 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2020 |
მორჩილად სხედან ჩასასვლელთან მეტრო ღრმაღელის, მოხუცებული ბებიები, ღერებს ჰყიდიან, ნატოში შესვლის პერსპექტივა აღარ აღელვებთ, ნატო ბებიას საფიქრალი უფრო დიდია. მანაც ომის დროს, აფხაზეთში შვილი დაკარგა, მეუღლეც შვილზე ფიქრს გადაჰყვა-გულის ინფარქტი... განირჩეოდა დღენიადაგ მისგან ავ-კარგი, უმალვე პასუხს მოგიგებდათ, როცა ჰკითხავდით სუბტროპიკული, ტენიანი ჰავის თვისებებს, ციტრუსის მოვლას, ჩაის კრეფას, კიდევ უამრავ საჭირო ცნობას, მთვარე მარტში როგორ ივსება, მთვარე, რომელიც მოიტაცეს, გადაუმალავთ. გეტყოდათ, როგორ გადასახლდა უწინ, ჩამბაზე, რაოდენ ახლოს იყო სახლთან შავი ზღვისპირი, ახლა, ქუჩაში გამოსული, როგორც ჯამბაზი, წარსულ დღეებზე ვერც იცინის, ვეღარც მისტირის. წყვილი კურცხალიც არ გადმოდის ამომშრალ თვალებს, ყოველი დილა-წინა ღამის პარაკლისია... რომ საღამომდე გაყიდული ღერები თვალოს, დაახარისხოს პურის ფული, ქირა, ნისიაც. მორჩილად იჯდეს ჩასასვლელთან მეტრო ღრმაღელის, სადაც წლებია ბებიები ღერებს ჰყიდიან... ნატოში შესვლის პერსპექტივა აღარ აღელვებს, ნატო ბებიას საფიქრალი უფრო დიდია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ვანანო, ჩემო კარგო, რაში ჩავერია აბა უადგილოდ? - ჩემი სახელი მომხვდა კომენტარებში და დავინტერესდი :) მე ლიტერატურის არც კრიტიკოსი და არც ექსპერტი ვარ. აღვიქვავ ლექსებს ემოციურად ან საერთოდ ვერ აღვიქვავ. ხარვეზებზე იყო საუბარი და მეც ჩემი ააზრი დავწერე. მე ვარ ურაკის წევრი, რომელიც თვლის რომ გრამატიკული თუ სტილისტური ხარვეზები რრედაქტორების საქმეა და მათ ეს საქმე უნდა ჰქონდეთ, თორემ მათი საჭიროება დადგებოდა ეჭვის ქვეშ. ასე რომ ნაწერებში ასეთ ხარვეზებს არ ვეძებ -ეს ჩემი პოლიტიკაა. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და ეს არის ძალიან კარგი, როცა რამდენიმეს აზრი არ ემთხვევა , სხვა შემთხვევაში ცხოვრებაც და ეს გვერდიც უინტერესო იქნებოდა :) ცხოვრება კი მშვენიერია ! :) ვანანო, ჩემო კარგო, რაში ჩავერია აბა უადგილოდ? - ჩემი სახელი მომხვდა კომენტარებში და დავინტერესდი :) მე ლიტერატურის არც კრიტიკოსი და არც ექსპერტი ვარ. აღვიქვავ ლექსებს ემოციურად ან საერთოდ ვერ აღვიქვავ. ხარვეზებზე იყო საუბარი და მეც ჩემი ააზრი დავწერე. მე ვარ ურაკის წევრი, რომელიც თვლის რომ გრამატიკული თუ სტილისტური ხარვეზები რრედაქტორების საქმეა და მათ ეს საქმე უნდა ჰქონდეთ, თორემ მათი საჭიროება დადგებოდა ეჭვის ქვეშ. ასე რომ ნაწერებში ასეთ ხარვეზებს არ ვეძებ -ეს ჩემი პოლიტიკაა. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და ეს არის ძალიან კარგი, როცა რამდენიმეს აზრი არ ემთხვევა , სხვა შემთხვევაში ცხოვრებაც და ეს გვერდიც უინტერესო იქნებოდა :) ცხოვრება კი მშვენიერია ! :)
17. მე ეს ლექსი მოვიწონე ხალხო!ფლორენცია არ იყო თქვენი ჩარევა საჭირო. ნოსტრადამუს, ჩემს შემდეგ თქვენს კომენტარს დაველოდები.:დდ მე ეს ლექსი მოვიწონე ხალხო!ფლორენცია არ იყო თქვენი ჩარევა საჭირო. ნოსტრადამუს, ჩემს შემდეგ თქვენს კომენტარს დაველოდები.:დდ
16. ანუ, მომავალშიც ასე იქნება, ვენდოთ ნოსტრადამუსს :) ბედნიერი დღე, მეგობრებო! ანუ, მომავალშიც ასე იქნება, ვენდოთ ნოსტრადამუსს :) ბედნიერი დღე, მეგობრებო!
15. დასტურ, უხარვეზოა. 5 დასტურ, უხარვეზოა. 5
14. რა სტატუსი? ც ასო თუ ხარვეზია, გოგი აბაძე და ვიქტორ ოი ყოფილა :)) კაი, დაიკიდე, ლექსი უხარვეზოა, ვერ მივიღებ თქვენს შენიშნვას რა სტატუსი? ც ასო თუ ხარვეზია, გოგი აბაძე და ვიქტორ ოი ყოფილა :)) კაი, დაიკიდე, ლექსი უხარვეზოა, ვერ მივიღებ თქვენს შენიშნვას
13. იმდენად კარგი ლექსია რომ, არაფერი მომხვედრია თვალში - ძალიან ტკივილიანი სურათია. ამ ტკივილის ფონზე კი ... იმდენად კარგი ლექსია რომ, არაფერი მომხვედრია თვალში - ძალიან ტკივილიანი სურათია. ამ ტკივილის ფონზე კი ...
12. მიკვირს, თქვენი სტატუსის პატრონს.ხარვეზს სხვა ამჩნევს. მიკვირს, თქვენი სტატუსის პატრონს.ხარვეზს სხვა ამჩნევს.
11. ლექსში ც ასოების თვლა უფრო მეხარვეზება :დდ ლექსში ც ასოების თვლა უფრო მეხარვეზება :დდ
10. ხო აბა, რიგორ შეიძლება სადმე ხარვეზი იყოს!!! კი ბატონო, თქვენი ნებაა, იყოს უხარვეზო ხო აბა, რიგორ შეიძლება სადმე ხარვეზი იყოს!!! კი ბატონო, თქვენი ნებაა, იყოს უხარვეზო
9. მეუღლეც შვილზე ფიქრს გადაჰყვა გულის ინფარქტით-ეს სწორია, როგორც მიზეზი, მეუღლეც შვილზე ფიქრს გადაჰყვყვა-გულის ინფარქტი, ეს როგორც დიაგნოზი, მანაც, მეუღლეც, კურცხალიც, სამი ც, ანუ უხარვეზოა :)
მეუღლეც შვილზე ფიქრს გადაჰყვა გულის ინფარქტით-ეს სწორია, როგორც მიზეზი, მეუღლეც შვილზე ფიქრს გადაჰყვყვა-გულის ინფარქტი, ეს როგორც დიაგნოზი, მანაც, მეუღლეც, კურცხალიც, სამი ც, ანუ უხარვეზოა :)
8. ბევრი ც გაქვთ ტექსტში, "..არ გადმოდის ამომშრალ თვალებს.." " გულის ინფარქტით"- არ უნდა იყოს?მაშ რა მიზეზით არ აღელვებს ნატოში შესვლა? ვერც იცინის ვეღარც მისტირის -აქ ბევრი ც გაქვთ ტექსტში, "..არ გადმოდის ამომშრალ თვალებს.." " გულის ინფარქტით"- არ უნდა იყოს?მაშ რა მიზეზით არ აღელვებს ნატოში შესვლა? ვერც იცინის ვეღარც მისტირის -აქ
7. მგონი, აქ საქმის კეთება არაფერ შუაშია, სხვა რამის გამო აღარ აღელვებს, შეგიძლია ერთი ხარვეზი მითხრა? კალამს ლურსმანზე დავკიდებ :)) მგონი, აქ საქმის კეთება არაფერ შუაშია, სხვა რამის გამო აღარ აღელვებს, შეგიძლია ერთი ხარვეზი მითხრა? კალამს ლურსმანზე დავკიდებ :))
6. არც უნდა აღელვებდეს. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს კეთილსინდისიერად. პატარა ხარვეზები არის, თუმც კარგიაა. არც უნდა აღელვებდეს. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს კეთილსინდისიერად. პატარა ხარვეზები არის, თუმც კარგიაა.
5. :) მადლობა, მეგობრებო :) მადლობა, მეგობრებო
4. ძალიან მაგარია, აქტუალური, ემოციური და დახვეწილი! ძალიან მაგარია, აქტუალური, ემოციური და დახვეწილი!
3. რა კარგია 5 რა კარგია 5
2. რამდენი ნატო ბებია გვყავს, ვინ იცის... რამდენი ნატო ბებია გვყავს, ვინ იცის...
1. "ყოველი დილა-წინა ღამის პარაკლისია..."
ღრმაღელის მეტროსთან არასდროს ვყოფილვარ და მაინც ისე მეცნო ნატო ბებია.
"ყოველი დილა-წინა ღამის პარაკლისია..."
ღრმაღელის მეტროსთან არასდროს ვყოფილვარ და მაინც ისე მეცნო ნატო ბებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|