 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 ივლისი, 2020 |
დასაქმების მსურველთა მიერ დაშვებული 5 შეცდომა
მგონი სადაო სულაც არაა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით დასაქმება და უმუშევრობა თანაბრად მტკივნეული თემებია ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, არა მარტო საქართველოში - ერთის მხრივ დამსაქმებლებს უჭირთ სათანადო კადრის დასაქმება, აყვანა, დაქირავება და მეორეს მხრივ კი ადამიანებს უჭირთ სამსახურის შოვნა. ბოლო წლის კვლევებმა ცხადყო რომ იმ თემებს შორის, რომლებიც მოსახლეობას ადარდებს, უმუშევრობას პირველი ადგილი უჭირავს, მეორეზეა ფასების ზრდა და ინფლაცია და მესამეზე-სიღარიბე. ამ საკითხებს მოსდევს უკვე ეროვნული სატკივარი, ტერიტორიების დაკარგვა და სხვა. ვინმეს უკვირს ეს? აბრაჰამ მასლოს ადამიანური მოტივაციის თეორიის მიხედვით, რომელიც მოთხოვნილებებს ალაგებს პირამიდის სახით და მის საჭიროებების და ქმედების მოტივაციას აღწერს, ადამიანს თუ არ ექნება დაკმაყოფილებული ფიზიოლოგიური და შემდეგ უსაფრთხოების მოთხოვნილებები, ზედმეტია საუბარი სოციალურ, პატივისცემის, შემეცნების, ესთეტიკურ, თვითაქტუალიზაციისა თუ ტრანსცენდენტულ მოთხოვნილებებზე. სწორედ მანდ ვართ ჩვენც, რომ არ გვიკვირს იმ ადამიანისა, რომლისთვისაც სამი კილოგრამი კარტოფილი უფრო ძვირფასია, ვიდრე სამშობლოს დაკარგული ტერიტორიები. ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობა დამსაქმებელ -დასაქმებულებზე დგას -რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს შემთხვევაში, რადგან კეთილდღეობა კი არ დგას აქ, არამედ ყანყალებს, სულს ღაფავს და შველას ითხოვს! მოდი ორი სიტყვით უმუშევრობაზე, სანამ ძირითად ნაწილზე გადვალ. საქსტატი დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის შემუშავებისას ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO- International Labor Organization ) მეთოდოლოგიით, რომლითაც ასევე ხელმძღვანელობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. საქსტატის, ისევე როგორც ILO-ს მეთოდოლოგიით, უმუშევარი არის 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტში გასული 7 დღის მანძილზე, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის ვადაში. ხოლო დასაქმებულია ყველა, ვინც თუნდაც 1 საათით მაინც იმუშავა, ნებისმიერი ტიპის სარგებლის სანაცვლოდ.ეს ითვლება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. საქართველოში დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის კვლევის მიღმა რჩება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა. ამ კატეგორიას მიეკუთხვნება 15 წლის და უფროსი ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტში 7 დღის მანძილზე, არ ეძებდა სამსახურს 4 კვირის განმავლობაში, ან არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირის ვადაში. უმუშევრობის ამ კატეგორიას ფარული უმუშევრობა ჰქვია. აქ მე აღარ გავაგრძელებ საუბარს არასრულ დასაქმებაზე, სტრუქტურულ, ფრიქციულ თუ ციკლურ უმუშევრობაზე, რადგან ძაიან შორს წავალ თემიდან. აქ მთავარი ისაა, რომ უმუშევრობის უტყუარი და ნათელი სტატისტიკისათვის , ფარული უმუშევრობა ფრიად გასათვალისწინებელია და მისი დათვლა კი _ გაცილებით რთული. ფარულ უმუშევრობაში დიდი წვლილი უჭირავს იმედგაცრუებულ მუშახელს, რომელიც ადრე ეძებდა სამსახურს , მაგრამ ვერ იშოვა. ახლა კი მივუახლოვდით ჩემი სტატიის არსს: რატომ ვერ შოულობს ადამიანი სამსახურს? მოდი ასე დავყოთ დამქირავებლების მოთხოვნა: ფიზიკური შრომის მოთხოვნა და გონებრივი შრომის მოთხოვნა. როცა შესასრულებელი სამუშაო ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ორადორი მიზეზია, რატომაც ადამიანმა შეიძლება უარი თქვას: ფიზიკური შესაძლებლობების არ არსებობა და დაბალი ანაზღაურება. თუმცა, სააქართველოს რეალობაში არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორი: დასაქირავებლის არაადეკვატურობა - ა. უკადრისობს შრომას. ბ. იმ თანხის აღებას ურჩევნია სახლში იჯდეს და ბუზები თვალოს. გ. დასაქმების პირველივე დღიდან ყველა თავისი ფინანსური პრობლემის ერთდროულად მოგვარება უნდა (ეს არც გონებრივი შრომის შემთხვევაშია უცხო). ამ პრობლემას ვერ შევცვლი-წინასწარ ვაღიარებ და შესაძლოა მათ ყურამდე ხმაც ვერ მივაწვდინო. სწორედ ამიტომ, შევჩერდები მათზე, ვინც გონებრივ შრომას, ინტელექტუალურ რესურსს ყიდის. აქ არ მოვყვები სხვადასხვა კვლევების, თეორიებისა თუ ნაშრომების ციტირება-მოშველიებას. აქ ვისაუბრებ ჩემს საკუთარ მწარე გამოცდილებაზე, რეალურზე და ნაღდზე, რომელიც იმედი მაქვს დასაქმების მსურველებს, ოდნავ მაინც გაუიოლებს სამუშაოს შოვნას. აქ ასევე არ ვისაუბრებ შავ დღეში ჩავარდნილ დამსაქმებლებზე, რომლებსაც უჭირთ კვალიფიციური კადრის შოვნა და თუ მიიღებ ადამიანს, დაატრენინგებ, გაზრდი და პროფეესიონალად აქცევ, არაფერი, არანაირი შრომის კანონი და კოდექსი არ გიცავს შენ, დასაქმებულს რომ ეს უნამუსო სხვა, უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში არ გაგექცეს, თუნდაც ერთი თვით ადრე განცხადების დაწერის შემდეგ - რა, ერთ თვეში ახალი კადრის მიღება , მისი გადამზადება და ახალ გარემოზე მორგება იოლი საქმეა? არა, სულაც არაა იოლი!!! აქ ვისაუბრებ იმ შეცდომებზე, რომელსაც უშვებენ სამსახურის დაწყების მსურველები თუ ვითომდა მსურველები! „ვითომდა“ იმიტომ ვიხმარე რომ სამწუხაროდ ბევრი შემხვედრია, ვითომ რომ ეძებს სამსახურს, პოზისთვის, მაგრამ რეალურად სულაც არაა მისი ფაქიზი ნატურა დილიდან საღამომდე ვიღაც გაუმაძღარი დამსაქმებლის დაკრულზე საცეკვაოდ მზად. გინდათ სამსახურის დაწყება? მაშ მისმინეთ და ჩემი პირადი გამოცდილებიდან მაინც ისწავლეთ ცოტა რამ. ხშირად დაშვებული შეცდომები 1. რეზიუმეს არაადექვატური ფოტო - ფოტოს დადება კარგია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კი, მაგრამ გააჩნია ფოტოს. რეზიუმეს ფოტო ძალიან ბევრ რამეს ამბობს თქვენზე და აქ საუბარი სულაც არაა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით - სიმპატიური ხართ, ქერა თუ შავკანიანი. აქ დამსაქმებელი აკვირდება თქვენს ადეკვატურობას, სტილს და იმას, თუ როგორ აკეთებთ საკუთარი თავის პოზიციონირებას. სწორედ ამიტომ ფოტოები საცურაო კოსტიუმში, წელსზემოთ შიშველ პოზაში (მამაკაცების შემთხვევაში) თუ რუსული პროვინციელი „ოდნოკლასნიკების“ სტილში გადაღებული არის სრულიად დამანგრეველი თქვენი მომავალი ჯერ კიდევ არშემდგარი კარიერისთვის. არ მესმის, ნუთუ ასეთი რთულია თითქმის საპასპორტო ფოტოს გადაღება? თქვენ ხომ არ იცით რომელი სქესის ადამიანი გადაარჩევს თქვენს რეზიუმეებს?! ან იქნებ ფირმის რომელიმე წამყვანი ფიგურის ცოლი ან საყვარელი მუშაობს კადრებში და სულ სასწაული სპეციალისტიც რომ იყოთ, დაგადოთ წუნი თქვენი კეკლუცური ფოტოს გამო?! 2. ცუდი რეზიუმე - არასწორად შედგენილი რეზიუმე არის კატასტროფა თქვენი ჯერ კიდევ არშემდგარი კარიერისთვის. როგორი უნდა იყოს რეზიუმე: 2.1. ინფორმაცია უნდა იყოს დროის მიხედვით დალაგებული - განათლებისა და სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალის გაკეთებისას, დაიწყეთ ყველაზე ახლანდელით, და მიჰყევით უკუმიმართულებით - დამსაქმებელს აინტერესებს უახლოესი წარსული და მერე უფრო შორეული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რეზიუმეს დაწერისას ეს მიღებული წესია და ყველამ უნდა იცოდეს, როგორც ორჯერ ორი რამდენია. 2.2. არ უნდა იყოს ზედმეტი ინფორმაცია-ზედმეტი, არასაინტერესო ინფორმაცია ითვლება ცუდ ტონათ. მაგ: 2.2.1. დამსაქმებელს მხოლოდ მაშინ შეიძლება დააინტერესოს რომელი სკოლა დაამთავრეთ, თუ ეს სკოლა რაიმეთი განსაკუთრებულია. თუ არა, მაშინ ნუ ჩაწერთ. 2.2.2. თუ მიდიხართ ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე, არაა საჭირო მიუთითოთ ის სამუშაო გამოცდილებები, რომელიც უშუალოდ არ ეხება ამ სამსახურს. მაგ. თუ პრომო გოგონად გაქვთ ნამუშევარი, ან მაღაზიის ასისტენტად. და სხვა 2.3. რეზიუმე უნდა იყოს კომპაქტური და მარტივად წაკითხვადი; 2.4. რეზიუმე სრულ სურათს უნდა ქმნიდეს თქვენს განათლებაზე, არსებული პოზიციისთვის თქვენს მზაობასა და უნარებზე. 3. გასაუბრება-ეს ისეთი მტკივნეული თემაა, შევეცდები ძალიან მოკლედ და გასაგებად ჩამოვაყალიბო ხშირად დაშვებული შეცდომები: 3.1. არაადექვატური გარეგნობა -ჩაცმულობა და იერსახე. მიუხედავად იმისა, ადამიანი რა ბაგაჟის მატარებელია, პირველ შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევ საკუთარი თავის პოზიციონირებას, შენ როგორად აღიქვავ საკუთარ თავს და როგორად აღმაქვევინებ მე. სწორედ ამიტომ, საღეჭი რეზინით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ან მობილურ ჩართული რომ არ უნდა შევიდეს სამსახურის მაძიებელი გასაუბრებაზე, ამას რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა იცოდეს რომ როცა აკადემიურ სფეროში იწყებს მუშაობას, იქ შესაბამისად უნდა ჩაიცვას და თუ სომელიედ უნდა მუშაობა, მკვეთრი და გამაღიზიანებელი სუნამო არ უნდა იპკუროს. თუ არც გარემო გაქვთ ჭკუისდარიგება რომ ითავოს ისეთი და თქვენც ვერ გამოირჩევით უზადო გემოვნებითა თუ კომუნიკაციის ამ სახის უნარებით, იმეგობრეთ google.com-თან და ბიძია „გუგლე“ ყველაფერზე გაქცემთ პასუხს, თუ სწორად მოძებნით; 3.2. სხვისი დროის უპატივცემულობა- თუ რაიმე მიზეზით, ვერ ახერხებთ მისვლას გასაუბრებაზე, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ, რომც საერთოდ აღარ აპირებდეთ იქ მუშაობის დაწყებას. სხვისი დროის უპატივცემულობა ძალიან ცუდ ტონათ ითვლება და თბილისი კიდე სულ პატარაა და დედამიწა ხომ -საერთოდ. 3.3. მოსმენის უნარის არ ქონა - მოუსმინეთ დამსაქმებელს კარგად და მხოლოდ მას მერე ისაუბრეთ, როცა ამისთვის მოგცემენ დროს. კარგად მოუსმინეთ რას გეკითხებიან, რას გთავაზობენ , რა უნდათ თქვენგან. ერთხელ ერთმა კანდიდატმა იმდენი ისაუბრა, ისე გაგვაბრუა ყველა, რომ კი ჰჰქონდა ყველა თვისება და უნარი რომ თავისი მომავალი პოზიციისთვის გაერთვა თავი, მაგრამ არ ავიყვანეთ, რადგან ადამიანი, რომელმაც მოსმენა არ იცის, ვერსად ვერ გამოდგება. 3.4. არაბუნებრიობა და ტყუილი - ეს ორი, ძალიან მოკლე ფეხებზე და ნელა დარბის ასე რომ გასაუბრებაზეც მოიქეცით ბუნებრივად და შეეცადეთ ისაუბროთ სიმართლე, რასაც ვერ იტყვით, თავი შეიკავეთ და თქვით რომ თავს იკავებთ იმ კითხვაზე პასუხის გაცემისგან. ერთი ისე არაბუნებრივად იქცეოდა, რომ გვაიძულა წინა სამსახურის უფროსთან გადაგვემოწმებინა და აღმოჩნდა იქიდან გამოგდებული-არაბუნებრიობას და ტყუილს, გამოცდილი დამქირავებელი კანით გრძნობს; 3.5. არასწორი პროგნოზი - დამსაქმებლებს უყვართ კითხვა „სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?“ და ამ კითხვაზე მოსალოდნელი სასურველი პასუხია რომ იგივე კომპანიაში ხედავთ საკუთარ თავს, სასურველია ან იგივე პოზიციაზე და ან ოდნავ უკეთეს პოზიციაზე. არასწორი პასუხია თუ თავს ხედავთ სხვა კომპანიასი და გაცილებით წინ, მაღალ საფეხურზე მდგომ პოზიციაზე. არასწორი პასუხია თუ არ იცით 5 წელიწადში რა მოლოდინები გაქვთ. გამოიყენეთ სწორი პასუხი! ერთ კომპანიაში როცა აყავდათ ოფის მენეჯერი, მან უთხრა რომ 5 წელიწადში სადმე პროექტების განყოფილების მენეჯერად უნდოდა მუშაობა. აიყვანეს, ოღონდ მიზერულ ანაზღაურებაზე, რომელსაც ყოველწლიურად უზრდიდნენ ასევე მიზერულად. 15 წელი გავიდა და ის კვლავ ოფის მენეჯერია.აქ მორალი იმაში მდგომარეობს რომ ამ ადამიანზე რატომ უნდა დაეხარჯათ ზედმეტი თანხა ან განვითარებაზე ან კი მის შრომაში, თუ ის შესაძლოა უკეთესი პოზიციის არსებობის შემთხვევაში სხვაგან გაიქცეოდა?! 3.6. საკუთარი თვისებების არასწორი პოზიციონირება - კონკრეტული სამსახურისთვის რა თვისებებიც იქნება საჭირო, იმ თვისებებს უნდა გაუსვათ ხაზი. მაგ. თუ დიჯეით უნდა იმუშაოთ, ნუ იტყვით რომ წყნარი და უშფოთველი ცხოვრება გხიბლავთ. უნდა უთხრათ რომ დრაივი და აქიტური ცხოვრება მოგწონთ. ამას წინათ მოვიდა ტიპი მუშაობის დასაწყებად და აღნიშნა რომ სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა და მაგისტრატურა კი - წითელ დიპლომზე, ოღონდ სკოლაზეც და მაგისტრატურაზეც გაბრაზებული ვარ, ძალიან მარტივად მივაღწიე მედლებს და დიპლომებსო, საერთოდ არ მიმუშავია, მეზარებოდაო- აღნიშნა. შე ტუტუცო და აკარაკო, თუ წითელი დიპლომითა და ოქროს მედლით იმის ხაზგასმა გინდოდა რომ მაგარი ნიჭიერი და ჭკვიანი ხარ, ის ვერ უნდა მოტვინო რომ არაფერია კომპანიისთვის დამღუპველი, როგორც ზარმაცი თანამშრომელი და არაფეერია ისე დმაქცეველი, როგორც ჭკვიანი და ზარმაცი თანამშრომელი ერთად?! ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. კაცს ეზარებოდა სირბილი , არადა ცოლი სთხოვდა და ნაბიჯების მთვლელი უყიდა, აპლიკაცია საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთა და ასე აკონტროლებდა ის პულსსა და ნაბიჯებს. ეს კაცი კი თავის ძაღლს გამოაბამდა ამ მთვლელს და არბენინებდა ჯოხის გადაგდება-გადმოგდებით. ერთ დღესაც ჯოხი რომ გადაუგედო, ძაღლს მანქანა დაეჯახა. მის ცოლს კი მოუვიდა მესიჯი, შენს ქმარს გული გაუჩერდაო და შეიქმნა ერთი ვაი უშველებელი. ღირდა ეს ყველაფერი ამად?! ხოდა, დაიმახსოვრეთ, ტყუილი და სიზარმაცე მტერია კაცობრიობის, რომ ზარმაცი ადამიანი ნიშნავს არამოტივირებულ ადამიანს და არამოტივირებულზე უვარგისი თანამშრომელი მგონი მხოლოდ მკვდარი თანამშრომელია; 3.7. არაადექვატური თვითშეფასება - არც ძალიან დაბალი თვითშეფასება ვარგა და მითუმეტეს არც ძალიან მაღალი. მოთხოვნების წაყენებამდე კარგად უნდა გქონდეთ შესწავლილი ბაზარი და მოთხოვნაც უნდა გქონდეთ ადექვატური, თორემ ყოფილა ისიც, ადამიანს საკმაოდ დაბალი ანაზღაურება მოუთხოვია და არ აგვიყვანია! ან იმაზე მეტი მოუტხოვ ია, ვიდრე ის შრომით ბაზარზე ღირს. 3.8. ზედმეტი ფამილიარულობა - თუ დამქირავებელმა მოგაჩვენა რომ მის ტოლად და სწორად გთვლის, ნუ სეხვალ შეცდომაში, დაიკავი დისტანცია და ბარიერები - გცდიან ! 3.9. ხშირი შეწუხება - გასაუბრების შემდეგ თავად დაგირეკავენ თუ უნდათ ტქვენი აყვანა. ხშირი რეკვა და შეხსენება არაა საჭირო! 4. მოუთმენლობა - მოთმინებით აირჩიეთ სამსახური. გერჩივნოთ მცირე პოზიციით დაიწყოთ და მერე განვითარდეთ, ვიდრე მაღალი პოზიციით და იქ გაიყინოთ. 5. ყველაფერი მინდა - კონცენტრირდით რამდენიმე პოზიციაზე და ნუ დააგზავნით რეზიუმეებს ყველა შესაძლო ვაკანსიაზე. უნდა იგრზნობოდეს თქვენ რა სფეროში, რა პოზიციაზე ხედავთ თავს - ყველგან და ყველაფერი ვერ იქნებით!
ამ ეტაპზე ეს რაც გამახსენდა და რაც მტკივნეულია ნებისმიერი დამსაქმებელ -დსსაქმებელისთვის. დიდი იმედი მაქვს რომ ორივე მხარეს თანაბრად მიეხმარება ეს სტატია და კეთილდღეობა ოდნავ მაინც უფრო მეტად გამაგრებულ ფეხებზე შემოდგება. წარმატება ორთავ მხარეს და მომავლის რწმენის იმედით გემშვიდობებით!
გამოყენებული მასალა: https://forbes.ge/blog/186/umuSevroba%2C-romelic-ar-Cans
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მშვენიერი რეკომენდაციებია რეალურად ვაკანტური ადგილი თუა და არა ბუტაფორიული . მშვენიერი რეკომენდაციებია რეალურად ვაკანტური ადგილი თუა და არა ბუტაფორიული .
12. შეგეძლო მარტივად და მოკლედ დაგეწერა. (1)ჩემო კარგო ქვეყანავ, ისევ მოგიწყენია???? (2)დამსაქმებლის ინტელექტი განაპირობებს ყველაფერს. (3) ამ პუნქტს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ აბსურდულად მოვიხსენიებ პოლიტიკას, დეიდაშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტს , კიდევ იმას რომ ....."" ვეძებთ ბუღალტერს, პროფესიონალს, ასაკი 25 წლამდე .....:) ჰალილუია , უფალი ფარავდეს საქართველოს შეგეძლო მარტივად და მოკლედ დაგეწერა. (1)ჩემო კარგო ქვეყანავ, ისევ მოგიწყენია???? (2)დამსაქმებლის ინტელექტი განაპირობებს ყველაფერს. (3) ამ პუნქტს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ აბსურდულად მოვიხსენიებ პოლიტიკას, დეიდაშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტს , კიდევ იმას რომ ....."" ვეძებთ ბუღალტერს, პროფესიონალს, ასაკი 25 წლამდე .....:) ჰალილუია , უფალი ფარავდეს საქართველოს
11. მე დასაქმებული ვარ, მე დასაქმებული ვარ,
10. ნეფერტარ, დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის. ჩემი თემა ეხებოდათ დასაქმების მსურველებს, ხოლო რაც თქვენ დაწერეთ, ფაქტიურად ცალკე პუბლიცისტიკაა, რომელიც კარგი იქნება ყველა დამსაქმებელმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს. მოდი მეც ეტაპობრივად მივყვები. მთავარი ისაა, რომ როგორ კომპანიაშიც არ უნდა მივიდეს ადამიანი, ჯობია გაითვალისწინოს ზემოთ ჩამოთვლილი, რადგან თუ არ წაადგება, ხელს ნამდვილად არ შეუშლის. ჩემი მწარე გამოცდილება დავწერე, საკმაოდ სპონტანურად და თუ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება, ძალიან გამიხარდება. 1. თუ დამსაქმებელი წარმატებაზეა ორიენტირებული და მითუმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ის აუცილებლად აიყვანს კვალიფიციურ კადრს. თუმცა, რაც დაწერეთ გეთანხმებით, ვედრო მანეთადაა მასეთი კომპანიები, სადქაც ისეთი ტოპ მენეჯმენტი ჰყავთ, რომლებიც არ აჭაჭანებენ ჭკვიან კადრს. მერე ეს კომპანიები იმკიან შესაბამის მოსავალს, უკვირთ და იმკიან, და ა.შ. და ბევრი უკვე დაიხურა, ბევრი გაკოტრდა... ანუ, შედეგი არ აყოვნებს და რაც ბოლოში ახსენებთ, ზუსტად მასეა საქმე. 2. აქაც გეთანხმებით, თუმცა მე ბევრი კომპანია ვიცი, სადაც საკმაოდ ობიექტურად აჰყავთ კადრი. მე როცა კერძო სტრუქტურაში გადავედი მასწავლებლობიდან, საკმაოდ გამიჭირდა სამსახურის დაწყება, თუმცა იმ რამდენიმე კომპანიაში, სადაც დავიწყე მუშაობა, (რამდენიმე, რადგან ხშირად სამსახურის ცვლილება სულაც არ მეტყველებს დასასაქმებელზე კარგი კუთხით), დამიჯერეთ (თუ არადა მართლა, ვისაც დააინტერესებს, შემიძლია პირადში მივწერო სად ვიმუშავე, რომელ წლებში და ნებისმიერ დროს შეეზლებათ გადააოწმონ) არ მყავდა არავინ და მიმიღეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე და იქაც, სდაც მთავაზობდნენ სამსახურს, გავიარე ტესტირება და გასაუბრება და მხოლოდ იმიტო არ დავიწყე მუშაობა, რომ სწორედ ტრეფიკინგის ნიშნები დავინახე - ანუ არაადექვატური მუშაობისა და ანაზღაურების თანაფარდობის. ამ კომპანიებიდნ 3-ში ყვაოდა ნეპოტიზმი, მაგრამ მაინც ამიყვანეს და არა იმ პოზიციებზე, რომელიც თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი. 3. სრულად გეთანხმებით, ბევრ კომპანიაშია მასე და მეც ვიწვნიე საკუთარ ტყავზე ამ სიტუაციის სიმწვავე 4. ამაშიც გეთანხმებით და საკუთარი გამოცდილებით არა, მაგრამ ახლობლების გაოცდილებით ნათელი დასტური მაქვს, რომ ააწყობდნენ საქმეს და მერე ისეთ სიტუაციას უქმნიდნენ რომ თავად, საკუთარი ხელით გადაელოცათ დალაგებული ორგანიზაცია. 5.დიახ, მასეა ზუსტად. ჩემი ერთი უფროსი გადაკიდებუი მყავდა, მომიყევი ჩემზე რას ლაპარაკობენ შენს განყოფიოლებაშიო და რომ ვეუბნებოდი არაფერსმეთქი, არ სჯეროდა და საკმაოდ მამწარებდა კიდეც , რაც გახდა იქიდან წამოსვლის მიზეზი. 6. აქაც სრულიად გეთანხმებით, თუმცა კიდევ ავღნიშნავ რომ ყველგან არაა ასეთი ჩამძაღებული სიტუაცია და პროგრესულად მოაზროვნე, შესაბაისი განატლებისა და გამოცდილების მენეჯერებიც მინახავს ბევრი. 7. საჯარო სამსახურებშიც გეთანხმებით - სადაც არ მივედი გასაუბრებაზე (ტესტირებების შემდეგ) რამდენიმეგან ზურგსექცეულებიც კი გამესაუბრნენ (ყოფილა ასეთი ), ალბათ შემდეგ თვალებში შემოხედვის რომ არ შერცხვენოდათ. 8.აქაც არიან გამონაკლისები, თუმცა არც უამისობაა. 9. რაც შეეხება ასაკს, 50 წლის ზემოთ შეიძლება მხოლოდ ისეთის აყვანა, რომლისგანაც სარგებელი გადაწონის რისკს , ანუ ისეთი რომელსაც არ სჭირდება ადაფტირება, ტრენინგი, გამოსაცდელი პერიოდი - რადგან ესეც ხარჯია კომპანიისთვის და ამ ხარჯის გაწევა სჯობია ისეთზე, ვინც უფრო ახალგაზრდაა. შუა ხნის ხალხი ნაკლებად მოქნილები არიან სიახლეებთან და ტექნოლოგიებთან - ესეც თამაშობს არსებით როლს. აი 55 წლამდე არაა პრობლემა დასაქმების (ჩემთან ასეა ყოველ შემთხვევაში), პირიქით, 40 წლის კადრი ყველაზე კარგი კადრია ;) კიდევ ერთხელ მადლობა და რავი, ჩემი რჩევა რაში გჭირდებათ, მაგრამ კარგი პუბლიცისტიკის ნაწილია ესეც, ასე კომპანიებს სარკეს თუ დაანახვებთ და არამარტო დაანახვებთ, არამედ ჩაახედებთ კიდეც შიგ :) ნეფერტარ, დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის. ჩემი თემა ეხებოდათ დასაქმების მსურველებს, ხოლო რაც თქვენ დაწერეთ, ფაქტიურად ცალკე პუბლიცისტიკაა, რომელიც კარგი იქნება ყველა დამსაქმებელმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს. მოდი მეც ეტაპობრივად მივყვები. მთავარი ისაა, რომ როგორ კომპანიაშიც არ უნდა მივიდეს ადამიანი, ჯობია გაითვალისწინოს ზემოთ ჩამოთვლილი, რადგან თუ არ წაადგება, ხელს ნამდვილად არ შეუშლის. ჩემი მწარე გამოცდილება დავწერე, საკმაოდ სპონტანურად და თუ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება, ძალიან გამიხარდება. 1. თუ დამსაქმებელი წარმატებაზეა ორიენტირებული და მითუმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ის აუცილებლად აიყვანს კვალიფიციურ კადრს. თუმცა, რაც დაწერეთ გეთანხმებით, ვედრო მანეთადაა მასეთი კომპანიები, სადქაც ისეთი ტოპ მენეჯმენტი ჰყავთ, რომლებიც არ აჭაჭანებენ ჭკვიან კადრს. მერე ეს კომპანიები იმკიან შესაბამის მოსავალს, უკვირთ და იმკიან, და ა.შ. და ბევრი უკვე დაიხურა, ბევრი გაკოტრდა... ანუ, შედეგი არ აყოვნებს და რაც ბოლოში ახსენებთ, ზუსტად მასეა საქმე. 2. აქაც გეთანხმებით, თუმცა მე ბევრი კომპანია ვიცი, სადაც საკმაოდ ობიექტურად აჰყავთ კადრი. მე როცა კერძო სტრუქტურაში გადავედი მასწავლებლობიდან, საკმაოდ გამიჭირდა სამსახურის დაწყება, თუმცა იმ რამდენიმე კომპანიაში, სადაც დავიწყე მუშაობა, (რამდენიმე, რადგან ხშირად სამსახურის ცვლილება სულაც არ მეტყველებს დასასაქმებელზე კარგი კუთხით), დამიჯერეთ (თუ არადა მართლა, ვისაც დააინტერესებს, შემიძლია პირადში მივწერო სად ვიმუშავე, რომელ წლებში და ნებისმიერ დროს შეეზლებათ გადააოწმონ) არ მყავდა არავინ და მიმიღეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე და იქაც, სდაც მთავაზობდნენ სამსახურს, გავიარე ტესტირება და გასაუბრება და მხოლოდ იმიტო არ დავიწყე მუშაობა, რომ სწორედ ტრეფიკინგის ნიშნები დავინახე - ანუ არაადექვატური მუშაობისა და ანაზღაურების თანაფარდობის. ამ კომპანიებიდნ 3-ში ყვაოდა ნეპოტიზმი, მაგრამ მაინც ამიყვანეს და არა იმ პოზიციებზე, რომელიც თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი. 3. სრულად გეთანხმებით, ბევრ კომპანიაშია მასე და მეც ვიწვნიე საკუთარ ტყავზე ამ სიტუაციის სიმწვავე 4. ამაშიც გეთანხმებით და საკუთარი გამოცდილებით არა, მაგრამ ახლობლების გაოცდილებით ნათელი დასტური მაქვს, რომ ააწყობდნენ საქმეს და მერე ისეთ სიტუაციას უქმნიდნენ რომ თავად, საკუთარი ხელით გადაელოცათ დალაგებული ორგანიზაცია. 5.დიახ, მასეა ზუსტად. ჩემი ერთი უფროსი გადაკიდებუი მყავდა, მომიყევი ჩემზე რას ლაპარაკობენ შენს განყოფიოლებაშიო და რომ ვეუბნებოდი არაფერსმეთქი, არ სჯეროდა და საკმაოდ მამწარებდა კიდეც , რაც გახდა იქიდან წამოსვლის მიზეზი. 6. აქაც სრულიად გეთანხმებით, თუმცა კიდევ ავღნიშნავ რომ ყველგან არაა ასეთი ჩამძაღებული სიტუაცია და პროგრესულად მოაზროვნე, შესაბაისი განატლებისა და გამოცდილების მენეჯერებიც მინახავს ბევრი. 7. საჯარო სამსახურებშიც გეთანხმებით - სადაც არ მივედი გასაუბრებაზე (ტესტირებების შემდეგ) რამდენიმეგან ზურგსექცეულებიც კი გამესაუბრნენ (ყოფილა ასეთი ), ალბათ შემდეგ თვალებში შემოხედვის რომ არ შერცხვენოდათ. 8.აქაც არიან გამონაკლისები, თუმცა არც უამისობაა. 9. რაც შეეხება ასაკს, 50 წლის ზემოთ შეიძლება მხოლოდ ისეთის აყვანა, რომლისგანაც სარგებელი გადაწონის რისკს , ანუ ისეთი რომელსაც არ სჭირდება ადაფტირება, ტრენინგი, გამოსაცდელი პერიოდი - რადგან ესეც ხარჯია კომპანიისთვის და ამ ხარჯის გაწევა სჯობია ისეთზე, ვინც უფრო ახალგაზრდაა. შუა ხნის ხალხი ნაკლებად მოქნილები არიან სიახლეებთან და ტექნოლოგიებთან - ესეც თამაშობს არსებით როლს. აი 55 წლამდე არაა პრობლემა დასაქმების (ჩემთან ასეა ყოველ შემთხვევაში), პირიქით, 40 წლის კადრი ყველაზე კარგი კადრია ;) კიდევ ერთხელ მადლობა და რავი, ჩემი რჩევა რაში გჭირდებათ, მაგრამ კარგი პუბლიცისტიკის ნაწილია ესეც, ასე კომპანიებს სარკეს თუ დაანახვებთ და არამარტო დაანახვებთ, არამედ ჩაახედებთ კიდეც შიგ :)
9. გავეცანი ყურადღებით. რა ევროპული უერთიეთობებია პირდაპირ, რაღა გვიჭირს თუ ამ დონეზე ვართ, მაგრამ რომ არ ვართ? არის წმინდა ქართული რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერსად გაექცევა, რაკი თქვენ არ თქვით, მე გეტყვით:
1/ არცერთ დამსაქმებელს არ უნდა თავის სფეროში ძალიან მცოდნე და გონიერი თანამშრომელი, რადგან მან, დამსაქმებელზე გაცილებით მეტი იცის. შესაბამისად კარგად ამჩნევს უფროსის უვიცობას და არაკომპეტენტურობას, ცხადია შეუსაბამობას თანამდებობასთან. 2/ გონიერი, მცოდნე და პრაქტიკოსი პროფესიონალი აჰყავთ მხოლოდ იმ სამუშაოზე, რომლის გარტყმაშიც არა ხელმძღვანელი პირი (ები) მაგალითად ბუღალტერია, ბიუჯეტირება, აუდიტირება, აიტი ტექნოლოგიები და ა.შ. მაგრამ აი ბოლო კანდიდატურებში თავადაც ტყუვდებიან იმიტომ რომ ვერ არჩევენ კარგ და ცუდ კანდიდატებს. 3/ ჩვევად აქვთ გონიერ, ჭკვიან, გამოცდილ და დიდი პრაქტიკის ადამიანს უფროსად დაუყენონ ე/წ/ თავისი კაცი, რაც მთავარია ჩერჩეტი და ზარმაცი - ემანდ ზედმეტად არ გაქანდეს. 4/ როგორც კი გონიერი და ჭკვიანი, ჩაფლავებულ-ჩახლამულ საქმეს ააწყობს, - მაშინვე უშვებენ სამსახურიდან და მოჰყავთ საკუთარი ნათესავი ან ჩაწყობილი პირი (ვალში იყოლიონ ვიღაც "ზემოთ") უფრო უკეთესი ანაზღაურებით. საქმე ინერციით მიდის რაღაც პერიოდი მაგრამ მერე ინგრევა ცხადია. 5/ უვიცი უფროსობა ყოველთვის ახალისებს ენის მიტან-მოტანას და ვერ ამჩნევს უსაქმურ მიდლ-მენეჯმენტს. ვერ ამჩნევს გადაღლილ თანამშრომელს, რომელიც თავის უფროსის და კიდო იმის უფროსის საქმეს რომ აკეთებს და დანარჩენები მთელი დღე რომ პოსტაობენ ფეისბუქზე მობილურებით და ტყუილად იღებენ ხელფასებს. 6/ სანამ კანდიდატის არჩევას დაიწყებთ ბატონო დამსაქმებლებო, თავად გაიარეთ მართვის (მენეჯმენტის) კურსები, რადგან უმეტეს შემთხვევაში ორი ბატი არ მოგებარებათ თანამშრომელი კიარა. 7/ საჯარო სამსახურებში აბსოლიტურად ტყუილად ცხადდება ვაკანსიები, რადგან სულაც დოქტორის აკადემიური ხარისხით რომ მიხვიდე, თავისი სტაჟიორი ნათესავისთვისაა ის ადგილი და არა ღირსეული კანდიდატისთვის. 8/ საკადრო სამსახურის უფროსები ე.წ. ეიჩარ-ები - უნდა დანებონ უფროსების ლაქუცს და მლიქვნელობას თავი და მართლა მიხედონ თავის საქმეს, კადრების ტრეინინგს, უკეთესი თანამშრომლების გამორჩევას, წახალისებას, დაწინაურებას და პრემირებას. ისინი პირველ რიგში კადრებს ემსახურებიან და არა უფროსებს. ისე ენატანიობასაც თუ შეწყვეტენ უკეთესი იქნება. 8/ 40 წლისაზე მეტისანი - ყველგან ჩარეცხილები არიან და მინიმალურ ხელფასებზე მუშაობენ. 9/ 50 წლისაზე უფროსები - საპენსიოები და მადლობა უნდა თქვან, საერთოდ რომ მუშაობენ. აბა გაბედონ და საწყალი თვალებით არ შეხედონ უფროსობას. 10/ 60 წლისა და მეტისანი - მკვდრები, წინასწარ განწირული შიმშილისა და ავადმყოფობისთვის.
წარმატებებს ვუსურვებ დამსაქმებლებს, იმედია ოდესმე ჭკუა ეყოფათ და 10 ვაკანსიაზე 4 ჭკვიანს, კარგ პროფესიონალს და გონიერს აიყვანთ, სულ რომ არ ჩამოექცეთ თავზე ორგანიზაცია. დღეს-დღეობით ჩამოქცეულია. სულ 3-4 ინსტიტუცია მუშაობს: საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, ბანკები, აფთიაქები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები/სავალუტო პუნქტები და საკვები პროდუქტების მაღაზიათა ქსელი, რომელიც ვერ გამოდის ტრეფიკინგის ჩარჩოდან. აი ამიტომ იქცევა ეს ქვეყანა. გმადლობთ ყურადღებისთვის.
