 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2020 |
შენამდე, სართულებს ვარჩევდი- მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე... სულზე მომისწარი და შენი ასტრალური სხეული ფრთებად გამომეზარდა. ფრთები გაიზარდა და ტერფებიდან თმის ღერამდე ფრთებად ვიქეცი, ფრთებად, რომელიც გულს აქეთ -იქით აწოწიალებს. გული კი მძიმდება და მძიმდება. ფრთები კი იზრდება და ძლიერდება. ფრენა მასწავლე. და ახლა, ფრთების ამარა ჩემი გული გასცდა მზის სისტებას, ირმის ნახტომს, და დავფრინავ ნისლეულიდან ნისლეულამდე, გალაქტიკიდან გალაქტიკამდე... ანდრომედას სპირალებშიაც კი არ გავიხლართე, არამედ გავცდი... და დავხეტიალობ ასე, უმისამართოდ. შენამდე კი ვიცი, კიდევ შორია. და განა ფრენის სწავლას ვლამობდი?! სევდა უნდა მეგროვებინა სართულიდან საართულამდე... მე კი დაკარგული სული აღმოვჩნდი. და რად მინდოდა ფრთები? თუ კი ასე მარტოს უნდა მეფრინა? რად მინდოდა ფრენა ჰორიზონტისა და კომპასის გარეშე? და ახლა, ვეძებ ბეჯით ყასაბს, ბასრი ნაჯახით, რომ ერთი დარტყმით, ერთი მოქნევით მომაკვეთოს უსარგებლო ფრთები, რათა ეს, უსახურად გამონოლითებული გული კვლავ მიწაზე დაენარცხოს და მიწით ამოგანგლული თუ სიარულს ვეღარ ისწავლის, იგოროს მაინც,ბოლო ფეთქვამდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. აქ რაღაც ხდება. ისევ და ისევ, მოვდივარ და მოვდივარ აქ.. აქ რაღაც ხდება. ისევ და ისევ, მოვდივარ და მოვდივარ აქ..
19. თანანა,ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ეს სიტყვები.მადლობა თანანა,ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ეს სიტყვები.მადლობა
18. თანანა,ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ეს სიტყვები.მადლობა თანანა,ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ეს სიტყვები.მადლობა
17. პოეზიით რომ სუნთქავს, ისეთი ვერლიბრია, აზრით და ემოციით სავსე! პოეზიით რომ სუნთქავს, ისეთი ვერლიბრია, აზრით და ემოციით სავსე!
16. დიდი მადლობა უმა, რომ დრო დამითმე გამიხარდება თუ ემოცია მოგიტანა დიდი მადლობა უმა, რომ დრო დამითმე გამიხარდება თუ ემოცია მოგიტანა
15. ფლორე, იმის გამო, რომ არაობიექტური არ ვიყო, უკვე დავიძაბე (გამგები გაიგებს)... თანაც, ემოციები არც ისე ძალუმად მაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ თუ არ ვცდები, მართლა ძლეირი ლექსია...:) მე ცოტა თხრობითი მომეჩვენა, მაგრამ ალბათ, იტანს ვერლიბრი ამას... უკეთესად, ფილოლოგებმა თქვან, იქნებ, ვცდები კიდეც, უბრალოდ, ჩემ არაფილოლოგიურ აზრს ვამბობ... მაგრამ განწყობა ძლიერია, ემოციაც და "სიუჟეტიც"... ვერლიბრს რამდენად შეიძლება ჰქონდეს სიუჟეტი, ეს მოგვახსენონ კომპეტენტურებმა, შენთვისაც კაი იქნება და ჩემთვისაც:) თუმცა, ალბატ არსებობს სიუჯეტური ლექსი, ელქსი ლოცვა, ელეგია, ოდა და ა.შ. გმადლობთ ყურადღებისათვის! დედა, რა იყო ეს? გამაჩერეთ...:) ფლორე, იმის გამო, რომ არაობიექტური არ ვიყო, უკვე დავიძაბე (გამგები გაიგებს)... თანაც, ემოციები არც ისე ძალუმად მაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ თუ არ ვცდები, მართლა ძლეირი ლექსია...:) მე ცოტა თხრობითი მომეჩვენა, მაგრამ ალბათ, იტანს ვერლიბრი ამას... უკეთესად, ფილოლოგებმა თქვან, იქნებ, ვცდები კიდეც, უბრალოდ, ჩემ არაფილოლოგიურ აზრს ვამბობ... მაგრამ განწყობა ძლიერია, ემოციაც და "სიუჟეტიც"... ვერლიბრს რამდენად შეიძლება ჰქონდეს სიუჟეტი, ეს მოგვახსენონ კომპეტენტურებმა, შენთვისაც კაი იქნება და ჩემთვისაც:) თუმცა, ალბატ არსებობს სიუჯეტური ლექსი, ელქსი ლოცვა, ელეგია, ოდა და ა.შ. გმადლობთ ყურადღებისათვის! დედა, რა იყო ეს? გამაჩერეთ...:)
14. მადლობა წეროს თოვლს. მადლობა წეროს თოვლს.
12. მადლობა ჯონათან! მადლობა აგლაია! მადლობა ჯონათან! მადლობა აგლაია!
11. კარგი ხარ ++ კარგი ხარ ++
10. თან რომ დაგატარებს სართულ-სართულ, გალაქტიკა-გალაქტიკა , სპირალებშიც...ისეთი ლექსია.
თან რომ დაგატარებს სართულ-სართულ, გალაქტიკა-გალაქტიკა , სპირალებშიც...ისეთი ლექსია.
9. ფლორენცია, მადლობა რომ მახსენე. არაფერი ისეთი, ორიოდე სიტყვა... :) ეს არის ძალიან კარგი ლექსი, იშვიათი ვერლიბრი, რომელიც პროზისკენ არ წასულა, შეინარჩუნა პოეზიის ჩარჩო, ემოციის ზღვა მოაქვს და შესაბამისად, მკითხველი, პირველიდან ბოლო სიტყვამდე, საუცხოო სამყაროში გაჰყავს. ფლორენცია, მადლობა რომ მახსენე. არაფერი ისეთი, ორიოდე სიტყვა... :) ეს არის ძალიან კარგი ლექსი, იშვიათი ვერლიბრი, რომელიც პროზისკენ არ წასულა, შეინარჩუნა პოეზიის ჩარჩო, ემოციის ზღვა მოაქვს და შესაბამისად, მკითხველი, პირველიდან ბოლო სიტყვამდე, საუცხოო სამყაროში გაჰყავს.
8. ჰოლმვუდ, როგორ მიხარია შენი გამხნევება! მადლობა. რახან ცოტათი მაინც მოგეწონათ, ისიც უნდა ვთქვა რომ დავით კვიტატიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ლექსის ჩამოქნაში და მას ახლა უკვე საჯაროდ უნდა გადავუხადო მადლობა! ეს ლექსი არის მიძღვნა და ამის თქმა მეშინოდა, რადგან ის ადამიანი ცოტა კი არა და გაცილებით უკეთეს ლექსებს იმსახურებს, თუმცა ესაა ის, რაც შევძელი - ალალი და გულწრფელი. ჰოლმვუდ, როგორ მიხარია შენი გამხნევება! მადლობა. რახან ცოტათი მაინც მოგეწონათ, ისიც უნდა ვთქვა რომ დავით კვიტატიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ლექსის ჩამოქნაში და მას ახლა უკვე საჯაროდ უნდა გადავუხადო მადლობა! ეს ლექსი არის მიძღვნა და ამის თქმა მეშინოდა, რადგან ის ადამიანი ცოტა კი არა და გაცილებით უკეთეს ლექსებს იმსახურებს, თუმცა ესაა ის, რაც შევძელი - ალალი და გულწრფელი.
7. ფლორ, უფრო და უფრო მაოცებ. ფინალმა ლამის სული შემიკრა. ძალიან მაგარი იყო! ურაკზე ასეთი რამ იშვიათად ან არ ვიცი, არ მახსოვს წამიკითხავს თუ არა. მადლობა, რომ მახსენე :))) ფლორ, უფრო და უფრო მაოცებ. ფინალმა ლამის სული შემიკრა. ძალიან მაგარი იყო! ურაკზე ასეთი რამ იშვიათად ან არ ვიცი, არ მახსოვს წამიკითხავს თუ არა. მადლობა, რომ მახსენე :)))
6. კრავაი, მუხა - ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის! გამაბედნიერეთ!
კრავაი, მუხა - ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის! გამაბედნიერეთ!
5. ძალიან, ძალიან მომეწონა სამჯერ წავიკითხე და კიდევ მოვალ აქ. პროზას ხომ წერ და წერ კარგად, მაგრამ ეს ლექსი ჩემი გემოვნების საზომით შედევრია. ძალიან, ძალიან მომეწონა სამჯერ წავიკითხე და კიდევ მოვალ აქ. პროზას ხომ წერ და წერ კარგად, მაგრამ ეს ლექსი ჩემი გემოვნების საზომით შედევრია.
3. მადლობა დავით და დერვიშ. ამ სერიების დასახელება ჰოლმვუდს ეკუთვნის, ასე რომ აქ საჯაროდ გადავუხდი მადლობას - მან მიმაგნებინა ამ სათაურისთვის. მადლობა დავით და დერვიშ. ამ სერიების დასახელება ჰოლმვუდს ეკუთვნის, ასე რომ აქ საჯაროდ გადავუხდი მადლობას - მან მიმაგნებინა ამ სათაურისთვის.
2. მოწყვიტე წამი! მოწყვიტე წამი!
1. რეცენზიის დაწერა მომინდა :) რეცენზიის დაწერა მომინდა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|