ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდო
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2022


* * *

  შემოდგომაა, ფოთლები გახმა,
  გაშიშვლდა ხე, მოიწყინა ხალხმაც,
  და თუნდაც იყოს უკვე სულ გვიან,
  მაინც დაგვიან, ეზოს დაგვიან.
  მე აწმყო დროებას ვუწოდე ბლეფი,
  ამაო ყოფას ავუწყვე ფეხი,
  და თუ ყოველ დღე მზე მეღიმება,
  რად მეტირება? რად მეტირება?
  უბრალო დღეს მე ცრემლი მეძალება,
  გული გახსნეს და მოკლეს მეძავებმა,
  და თუ წარსულია გოგო ლურჯთვალება,
  რატომ მებრალება? რატომ მებრალება?
  მე სხვა გზა ვარჩიე და დავრჩი გაღმა,
  უცბად ვიგრძენი სულით გადაღლა
  და თუ ოცნებაც არ არის მთელი,
  აბა რას ველი? აბა რას ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები