ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2020


ცვილის თოჯინა

მიწისფერია ეს ტანვარჯიში,
თოჯინის სოლო ცოცხლდება ცვილში
და საღამოსთვის კაბისფერ ფრონტზე,
როცა ომია და ფიქრის შიში.
მოსაწყენია ეს მდუმარება
მოკოწიწების დღე ირჩევს ბრუნვას,
თუ ფოთოლცვენის ხეივანს მისდევ
და თვალზე ცრემლებს იმშრალებ ახლა..
ცხოვრება ცვდება ღამის ბინდ-ბუნდში,
სიზმრებმა დათმო ჩვეული რიტმი,
მომეფერება ოდესმე ბებო,
ისევ ცოცხალი და სულჩამდგარი.
დასანთლულია ეს ეზო-ქუჩა,
ტალახის ბურთებს წვიმა რომ ხატავს..
მწვანე ტყეების მომყვება ჩრდილი,
წარსულის ჩალმა ახურავს თათარს.

3.11.09

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები