 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2020 |
თითქმის ყოველ საღამოს მემართება დეჟავю, უკვე თვეზე მეტია ვუსმენ მხოლოდ ვივალდის, ღამეები სიჩუმეს უსირცხვილოდ ღეჭავენ, ღამეების სიჩუმე არც იქამდე მიყვარდა. მალე, თვალს და ხელს შუა მომადგება სეზონი, უეცარი სიყვითლის, ვთქვათ, ზაფხულის მევახშე, ხელოვნების მახეში გაებმება სეზანი, საზანი და სუზანა-ნემსკავზე და ხელკავში. ამინდები იქნება უფრო მეტად მდედრული, ამინდები იქნება მეტად სასიყვარულო, გადავცურავთ უთუოდ მოდიდებულ ქვედრულას, გადავცურავთ უთუოდ მოდიდებულ ღვარულას, გადავივლით უთუოდ ციხვარგას და ბურჭულას, გადავივლით უთუოდ ლაბოდას და ხიხათას, თითქმის ყოველ საღამოს, როგორც ერთი ურჯულო, უკვე თვეზე მეტია ვუსმენ მხოლოდ ვივალდის, ყური ახლოს მოწიე, უნდა წაგიჩურჩულო, ღამეების სიჩუმე არც იქამდე მიყვარდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მელოდიურიცაა მელოდიური ცაა
მელოდიურიცაა მელოდიური ცაა
6. სუპერ-ბუპერ-cooper სუპერ-ბუპერ-cooper
5. მელოდიურია :))) 2 მელოდიურია :))) 2
3. :) მადლობა, მეგობრებო :) მადლობა, მეგობრებო
1. ამ სათაურზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა:ერთ ებრაელ ბავშვს სკოლაში მისაღებ გამოცდაზე ეკითხებიან:რამდენი წელიწადის დრო იციო და ის პასუხობს 6 იო. გადაირევიან და სამჯერ კიდევ ჰკითხავენ მარა პასუხი იგივეა.ბოლოს დირექტორი თხოვს ჩამოთვალოს და დაიწყებს:ვივალდია წელიწადის დროებით :) კარგია და ვტოვებ 5 ქულას ამ სათაურზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა:ერთ ებრაელ ბავშვს სკოლაში მისაღებ გამოცდაზე ეკითხებიან:რამდენი წელიწადის დრო იციო და ის პასუხობს 6 იო. გადაირევიან და სამჯერ კიდევ ჰკითხავენ მარა პასუხი იგივეა.ბოლოს დირექტორი თხოვს ჩამოთვალოს და დაიწყებს:ვივალდია წელიწადის დროებით :) კარგია და ვტოვებ 5 ქულას
|
|
მონაცემები არ არის |
|
|