ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2020


****

სიყვარული, ეს უაზრო ნეტარება,
დამიჯერე, სიხარულით გამითბია,
მერე სადღაც მთის მწვერვალებს მივდგომივარ,
სიყმაწვილით გულის ჟანგი გამიდნია.
გაგიგია, საოცნებო მწვანე ველზე,
მარტოს ირმის კურცხალები მიკრეფია?!
მიტირია მზის შორეულ ნისლებივით,
მერე ცრემლად სიხარული დამდენია.
თუ გინახავს რამდენია ზღვაში ქვიშა?!
თვალთა უპეს ბალახები მიმშრალებენ,
ლურჯი მთები, მანანები მომიშივდა,
საღამოა, ნაწერს ცები მინათებენ!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები