ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2020


მინიმები

***


***
დედამიწის მიზიდულობა
          არ ვრცელდება  მხოლოდ, სულებზე,
დამძიმებულნი,
მაინც, ცისკენ  მიისწრაფიან.

    ***
ვიცინი, მაგრამ...
ცოტა ღრმად  რომ ჩამხედო სულში,
  კედელზე  აკრულ ცრემლს დაინახავ...
          თავს,    ძლივს, იმაგრებს,
რომ არ დაგორდეს ... 
***
ზამთარი--თეთრი ბაბუა
შენს  სულს  თოვლისფერს,
გაიდებს  ბეჭზე  ჩიჩილაკივით  და
საკალანდოდ  მიართმევს  ღამეს.
***
ყველაზე დიდი შეცდომა-ხომ
ჩემი მოსვლაა,
რა კარგია, რომ ღმერთს შეუძლია 
გამოსწორება!



***
შენ, არ  იდარდო,
დიდი ამბავი
-ოდნავ მიბიძგე,
მხოლოდ ეგ ,აკლდა
ამ ყულფის ქვეშ
სკამის წაქცევას.
***
რად  გიხარია,  რომ მოგწყვიტეს იავ, დობილო.
მე შემომხედე,
როგორ ჩამოვჭკნი.

***
ცოტაც და უკვე, აავსებენ  მიწით  სამარეს,
და მერე  ვიტყვი..
რომ აქ, ახლახან,
ჩემს ბავშვობას
ბზა    მიაყარეს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები