ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


ტატო ბარათაშვილს

განათებული ქალაქის ხედზე,
ლამაზი,ბნელი შუკა-ქუჩებით,
აღმართზე მიდის კოჭლი ჭაბუკი
გაბრწყინებული შარავანდედით.

არ ეშინია და არც გრძნობს დაღლას,
სულით ობოლიც უკვე არ არი,
გულში ჩაუკრავს პატარა წიგნი,
ქართული ლექსის უიღბლო გმირის.

გაჩერდება და ახედავს მაღლა,
ნუთუ არ მორჩა უგზო აღმართი.
უძველეს მთას და ლამაზ მთაწმინდას
დარაჯად უდგას მამადავითი.




                                  ###

გუშინ მესტუმრა ფანჯარასთან
მიკაკუნებდა თან,
ყურადღებას რომ არ ვაქცევდი
ცეცხლს იკიდებდა თან.
ზურგი ვაქციე გახელდა
ცა ჩამოიღო თან,
ფანჯრის დირესთან ტიროდა
გამომხედეო რა.
სიტყვაზე დავდექ აღარ გავხედე
აღარ მინდოდა ვა.
ჩემი გოგონა მეხვეწებოდა
წვიმას ვუყუროთ მა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები