ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მაკიაველი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2020


ლუციდური სიზმრები (ანუ არაფხიზელი მდგომარეობა)

ეს ერთხელ დაიწყო
და აღარ დამთავრდა....
რაღაცას იდეად გავიხდით...
კარგად ვართ...
(ესა ვართ რაცა ვართ)
...მოხდეს ლუსტრაცია
ჩვენში სინდისის...
სანამ ფრუსტრაცია
თავის სიტყვას იტყვის...
ვატყობ გარეთ ილტვის
ეს სწრაფვა გენშია,..
ჩვენზე მეტია ის
რაც ჩვენშია...
მას ვერ ვაკავებთ...
ტალღებად დავყვებით...
ას გრამ ალკოჰოლს,
ნაპას ნიკოტინს
დავისხამთ... დავარტყამთ... დავწვებით....
ვიგლეჯთ ნიღბებს და
ვათენებთ ღამეებს...
ვაბნელებთ მრუდე სარკეებს...
სიზმარში ისევ ვგრძნობთ
სხვების შეხებას...
ვაგრძელებთ მათთან შეხვედრას...
ორმაგ რეალობას დავუსვამთ შეკითხვას
რაზეც პასუხი აბსურდია...
ამ აბსურდში საუკუნეს დავყოფთ...
მერე გრძნობებს შევკრებთ...
და სიყვარულზე გავყოფთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები