ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2020


დაიღალა

დაიღალა სამყარო ჩემით,თურმე დაიღალა...
მაშინ როცა ვერაფრით შემითვისა და გამიმეტა...ამითაც!
ყველა მისი წარღვნის,ბზარის,მიწისძვრისა და ელვაჭექის მიზეზი მიმახატა სულზე ტატუსებრ ორნამეტით და თავისი ანარეკლის გათავისება იძულებით მნებელყოფელყო მაგრამ;
დაიღალა სამყარო ჩემით!.. დაიღალა!..
ყველა მის ასაკს, სისულეები უყრია თავში;
რადგან მუდმივ მტკიცებულებების მოხვეჭაში იყო;
ერთხელაც კი არ უცხოვრია არხეინად და ,
ბოლოს მებრძოლი ღიმილიც გამომტაცა!!!
უჩემოდ  გაასხვისა და
დაიღალა სამყარო ჩემით...დაიღალა...
ჩემს ზურგზე ისე გაწვა თავისი ბრალდებებით,თავი ბრუმიტად დამარხულიც კი მეგონა მაგრამ
წამოვდექი და ბილიკიც შოსესავით გაიშალა...
ჰო, გამიჭირდა არენაზე სვლა და დამფრთხალი ცხვარიდან მგელი ავიშვი...
ძლიერ უმწეოდ მაგრამ...
დაიღალა სამყარო ჩემით.დაიღალა.
ფრთებს სილაღე გამოუღრნა  და ზღვაში გადამისროლა.
სამყაროს მიღმა,სხვა სამყაროთი თუ მოგინელებ მხოლოდო და უსიყვარულობა ჩემს სიყვარულს ისე ანაცვალა,
თითქოს, ჯინად ქონდეს ჟინი გადაქცეული.
დაიღალა სამყარო ჩემით და მნიშვნელობა არა აქვს არაფერს ჩემსას,როცა ის ასე გადაღლილია.
წერტილ დასმული და დანაწევრებულია ყველაფერი მრავალფეროვნების გამაში...
დაიღალა სამყარო ჩემით თორე, მე, კიდევ რა მიჭირს...

მ მატარაძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები