ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
6 მაისი, 2008


არჩევნები ტყეში

N ტყის მმართველი დათუნა
უეცრად გარდაცვლილიყო,
იმ ტახტის დასაკავებლად
ამბავი ატეხილიყო...

მის ვაჟიშვილსაც, დათუჩას,
უნდოდა მამის ადგილი,
მეტოქეებთან ბრძოლა კი
სულაც არ იყო ადვილი.

ტყეშიაც დემოკრატიას
რომ ვეზიაროთ, დროაო,
ვინც არჩევნებში მოიგებს,
ადგილზეც იგი მოვაო.

მგელი,მელა და ტურაც კი
იმ ადგილისთვის იბრძოდა,
ჰო და ყოველი მათგანი
ათას სიფლიდეს იქმოდა.

ყველას მელიამ აჯობა,
კარდაკარ ჩუმად ირბინა,
ხმის მისაცემად მხეცები
თავისკენ გადაიბირა.

იმ გულუბრყვილო დათუჩას,
არ შეისმინეს მუდარა.
„ფლიდობით მომერიაო“,
მელას დაუწყო მუქარა.

მაგრამ ვერა რა გააწყო,
მელა უკვეა მმართველად,
დაცვა დაყვება დარაჯად
ტყეშიც,გზებზეც და მთა-ველად.

სამწუხაროა, რომ ხშირად
უღირსს ერგება ადგილი,
დემოკრატიის გაგება
მართლაც არაა ადვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები