარა ქართული ენა იცვლება მოყოლებული ეეეეჰ როდიდან რა შუაში ნორმალურობა . უბრალოდ დღეს ასე არ საუბრობენ , ჩემთან კი არა არსად ... მართლა პატივისცემით და წარმატება ქალბატონო მანანა ! ნორმალურობა რა შუაშია , უბრალოდ კორონა ეხლა იყო და შესაბამისად ასეთი ლექსიკა აღარ აქვთ (გვაქვს) ადამიანებს . ახლა ამ კონკრეტულ დროში . არ ვიცი ვითარდება თუ პირიქით, მარა ქართული ენა იცვლება მოყოლებული ეეეეჰ როდიდან რა შუაში ნორმალურობა . უბრალოდ დღეს ასე არ საუბრობენ , ჩემთან კი არა არსად ... მართლა პატივისცემით და წარმატება ქალბატონო მანანა !
7. უცნაური სიტუაციაა, მაგრამ ცხოვრებაში რა აღარ ხდება. ამ უჩვეულო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ბიჭიც მეტად ზრდილობიანად საუბრობს, რომ არ შეაშინოს თაფლო.
უცნაური სიტუაციაა, მაგრამ ცხოვრებაში რა აღარ ხდება. ამ უჩვეულო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ბიჭიც მეტად ზრდილობიანად საუბრობს, რომ არ შეაშინოს თაფლო.
6. 5. კი ზოგი ჭირი მარგებელიცაა. მე ძალიან მასიამოვნა ონლაინ ლექციებმა. მარა, კორონოვიჩმა, როგორც მოსვლით დაგვამწუხრა, ახლა წასვლით გაგვახაროს!!!
5. კი ზოგი ჭირი მარგებელიცაა. მე ძალიან მასიამოვნა ონლაინ ლექციებმა. მარა, კორონოვიჩმა, როგორც მოსვლით დაგვამწუხრა, ახლა წასვლით გაგვახაროს!!!
5. კი ზოგი ჭირი მარგებელიცაა. მე ძალიან მასიამოვნა ონლაინ ლექციებმა. მარა, როგორც მოსვლით დაგვამწუხრა, ახლა წასვლით გაგვახაროს!!! კი ზოგი ჭირი მარგებელიცაა. მე ძალიან მასიამოვნა ონლაინ ლექციებმა. მარა, როგორც მოსვლით დაგვამწუხრა, ახლა წასვლით გაგვახაროს!!!
4. მადლობა, მეგობრებო :) რომანი არაა ფლორენცია, უბრალოდ მოთხრობაა. :) ლაშა-გელაძე, რატომ გგონიათ ასე აღარ საუბრობენ? თქვენს წრეში იქნებ არა, მაგრამ... ღმერთმა ნუ ქნას, ნორმალურად მოსაუბრე ახალგაზრდობა აღარ დარჩეს და წარსულში ვეძებოთ სიგარეტ "კოლხეთ-კოსმოსივით" :). მადლობა :) მადლობა, მეგობრებო :) რომანი არაა ფლორენცია, უბრალოდ მოთხრობაა. :) ლაშა-გელაძე, რატომ გგონიათ ასე აღარ საუბრობენ? თქვენს წრეში იქნებ არა, მაგრამ... ღმერთმა ნუ ქნას, ნორმალურად მოსაუბრე ახალგაზრდობა აღარ დარჩეს და წარსულში ვეძებოთ სიგარეტ "კოლხეთ-კოსმოსივით" :). მადლობა :)
3. მხ ფილმი " ნინო" გამახსენდა და მსგავსი )) დღეს ასე აღარ საუბრობენ . ამიტომ უკვე ყალბია . კიდე კაი ვაჟიშვილმა პაპიროსი კოლხეთი ან კოსმოსიც არ ამოიღო გულის ჯიბიდან )) ამბავიც ისეთია რა , ცოტა ტყუილი როა . თუ მასეთი ვაჟიშვილი იყო , რო ვერ რისკავდა სახლამდე წასვლას რავი . უბრალოდ მასეთები კორონას მიღმაც უკვე 9 მდე სახლში არიან . ნუ გამონაკლუსების გარდა და თუ ისეთი ვაჟიშვილია რო ქალიშვილს მობ დატენვას თხოვს ესეიგი ხოდებიც ეცოდინებოდა სახლამდე შესაპარად . თავის სახლამდე თავისთავად .. წარმატება მხ ფილმი " ნინო" გამახსენდა და მსგავსი )) დღეს ასე აღარ საუბრობენ . ამიტომ უკვე ყალბია . კიდე კაი ვაჟიშვილმა პაპიროსი კოლხეთი ან კოსმოსიც არ ამოიღო გულის ჯიბიდან )) ამბავიც ისეთია რა , ცოტა ტყუილი როა . თუ მასეთი ვაჟიშვილი იყო , რო ვერ რისკავდა სახლამდე წასვლას რავი . უბრალოდ მასეთები კორონას მიღმაც უკვე 9 მდე სახლში არიან . ნუ გამონაკლუსების გარდა და თუ ისეთი ვაჟიშვილია რო ქალიშვილს მობ დატენვას თხოვს ესეიგი ხოდებიც ეცოდინებოდა სახლამდე შესაპარად . თავის სახლამდე თავისთავად .. წარმატება
2. საკმაოდ საინტერესო დასაწყისია. +5 საკმაოდ საინტერესო დასაწყისია. +5
1. ვააა.რა მაგარი რომანი დაიწყო :)))) ქ-ო მანანა კბილები ამიკაწკაწდა გაგრძელების მოლოდი ში :)))) 5 რაღა თქმა უნდა ვააა.რა მაგარი რომანი დაიწყო :)))) ქ-ო მანანა კბილები ამიკაწკაწდა გაგრძელების მოლოდი ში :)))) 5 რაღა თქმა უნდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|