გავეცანი ყურადღებით. რა ევროპული უერთიეთობებია პირდაპირ, რაღა გვიჭირს თუ ამ დონეზე ვართ, მაგრამ რომ არ ვართ? არის წმინდა ქართული რეალობა, რომელსაც ვერავინ ვერსად გაექცევა, რაკი თქვენ არ თქვით, მე გეტყვით:
1/ არცერთ დამსაქმებელს არ უნდა თავის სფეროში ძალიან მცოდნე და გონიერი თანამშრომელი, რადგან მან, დამსაქმებელზე გაცილებით მეტი იცის. შესაბამისად კარგად ამჩნევს უფროსის უვიცობას და არაკომპეტენტურობას, ცხადია შეუსაბამობას თანამდებობასთან. 2/ გონიერი, მცოდნე და პრაქტიკოსი პროფესიონალი აჰყავთ მხოლოდ იმ სამუშაოზე, რომლის გარტყმაშიც არა ხელმძღვანელი პირი (ები) მაგალითად ბუღალტერია, ბიუჯეტირება, აუდიტირება, აიტი ტექნოლოგიები და ა.შ. მაგრამ აი ბოლო კანდიდატურებში თავადაც ტყუვდებიან იმიტომ რომ ვერ არჩევენ კარგ და ცუდ კანდიდატებს. 3/ ჩვევად აქვთ გონიერ, ჭკვიან, გამოცდილ და დიდი პრაქტიკის ადამიანს უფროსად დაუყენონ ე/წ/ თავისი კაცი, რაც მთავარია ჩერჩეტი და ზარმაცი - ემანდ ზედმეტად არ გაქანდეს. 4/ როგორც კი გონიერი და ჭკვიანი, ჩაფლავებულ-ჩახლამულ საქმეს ააწყობს, - მაშინვე უშვებენ სამსახურიდან და მოჰყავთ საკუთარი ნათესავი ან ჩაწყობილი პირი (ვალში იყოლიონ ვიღაც "ზემოთ") უფრო უკეთესი ანაზღაურებით. საქმე ინერციით მიდის რაღაც პერიოდი მაგრამ მერე ინგრევა ცხადია. 5/ უვიცი უფროსობა ყოველთვის ახალისებს ენის მიტან-მოტანას და ვერ ამჩნევს უსაქმურ მიდლ-მენეჯმენტს. ვერ ამჩნევს გადაღლილ თანამშრომელს, რომელიც თავის უფროსის და კიდო იმის უფროსის საქმეს რომ აკეთებს და დანარჩენები მთელი დღე რომ პოსტაობენ ფეისბუქზე მობილურებით და ტყუილად იღებენ ხელფასებს. 6/ სანამ კანდიდატის არჩევას დაიწყებთ ბატონო დამსაქმებლებო, თავად გაიარეთ მართვის (მენეჯმენტის) კურსები, რადგან უმეტეს შემთხვევაში ორი ბატი არ მოგებარებათ თანამშრომელი კიარა. 7/ საჯარო სამსახურებში აბსოლიტურად ტყუილად ცხადდება ვაკანსიები, რადგან სულაც დოქტორის აკადემიური ხარისხით რომ მიხვიდე, თავისი სტაჟიორი ნათესავისთვისაა ის ადგილი და არა ღირსეული კანდიდატისთვის. 8/ საკადრო სამსახურის უფროსები ე.წ. ეიჩარ-ები - უნდა დანებონ უფროსების ლაქუცს და მლიქვნელობას თავი და მართლა მიხედონ თავის საქმეს, კადრების ტრეინინგს, უკეთესი თანამშრომლების გამორჩევას, წახალისებას, დაწინაურებას და პრემირებას. ისინი პირველ რიგში კადრებს ემსახურებიან და არა უფროსებს. ისე ენატანიობასაც თუ შეწყვეტენ უკეთესი იქნება. 8/ 40 წლისაზე მეტისანი - ყველგან ჩარეცხილები არიან და მინიმალურ ხელფასებზე მუშაობენ. 9/ 50 წლისაზე უფროსები - საპენსიოები და მადლობა უნდა თქვან, საერთოდ რომ მუშაობენ. აბა გაბედონ და საწყალი თვალებით არ შეხედონ უფროსობას. 10/ 60 წლისა და მეტისანი - მკვდრები, წინასწარ განწირული შიმშილისა და ავადმყოფობისთვის.
წარმატებებს ვუსურვებ დამსაქმებლებს, იმედია ოდესმე ჭკუა ეყოფათ და 10 ვაკანსიაზე 4 ჭკვიანს, კარგ პროფესიონალს და გონიერს აიყვანთ, სულ რომ არ ჩამოექცეთ თავზე ორგანიზაცია. დღეს-დღეობით ჩამოქცეულია. სულ 3-4 ინსტიტუცია მუშაობს: საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, ბანკები, აფთიაქები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები/სავალუტო პუნქტები და საკვები პროდუქტების მაღაზიათა ქსელი, რომელიც ვერ გამოდის ტრეფიკინგის ჩარჩოდან. აი ამიტომ იქცევა ეს ქვეყანა. გმადლობთ ყურადღებისთვის.
8. მშვენიერი რეკომენდაციებია მშვენიერი რეკომენდაციებია
7. :) მადლობა მარია პირადში მომწერე, თუ რამე დაგაინტერესებს :) :) მადლობა მარია პირადში მომწერე, თუ რამე დაგაინტერესებს :)
6. და რაიმე ვაკანსია ხო არ გაქვთ?:)))) ასეთ შეცდომებს გასაუბრებაზე აღარ დავუშვებ :)))საინტერესო იყო და რაიმე ვაკანსია ხო არ გაქვთ?:)))) ასეთ შეცდომებს გასაუბრებაზე აღარ დავუშვებ :)))საინტერესო იყო
5. გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
4. გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
3. გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
გურამმ მადლობა რომ წაიკითხე. მუხა ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვისს
2. ისე დეტალურად ჩამოაყალიბე სამსახურიში მიღების წესები, რომ უნდა ამოვბეჭდო , დავიზეპირო და ეგრევე სამსახური მექნება. რამდენ შრომას და ენერგიას დებ სხვების საკეთილდღეოდ, ბრავო შენ.გაიხარე! ისე დეტალურად ჩამოაყალიბე სამსახურიში მიღების წესები, რომ უნდა ამოვბეჭდო , დავიზეპირო და ეგრევე სამსახური მექნება. რამდენ შრომას და ენერგიას დებ სხვების საკეთილდღეოდ, ბრავო შენ.გაიხარე!
1. რომ მახსენდება, რას ვლაპარაკობდი გასაუბრებებზე და როგორ ვიქცეოდი, თან მეღიმება, თან ძალიან მრცხვენია. აქ აღნიშნული ყველა შეცდომა მაქვს დაშვებული სხვადასხვა დროს. :დდდ რომ მახსენდება, რას ვლაპარაკობდი გასაუბრებებზე და როგორ ვიქცეოდი, თან მეღიმება, თან ძალიან მრცხვენია. აქ აღნიშნული ყველა შეცდომა მაქვს დაშვებული სხვადასხვა დროს. :დდდ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|