ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აგვისტო, 2020


აფხაზეთზე/გიორგი ჯმუხაძეს

ლექსის ავტორი: ოთარ რურუა

მუსიკის ავტორი: გიორგი ჯმუხაძე

ეძღვნება გიორგი ჯმუხაძის ბიძის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის - მამუკა ჯმუხაძის ხსოვნას

https://www.youtube.com/watch?v=t1QcBYBMrBo


გიორგი ჯმუხაძეს


ზღვა სოხუმში ისე ღელავს,
დამშვიდება თითქოს არ უწერია.
ჩვენს სევდიან ლექს - სიმღერას
სამშობლოში დღეს ბავშვებიც მღერიან.

ვიღაც ცეკვავს ,,აფხაზურს“ და
სიამაყე ფეხზე დგება, ძამია...
უხარია გულს და სულსაც,
აფხაზები ჩვენი ძმები არიან.

ისე მინდა ერთად ვიყოთ,
როგორც მშობელს - შვილის ბედნიერება...
რომ ცხოვრებამ ვერ გაგვრიყოს,
ბევრ კარგს იტევს ჩვენი მეხსიერება.

შავ ზღვასავით გული ღელავს,
დაწყნარება თითქოს არ უწერია.
ჩვენს სევდიან ლექს - სიმღერას
სამშობლოში ბავშვებიც კი მღერიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები