ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2020


ფრაგმენტულები 2



ღმერთო, გიწოდებ სიტყვას,
როცა დამსიტყვე თავზე რეალობად,
სიტყვას მიყოფდი ზიარებისთვის.


ღმერთი არ არის მიკერძოება,
ყველაფერი, თავისი საპირისპირო პოლუსით, იძლევა სინამდვილის ღვთიურ აღქმას.



კაცი როგორ ვარ, თუ ქალივით არ მიფიქრია,
არც ქალი მინდა,
კაცის თვალით ვერ გაიხედოს..
მაშ, რაღამ გააცალკევა ეს ორი ერთარსი?

ჩახუტება ნაპერწკალია, უნაკვერცხლოთა და უცეცხლოდ.



სადაც მხოლოდ ნეგატივს იფხანენ,
იქ პოზიტივი უნიტაზით ირეცხება.

არაფერია სხვისი მახვილი თვალები,
როცა შენები ფარია.


შეგიძლია არმოსვლით ვიგრძნო,
მოსასვლელი თვალების სიტკბო.


როცა გეცოდინება,
როგორი ვარ,
მაშინ ვერ მეტყვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები