ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2020


covid პოეზია - გოლგოთა

რა დრო დამიდგა, საკუთარ თავს პოეტს ვეძახი...
ამ კარანტინმაც ზედმიწევნით იცის ფიქრები -
ფურცლის საგებზე მიაწვინოს, როგორც მეძავი.
და ჯანდაბასაც - ან რა უჭირს, ჰოდა, ვიქნები.

მხოლოდ აღვნიშნავ, ბევრი ქალი მესაკუთრეა...
ვერ დაიტიეს ამ ლექსებში სხვისი გაკრთომა
და მყისიერად გადაიქცნენ ვერსაკარებად.
მე კი ყოველდღე გოლგოთა მაქვს, მერე აღდგომა.

და ვაღიარებ, შენ ხომ იცი, წერისას უფრო
რა მართალი ვარ, რაღა გითხრა მეტი ამაზე?!
ამ პოეზიას, მაპატიე, სხვას ვერ დავუთმობ,
მხოლოდ შენ მინდა, გამიგო და დარჩე ჯვარცმაზე.

და ჯვარცმა არის ის წუთები, რომ თითებამდე
შემოაღწიოს წყლების მსგავსმა დიდმა განცდებმა.
თითქოს დაგუბულს გზა გაუხსნენს და თითქოს მკლავდნენ...
ასე საჩქაროდ, წამიერად ხელებს გასცდება

სისხლში გადადის - ყრუ ტკივილი. და საფეთქელი...
ყველა ყვირილი, ყელში რაც მყავს დატყვევებული...
და უნებურად დავიძახებ - „ლამა საბაქთან“...
თითქოს ძვლებიდან მწუხარებას ამატყავებენ...

და კვდება ჩემში კიდევ ერთი ზრახვა - ნაყოფი
ამ პანდემიის, კარანტინის - შიში კოვიდის.
მერე ახლიდან ვიბადები, ხდება აქ ყოფნა
უფრო ლამაზი. აღდგომილი შენთან მოვედი.

14.05.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები