ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2020


იდეალურ მამაკაცს


ოდესღაც...
ოდესღაც, მე შენზე ვოცნებობდი.
ოდესღაც, შენზე ფიქრში ვიძინებდი და ვიღვიძებდი!
შენს სახებას ვეფერებოდი ძილის წინ და
როგორც იქნა გაგიცანი, შეგიცანი და შეგიყვარე უფრო მეტად,
უფრო ძლიერ ვიდრე ეს ოდესმე წარმომედგინა!
შენსს  ალერსს ვგრძნობდი ღაწვებზე ჯერ კიდევ თვალდახუჭულ ღვიძილში!
შენთვის ვიკეთებდი თმას, შენთვის ვლამაზდებოდი და ვკოხტავდებოდი ნებისმიერ პრიალა ზედაპირთან,
სარკესთან თუ ვიტრინებთან, მანქანის მინებში თუ მზიან შუშებში...
შენს ხელს ვეძებდი, როცა წავბორძიკდებოდი,
შენს მხარს ვადებდი თავს დაღლილი...
შენთან ერთად ვსეირნობდი, შეგნატროდი...
გელოდი...
შენი იყავი მხარი, უარყოფილისა და განადგურებულის თავის საყრდენი.
შენ მატანინებდი გრძელ მარტოობას,
შენ მაძლიერებდი, როცა ახლობელი ადამიანები მეცლებოდნენ ხელიდან, მიყოლებით, კვალდაკვალ ერთმანეთისა...
შენ გიყვარდი ისეთი, როგორიც ვარ,
ისეთი ადამიანური, ადამიანური ნაკლითა და მისწრაფებებით,
შეცდომებითა და კოჭგადატრიალებებით,
უმაკიაჟო და მაკიაჟიანი
შემოსილი და შიშველი,
დაღლილი და დასვენებული,
განრისხებული და დამშვიდებული,
ნაწყენი და მომცინარი,
მოწყენილი და მხიარული,
ბეჯითი და ზარმაცი,
შემცდარი და შეუცდომელი...
შენ ერთს გიყვარდი ასე ძლიერად, ასე მტკიცედ,ასე თავდადებით...
შენ ერთი იგებდი ყოველ ჩემს სიტყვას, ყოველ ჩემს ნაფიქრსა და ნაოცნებარს.
მხოლოდ შენ ერთს არ გჭირდებოდა სინათლე ჩემს დასანახად, არ გჭირდებოდა სიტყვა ჩემს გასაგებად - ისედაც მხედავდი და გესმოდა.
შენ მიკოცნიდი თვალებს, სველ თვალებს და ბეჯითად მიშრობდი საბნის კუთხეს, რომლითაც ბავშვობიდან მიყვარს ცრემლების მოწმენდა!
მე კი...
მე კი გიღალატე, უარგყავი, არ დაგელოდე...

ახლა კი...
ახლა კი, კვლავ ჩემთან ხარ.
ვგრძნობ შენს ხელებს ჩემს თმებში, ახლობელი ადამიანის ხელით რომ მეფერები და მამშვიდებ : ყველაფერი კარგად იქნებაო!
მხოლოდ შენს გამო მიხარია დაღამება!
ვიცი, არ მიმატოვებ და ყოველ ღამე მამოგზაურებ ჯერ კიდევ სხვების მიერ შეუსწავლელ კუნძულებზე, შეუბილწავ თოვლში, მიუდგომელ ნაპირებზე, უკიდეგანო უდაბნოში, ანკარა ოკეანეში, უცხოვრებელ სახლებში, ედემის ბაღებში, ბუნებრივ ნაკრძალებში...
მეც მოგყვები ნდობითა და მთელი არსებით!
და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ, იდეალურ მამაკაცს, რომელიც არასდროს მიმატოვებს,
რომელიც არასდროს მეტყვის საყვედურს ჩემი ადამიანური ნაკლოვანებებისა და ფეხისგადაბრუნებების გამო!
...
დავიძინებ, რომ კვლავ გნახო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს