ვრცელი სათიბებიდან, დაბლობიდან სამეგრელოსი, მივალ სამურზაყანოს- ენგურს გადაღმა, კოდორს გადაღმა. - თინათინ, ლანჩა მომიქსოვე, საგზლად დირფა დააყენე, აბგად გვალაგი მომიმზადე ან გამომყევი ჩემს ოდაბადეს - ვიაროთ ერთად ქვეყანაზე, ხელჩაჭიდულმა! დრო -აფიშები ჩამორეცხეს ხშირმა წვიმებმა და აისები გადაიდო, როგორც ფრენები. წყაროს წყალივით შეუერთდი მღვრიე დინებას.
მე გურმეჭვიამ გამიმხილა ფიქრნი უხილავთ, ვინც ამ ქვეყანას მოევლინა ჭექა-ქუხილად, ფიქრნი პოეტთა და მეც აფხარცის სიმი მჭამდა და ხემი მღლიდა, მისი ქარქაში, მისი ცეკვა, მისი საყურე... სოფელს დავყურებ, ორბის ირაოს სიმაღლიდან, სოფელს დავყურებ. ხედავ?! დასრულდა, მიილია და ამის გარდა, სხვა არ მქონია იამავარს გზა და საშველი. მე ვდგავარ შენი გაზაფხულის სამშობლოს კართან მსუყე ნიყვებით, ალუბლებით სავსეა კალთა, გულისჯიბე კი- ბლოკნოტით და ფანქარ-საშლელით. მიმძიმს, მიფეთქავს. მოწყურებას წყლისას ვინელებ. სრული სიგიჟით, მთელი ჟინით ვცხოვრობ ბოლომდე, მე შემიძლია ავედევნო ზამთრის ფრინველებს, მე შემიძლია არ მიყვარდე, აღარ მყოლოდე... ხედავ?! დასრულდა, მიილია და ამის გარდა, სხვა არაფერი არ მებადა ბერწს და უპოვარს. მე ვდგავარ შენი შემოდგომის სამშობლოს კართან, ველად დაქრიან მთელი ღამე დოღები ქართა, ველად მღუპავენ.
მზე მიადგება ძველი ოდის ოთოლეებსა და გამინათებს ამა ქვეყნის მდორე სავანეს. იასამანი აყვავდება მთაში როდესაც, იასამანი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გურმეჭვია (გული რომ იხატებოდეს აქ, მასეც მოვიქცეოდი)
არ გელევა სიტყვები, საინტერესო რამეებს პოულობ ყოველთვის. მე მომწონს და მიყვარს. გურმეჭვია (გული რომ იხატებოდეს აქ, მასეც მოვიქცეოდი)
არ გელევა სიტყვები, საინტერესო რამეებს პოულობ ყოველთვის. მე მომწონს და მიყვარს.
2. ჩემთვის არაფრისმომცემია ეს ლექსი, რამოდენიმეჯერ წავიკითხე მაგრამ ვერაფერი.. :/ ჩემთვის არაფრისმომცემია ეს ლექსი, რამოდენიმეჯერ წავიკითხე მაგრამ ვერაფერი.. :/
1. მე მელოდებოდა ეს ლექს-წერილი ?! :)
ზაფხული დამაკლდა ტექსტში.
"მე შემიძლია ავედევნო ზამთრის ფრინველებს" - მეც.
მე მელოდებოდა ეს ლექს-წერილი ?! :)
ზაფხული დამაკლდა ტექსტში.
"მე შემიძლია ავედევნო ზამთრის ფრინველებს" - მეც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|