ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2020


ნაღალატარი

-სამსახურში მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ!-თქვა თემომ და ბინის კარი გაიხურა
ნია სარკი წინ იდგა და კიდევ ერთხელ აკვირდებოდა საკუთარ სხეულს, საკუთარ ყველა ნაკლს თუ ღირსებას კარგად არჩევდა, არ უჭირდა ობიექტური ყოფილიყო შეფასებისას, წლებმა სერიოზული კვალი დაატყო მის სახესაც და სხეულსაც, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ აწუხებდა უშვილობა, საკუთარი სილამაზის ბოლო შტრიხსაც დათმობდა ოღონდ საყვარელი მამაკაცისათვის 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ შვილის გაჩენის შანსი ჰქონოდა.
-შანსი მხოლოდ 3 პროცენტია!-ჩაესმოდა მკურნალი ექიმის ამაზრზენი ხმა,არა ხმა ნაზი და სათნო იყო, უბრალოდ ეს სიტყვები ჟღერდა ამაზრზენად- თქვენ დედობას ვერ შეძლებთ!- ბევრი ცრუ განაგში იყო ამ 10 წლის მანძილზე, ბევრჯერ ეგონა რომ ცხოვრებამ შანსი მისცა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ყოველთვის გულისწყვეტით და იმედგაცრუებით სრულდებოდა. არასოდეს უთქვავს თემოს წყენა ან საყვედური ამ ფაქტზე. არც შვილის ყოლის მომეტებული სურვილი გამოუმჟღავნებია,თუმცა ნიამ კარგად იცოდა რომ ეს მტკივნეული საკითხი იყო მამაკაცისთვის,მით უმეტეს რომ თემოს ბავშვები ძალიან უყვარდა....
მწარე ფიქრებში გართული ნია რეალობაში მხოლოდ სმს-ის ზარმა დააბრუნა, სარკეს მოშორდა და ტელეფონი აიღო, მთელი სხეული აუთრთოლდა, გულში ლოდივით დააწვა ტკივილი, ჰაერი დაეკეტა და ტკივილისგან მხოლოდ ერთი მწარე ამობღავლება შეძლო.
„სამსახურში წასული თემოს სურათები იყო კეთილის მსურველისგან სხვა ქალთან ერთად“ცრემლები წასკდა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. ერთად თანაცხოვრების ყველა ეპიზოდმა გაურბინა კადრებივით თვალწინ, მეტი ღიმილი იყო ვიდრე ტკივილი, აბა დღეს რა ხდება? რატომ მოატყუა თემომ? რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი? იქნებ სულ ატყუებდა, იქნებ მათი ცხოვრების ყოველი დღე ტყუილი იყო, იქნებ არ უყვარდა თემოს და არც სურვილი ქონდა მისგან შვილი ჰყოლოდა,იქნებ უყვარდა მაგრამ ამ დაუსრულებელმა ლოდინმა გაუნელა სიყვარული.... ბოლოს და  ბოლოს სამყაროში ხომ ყველაფერს აქვს დასასრული და რაღა მათი ურთიერთობა იქნებოდა გამონაკლისი.....
მორჩა ყველაფერი დასრულდა, გული გატყდა, სული მოკვდა.... და დაიწყო სულის დაუსრულებელი პანაშვიდი ნიას ცხოვრბაში.....
აბაზანაში შევარდა და შხაპი ქვეშ მოექცა, გული ერეოდა საკუთარ თავზეც და თემოზეც...... ძულდა სამყარო და კარგად იცოდა რომ აქ მისი ადგილი არ იყო, არ ახსოვს რამდენ ხანს იყო წყლის ქვეშ, ალბათ რამოდენიმე საათი,
  მისაღებ ოთახში გამოსულს თემო უკვე მოსული დახვდა,
-დღეს მე მომკალი!- არმოხდა ნიას და ცრემლებმა საუბრის გაგრზელების საშვალება არ მისცეს.
-კარგად ხარ?-ირონიული მოეჩვენა თემოს ხმა.
-ისე ვარ როგორც გინდა რომ ვიყო!-ძალა მოიკრიბა ნიამ და ტელეფონი გაუწოდა,
დაიწყება ეხლა ახსნა განმარტებები-გაიფიქრა ქალმა, მაგრამ არა, თემომ ტელეფონს დახედა, ოდნავ ფერი ეცვალა,ხმა აუთრთოლდა მაგრამ მაინც დამაჯერებლად ჩაილაპარაკა :“ ეჭვიანობა დამიწყე? შენგან არ ველოდი!“
ნია ადგილიდან მოწყდა და საძინებელში შევიდა...
მთელი ღამე ცხარე ცრემლების ღვრაში და უაზრო ფიქრებში გაატარა ოთახის კუთხეში მოკუნტულმა.
არ ეძინა ლოგინზე  წამოწოლილ თემოსაც....
მთელ სახლში სიჩუმის გამყინავი სიმფონია ისმოდა მხოლოდ.
ამოანათა მზემ, სხივებით გაათბო მთელი დედამიწა, მაგრამ სითბომ ვერ შეახწია ამ პატარა სახლში , სადაც წლებია მყუდრო სამყარო მოეწყოთ, პირველი თემო ადგა, არც კი გაუხედავს კუთხეში მჯდომი ქალისათვის ისე დატოვა საძინებელი, ნია კი ისევ თავჩარგული იღვრებოდა ცრემლებად.
„მისთვის სულ ერთი ვარ თორე, როგორ დაუშვებდა რომ მთელი ღამე ცრემლებში გამეტარებია“- ამ ფიქრებით წამოდგა ნია,
-წავედი!
-არ გინდა რამე მითხრა?-ამოხედა აცრემლებულმა ნიამ.
-აზრი არ აქვს!-კარი გაიხურა თემომ
„წავიდა“, „წავიდა“ მაგრამ სად ან ვისთან წავიდა?
10 წლის განმავლობაში პირველად იეჭვიანა ნიამ, პირველად იგრრძნო ესე უსუსურად თავი...
დიდხანს ძალიან დიდხანს დასცქეროდა ტელეფონს..... მის სახეზე ღიმილი და ტკივილი ერთმანეთს ენაცვლებოდა, რაღაც არაამქვეყნიური იერი დაქკრავდა, მერე უცებ წამოდგა
საწერ მაგიდასთან დაჯდა, ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და  წერა დაიწყო.
მერე წამოდგა კვლავ ტელეფონი აიღო და ათრტოლებული თითებით აკრიფა ნომერი...
-თემო მჭირდები!...-წარმოთქვა და ტელე სასწრაფოდ გათიშა,
დამამშვიდებელი აბები აიღო, საწოლზე მიწვა და გათვლა დაიწყო:- ვუყვარვარ- და ერთი აბი დალია, არ ვუყვარვარ-კიდევ დაამატა ერთი აბი.-ვუყვარვარ,არ ვუყვარვარ ...........

‘’’’’’’’’’’’’’’
ოთახში შემოსულ თემოს ყვითელ კაბაში გამოწყობილი ნია საწოზე მიწოლილი დახვდა, ტკივილისგან თუ სიცივის შეგრძნებისგან ოდნავ მოკუნტულიყო, და თეთრ გადასაფარებელთან შეხამებით გვირილას ქმნიდა.
-მოვედი ნია რა გინდოდა? რატო დამირეკე?-დაარღვია თემოს ხმამ სიჩუმის ჰარმონია, მაგრამ პაუხი რომ ვერ მიიღო საწოლს მიუახლოვდა და შიშისა და ტკივილისგან ფეხები აუთღოლდა, გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა, მის წინ ნიას უსიცოცხლო სხეული იდო....
დაეკონა ქალს და მხოლოდდამხოლოდ ერთს თვალის გახელას სთხოვდა,
როდესაც სასწრაფომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თემოს ხელში  ნიას წერილი შერჩა.
„ჩემთვის სიყვარული რწმენა, ნდობა და დაფასება იყო ყოველთვის, ჩვენი სიყვარული კი ერთგულების სიმბოლოდ მიმაჩნდა, შემოეძარცვა სიყვარულს ნდობის პერანგი და სული იქცა ლეშად,მე არ ვიცი როგორ გავაგრძელო მკვდარი სულით ცხოვრება და გამოსავალს ვეძებ... გულს არ ჯერა რომ ჩვენი სიყვარული მოკვდა.... გული მეუბნება რომ ვცდები, რომ შეუძლებელია შენი თვალები მატყუებდნენ, აი გონება კი სულ სხვას მეუბნება, დამცინის სულელ არსებას, რომელსაც მარადიული სიყვარულის და ერთგულების  მჯეროდა... გულის და გონების ჭიდილში თავგზა მაქვს არეული....ნეტავ წუხელ ერთი სიტყვა მაინც გეთქვა ჩემთვის, ნეტავ წუხელ გულში მაგრად ჩაგეკარი და თავი გემართლებია, მაგრამ არა შენ დამნაშავეთაც არ გრძნობ თავს ჩემს წინაშე, არ გტკივა ჩემი ცრემლები, ეს კი უკვე დასასრულია, ურთიერთობის დასასრული...  ხო ჩვენი სიყვარული დასასრულს მიუახლოვდა, სიყვარული ყოველთვის იყოფა ორზე, მესამე ზედმეტია,დღეს ეს მესამე მე ვარ!... იცი პირველად როდესაც ეს ფოტო ვნახე, სურვილი გამიჩნდა მსგავსი ფოტო შენც გენახა ჩემზე, რომ გეგრძნო რამხელა ტკივილია ტყუილი და ღალატი,მაგრამ ეს იმხელა ტკივილია, არ შემიძლია ამტკივილისთვის შენი გამეტება. მე არც ბრძოლა შემიძლია შენთვის, რადგანკარგად ვიცი როდესაც ურთიერთობაში მესამე ჩნდება პრობლემა ორშია, პრობლემა მე ვარ....  აი შვილი რომ გვყოლოდა იქნებ მებრძოლა კიდეც.....ჯობდა ყველაფერი შენგან გამეგო და ერთად გადაგვედგა დაშორების ნაბიჯებიც, მაშინ ჩემი გონებაც დაიჯერებდა  რომ მაფასებ და შენთვის სულ ერთი არ ვარ.... ეხლა კი ვზივარ ნაღალატარი და საკუთარ დასასრულზე ვფიქრობ.... გულისა და გონების ჭიდილში სიკვდილზე ფიქრი მომერია და უცნაურ თამაშს ვიწყებ  თუ გიყვარვარ და ჩემთან ყოფნა გინდა მოხვალ თუ ჩვენი ურთიერთობა უნდა დასრულდეს არ მოხვალ,მე გირეკავ „მჭირდები“, აბებს ვსვავ  და გათვლას ვიწყებ: მოხვალ, არ მოხვალ, მოხვალ, არ მოხვალ, ვნახოთ რომელი აჯობებს გული თუ გონება.... არ იჯავრო თუ ვერ გადამარჩინე, ჩვენი ბედი ცაში წყდება, ჩვენ დასრულდება და დარჩები მარტო შენ.
გული? თუ გონება?
თამაში დაიწყო:
„გულო აჯობე გონებას!“
გიყვარვარ, არ გიყვარვარ, გიყვარვარ არ გიყვარვარ......................
გიყვარ......
თემომ წერილი გულში მაგრად ჩაიკრა და აქვითინდა, ეს იყო პირველი ცრემლები მის ცხოვრებაში:- ხო მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ, მიყვარხარ და შენი ღალატი გულში არც გამივლია,  არ ცდება შენი გული,უნდა იცოცხლო, ხო უნდა იცოცხლო რადგან უშენოდ ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, უშენოთ ჩვენ კი არა და ჩემთვის მეც არ არსებობს, ყველაფერი ჩვენთვის მინდოდა, მინდოდა შვილი გვყოლოდა, ჩემი და შენი შვილი და ამიტო შევხვდი იმ ქალს, ის უბრალოდ სუროგატობის მსურველი იყო, ქალი რომელიც ჩვენ შვილს გააჩენდა, მინდოდა ყველაფერი ჯერ მომეგვარებია და მერე გაგეგო, ლოდინში გული რომ არ გტკენონა, ჯერ  ექიმს  შეუთანხმდი, დედობის მსურველი ვიპოვეთ და ეხლა შენთვის უნდა მეთქვა, რომ ერთად გაგვეხარა... და ერთად დაგვეყო წუთების ათვლა მომავალი შვილის მოლოდინში.  ვერ გეტყოდი ხო ვერ გეტყოდი სიმართლეს რადგან ისეთი განადგურებული დამხვდი რომ მომეჩვენა ეხლა შვილის თემის წამოწევა უფრო გაგანადგურებდა, შემეშინდა უსუსურად არ გეგრძნო თავი..... შენ კი თურმე რამხელა ტკივილს ატარებდი და რა ამაო იყო ეგ ტკივილი.
დერეფანში ექიმი გამოვიდა, ის მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა თემოს, ვაჟი ფეხზე წამოიჭრა:
-ექიმო
-სამწუხაროდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ!...
-ბავშვი? რა ბავშვი? ნია როგორ არის?
-თქვენი მეუღლე 3 კვირის ორსული იყო, როგორც ჩანს ამის შესახებ არც თვითონ იცოდა, ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მზიმეა, ტვინის უჯრედების დიდი ნაწილი მკვდარია.
-გული?-თვითონაც ვერ იხვდა ისე დასვა ამ საუბარში უადგილო კითხვა თემომ
-გული აგრძელებს მუშაობას, აპარატზე შეერთებული,
-გადარჩება?
-ეს მის ორგანიზმზეა დამოკიდებული...
-მისი გული არ შეწყვეტს ფეთქვას, მან იცის რომ მიყვარს,ის იცოცხლებს.... ჩემთვის და ჩვენი სიყვარულისთვის იცოცხლებს...... ჩვენი შვილი, 10 წელი მისთვის ვიბრძოდით და რა? ჩვენივე ხელით გავანადგურეთ.....-უკვე თავისთვის ლუღლუღებდა თემო, ექიმი კი დერეფნის ბოლოში მძიმედ მიაბიჯებდა.
„გულო არ შეწყვიტო ფეთქვა, გულო აჯობე გონებას!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები