| ავტორი: ჯანა ჟანრი: საბავშვო 20 აგვისტო, 2020 |
*** - ილია, მე მალე ჩამოვალ. კარანტინის სამი დღე დამრჩა. გამიხარდა, ფეისბუქში რომ გაწევრიანდი, ხშირად მოგწერ ხოლმე. ილია, აქ ხარ? რაღაც უნდა გიამბო, უფრო სწორად, მოგწერო: ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ ერთი წიგნი წავიკითხე. არც ავტორი მახსოვს, არც მოთხრობის სათაური, არც გმირის სახელი და არც ქალაქის, რომელშიც ეს ამბავი ხდებოდა. შორეულ, შორეულ ბავშვობაში წავიკითხე. ილია, აქ ხარ? - ki - ჰოდა, ძალიან ნათლად მახსოვს ერთი რაღაც, რომ ამბავი პატარა ბიჭზეა. შენხელა იყო. - eg saidan gaxsovs - იცი, რატომ დამამახსოვრდა? - ბიჭი 11-ის იყო და მეც, როცა ვკითხულობდი, 11-ის ვიყავი, ანუ ის ჩემხელა იყო მე - შენხელა და გამოდის, რომ ბიჭი შენხელაც ყოფილა. - ramdeni tseli gavida - ზუსტად ნახევარი საუკუნე. :) მოკლედ, ეს ბავშვი ერთ დილას ცარიელ ქალაქში გაიღვიძებს, ქუჩაში გამოდის და აღმოაჩენს, რომ ირგვლივ არავინაა და სულ მარტოა, თან ყველაფერი ღიაა და მის სიხარულს საზღვარი არა აქვს; არავინ არაფერს უშლის: შეუძლია, დაჯდეს კარუსელზე, კარუსელიც უფასოა, წარმოგიდგენია?! არც დრო აქვს შეზღუდული; ანუ შეუძლია იმდენ ხანს იბზრიალოს, რამდენიც მოუნდება, გაიგე? შეუძლია შევიდეს მაღაზიაში, სადაც უამრავი ტკბილეულია, თან გამყიდველიც არსად ჩანს, ირგვლივ სიცარიელეა, მაგრამ - სრული თავისუფლება; ყველაფერი მისია, კი არ უნდა იყიდოს, უბრალოდ აიღოს; აი, საყვარელი სათამაშოების მაღაზიაც: სატვირთო მანქანები, მაიმუნი შინპანზე თოკზე და მოტოციკლი, - ეს ყველაფერი მისია. ჯიბეებს კანფეტებით ივსებს, ბედნიერებით გაბრწყინებული დაქრის ქუჩებში, მაღაზიიდან მაღაზიაში შედის... ირგვლივ კი არავინაა... ქუჩები და სახლები... ფიქრობს, ყველა ერთად სად გაქრაო! არც ტრამვაის მძღოლი, არც პოლიცია; ძაღლები და კატებიც არსად ჩანან. მოიწყენს, მარტო არ უნდა, რომ უხაროდეს, ვინმეს ხომ უნდა გაუზიაროს; ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ვინმეს ხომ უნდა გაუყოს, მაგრამ ვის?! დანაღვლიანდება, მოენატრება თამაში, ვის ეთამაშოს?! ყველაფერს დაყრის, ხან ერთ ფანჯარას მიადგება, ხან - მეორეს, ეძახის ბავშვებს, უსტვენს, მაგრამ პასუხს არავინ სცემს.
და უეცრად ბიჭს ეღვიძება და სიხარულით ცას ეწევა, რომ თურმე ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. თითქოს კარგი სიზმარი, მაგრამ თან - საშინელი. ისეთი ბედნიერია, რომ სიზმარი აღმოჩნდება, უბედნიერესი, გესმის? ნეტავ ვინ არის ავტორი, რამ დააწერინა ეს ამბავი?! ილია, აქ ხარ? კოკოშ, წახვედი? სად წახვედი, ბიჭო? _____________________________________________ - be aq xar auuuf ramdeni dagitseria jana sad xar? _________________________________________________ - აქ ვარ, შენ სად ხარ? ____________________________ - is bichi da shen ukve daberdit be da me akhalgazda var - მე - კი, ის ბიჭი - არა! წიგნის გმირები არ ბერდებიან. - rogor ara jana stvena icodao da exa marto bebrebma ician stvena imito ro aravis ar chirdeba eg stvena arc fanjrebtan yvirili - ილია, ეგ ხომ სიზმარი იყო. - be, adamianebs xo is esizmrebat rac - რატომ უნდა დასიზმრებოდა იმ ბიჭს? - mwerals daesizmra 50 welshi rac moxdeboda is da dawera kai be tsavedi kai - პაკა, კოკოშ, მიყვარხარ! - mec _________________________________________ - jana aq xar _______________ - beb aq xar ________________________________ - ილია, რა იყო, აქ ვარ, ჰო. __________________________________ - chvenc gavighvidzebt bebi
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩემმა შვილებმა კიდე ისწავლეს სტვენა და ვეჩხუბები სახლში ნუ უსტვენთ ტყეშითქო :) სტვენა საჭირო რამაა ვისიამოვნე - გარედან წავიკითხე და მოვედი რომ ქულა დავტოვო ჩემმა შვილებმა კიდე ისწავლეს სტვენა და ვეჩხუბები სახლში ნუ უსტვენთ ტყეშითქო :) სტვენა საჭირო რამაა ვისიამოვნე - გარედან წავიკითხე და მოვედი რომ ქულა დავტოვო
2. რა კარგი იყო, შესანიშნავი ფინალით.
და ახლა უცებ გამახსენდა, ჩემმა შვილმაც არ იცის სტვენა- სოფელში "მარშრუტკამ" გამასწრო, დაუსტვინე მეთქი და არ ვიცი სტვენაო :(
რა კარგი იყო, შესანიშნავი ფინალით.
და ახლა უცებ გამახსენდა, ჩემმა შვილმაც არ იცის სტვენა- სოფელში "მარშრუტკამ" გამასწრო, დაუსტვინე მეთქი და არ ვიცი სტვენაო :(
1. ძალიან მომეწონა 5 „ჩვენც გავიღვიძებთ“
ძალიან მომეწონა 5 „ჩვენც გავიღვიძებთ“
|
|
მონაცემები არ არის |
|
|