ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მაკიაველი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2020


მარადისობის კანონი


ასე შიგადაშიგ უცებ მენატრები,
როცა ფრუსტრაცია საზღვრებს გადასცდება.
ქაოსს, მლიქვნელების ფარსი ფარეშობის,
ვებრძვი, იმედი მაქვს ბოლოს დამარცხდება...
ხოდა მენატრები,
ასე უმიზეზოდ...
ანდაც იმიტომ, რომ
ვიცი მანდ დამხვდება...
გრძნობა გაორებულ -
ერთად სიმარტოვის,
მარტომ რომ ვერ ვზიდეთ
და ერთურთს მივაბარეთ.
ჰოდა მეც მშვდად ვარ,
ქვესკნელებს ამაოს,
სივრცეებს ცარიელს
თამამად ვებმევი.
როცა უაზრობა
ხდება მეტისმეტი
და ლექსებს მარტივი
მუზებიც მიტოვებს...
ვიცი შენთან არის...
ვიცი შენ გამიგებ...
ვიცი შენთან ერთად
შევძლებ სიმარტოვეს...

პ.ს.

თავგზა არეულ
უმიზნო ქცევით
დაეძებ ნუგეშს
ნემსების ზვინში
ჩემს ლაბირინთში
უძირო სკნელის
მწველი ყინულის
უმარხი ძვლების,
სამოთხის გველივით
შეცურავ, შედიხარ
კი არ მიყვარხარ
და განა გეტრფი....
მაგრამ შენი ვარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები