ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2020


ზარი


                ოდიშიდან ქარაშოტებს ზარი მოაქვთ,
ფესვდაგლეჯილ იებს მაყრის სარწყუნისი,
ნატყვიარზე დაგაფინეს ნანასქუა,
ენგურიდან აფლეთილი თეთრი ნისლი.
დაგეკოცნა ნატყვიარი საფეთქელი,
ნიავ-ქარით, ფაზისიდან მონაბერით,
ვოი, ნანა, გაგიცუდდა საჭრეთელი,
ვერ გაკვეთე რუხის მთაზე მონასტერი,
საჭყონდიდო, ვოი, ზარმა გააყრუა,
გამოკვანძე სამარყუჟედ შავი ნისლი,
დამელოდე, მალე მოვალ, ნანასქუა...
ფესვდაგლეჯილ იებს მაყრის სარწყუნისი...

(გოჩა ჯიქია , უნიჭიერესი 29 წლის არქიტექტორი -დახვრიტეს  შევარდნაძის ბანდიტურმა შენაერთებმა ზუგდიდში 1992

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები