ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2020


საგაზაფხულო(მკითხველს)

ნეტავ მკითხავდე:
სად დაიკარგე?
რახანია არაფერი მსენია შენგან.
აღარ გიღირვარ, რომ დაჯდე და მომიძღვნა რამე?"
გიპასუხებდი:
რა ვქნა, რომ ამ დროს მთლად მიმონებს
მიწის კაპრიზი,
მინავლებულ სულს მიღორძინებს ფოტოსინთეზი.
სავსემთვარობას ეს ბუნებაც ლბილად მომყვება, თითქოს მეთუნეს  გამომყავდეს გრძნობის სასმისზე
ორნამენტები.
ცოტაც მაცადე
და ამ სასმისებს სიცოცხლის ეშხით სავსეს მოგაწვდი.
ცოტაც მაცადე,
ლექსის ემბრიონს ჯერ არა აქვს სრულქმნილი სახე.
დაიხვეწება და მიწისპირულ სასწაულებს შენც დაგანახებ.

ნეტავ მკითხავდე...
მაგრამ შენთვის უხილავი ვარ.
მე თუ არ, ვინმე, სხვა მოგიძღვნის სიტყვის თაიგულს
და მაკურნებლად დაედება შენს სულსა და გულს. სხვა მოუქარგავს მკვეთრ კონტურებს განძივით ფიქრებს,
რასაც ბუნდოვანს ატარებ და სიმშვიდეს გიმღვრევს.

ნეტავ მკითხავდე,
მოხვიდოდე ნეტავ, ჩემამდე
და მეც ლექსების თავშესაფარს აგიშენებდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები