| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2020 |
აშოლტილი ტანი გაქვს, გასახეთქი კოკორი, შეგელიე, აფსუს მე... და შენს მკერდთან თამაში ვიღაც უცხოს დავუთმე.
ანგელოზებს მიფრთხობენ, ფიქრში შენთან ნამყოფი, გატრუნული ჭრიჭინა, ასეთ სისულელეზე მზის სხივებმაც იცინა...
ანგრეული ქოჩოჩორი, მუხლზე მწვანე მდელოა, ტუჩის ყურთან ჩასუნთქვა, ასეთ სისულელეზე არასოდეს აღუთქვა.
სიყვარულის ციცაბო, სიყვარულის ჩანჩქერი, სულის სისხლის სიმებზე ნაქროლი და ნამღერი. გატრუნულა შიშისგან, ბალახებში ჭრიჭინა, ასეთ აღტაცებაზე , ვარსკვლავებმაც იცინა.
ალალ იყოს თვალებო, ალალ იყოს ტუჩებო, ოღონ არ მიმატოვოთ იმედო და ნუგეშო. გასახეთქი კოკორი შეგელიე , აფსუს მე... და შენს მკერდთან თამაში ვიღაც უცხოს დავუთმე.
27.07.2020 ზ.მ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ხდება ხოლმე ... ხდება ხოლმე ...
1. 1.მზის სხივებმაც...ვარსკვლავებმაც ...იცინეს-არა? 2.უცხოს დავუთმე-არ მომეწონა.როგორ უნდა დაუთმო,თუ ასე მოგწონს?
ლექსი ლამაზად დაიწყო და 3 დასაწყისს 1.მზის სხივებმაც...ვარსკვლავებმაც ...იცინეს-არა? 2.უცხოს დავუთმე-არ მომეწონა.როგორ უნდა დაუთმო,თუ ასე მოგწონს?
ლექსი ლამაზად დაიწყო და 3 დასაწყისს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|