ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2020


ფრანგები დიმიტრი ერისთავის სახელოსნოში

მოჰგავს შხეფებში მოცახცახე წვიმის სონეტი
მხატვრის კიდურზე გადაღვენთილ სიამის კატას
ღამეს ხევებში გაუშლია ბინდით მოლბერტი,
და აჟრჟოლებულ პეიზაჟებს ნიავით ხატავს.
კედლიდან, ჭურის დასასკდომი მოდუღს მაჭრები,
გზად,მეეზოვე  ნეკერჩხლების დამაყრის ფოთლებს ,
სხლტიან თბილისის გოგონები ირმის კანჭებით,
ქუჩაბანდებში ფაეტონზე არღანი გოდებს.
ქშენენ თონიდან ამოყრილი ცხელი შოთები,
ლუვრში -ვენერას სინატიფე გეიშეს სტანჯავს.
თავად,რემბრანტიც დახატავდა ვნებით ,შფოთებით
ქართველ სასკიას, მარმარებში გაძერწილ კანჯარს.
აქ, სილამაზეს ვარსკვლავებიც  გადავურწიე.
მონპელიეში ჩემს ხვაშიადს ვერ  გავაგონებ,
მონ  შერ! ნუ მიწყენ,მე ეს მიჯობს, რა ვქნა, მუსიე,
ოოო, მომიტევოს შენმა მანემ,  დეგამ და მონემ.,
რომ მე, თბილისის მონმარტს უფრო ვადიდებ,ვეტრფი,.
გარეთ, ხევხუვში ელვას ძვლებში გააქვს ლაწანი.
ჩემო ერისთავთერისთავო, აზიდნე კვერთხი
და  ცრუ სამყაროს მათრახები გადააწანი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები