ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2020


# # #

გამიმწვერვალდი, ჰო, მიდი - მთამსვლელს...
აბა რა იცი, რომ ეგ ”სირთულე”,
შენი დაპყრობის სურვილით მავსებს -
ჩემს ხელებში რომ გათაიგულდე!

ალპინისტს, თუნდაც გამისალკლდევდი,
ნაპრალებად და მყინვარად მეყავ.
თავს დამატეხე თუნდაც ავდრები,
- ნუ იფიქრებ, რომ დაგიპყრობ ვეღარ!

თუნდაც მყინვარზე გაქარბუქდი და
ცივი ცრემლებით თვალი ამივსე.
ვერ ამოძირკავ ჩემი გულიდან
შენს მიერ დარგულ ედელვაისებს.


2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები