ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2020


ქართველი დედის გოდება (ჩემს შეცდომილ შვილებს)


იცრემლებოდა ალიონზე  ღრუბლებიდან მზე,
აჩეხილ ჭადრებს დასდიოდათ წითელი რთვილი,
მწუხარე სახით ესვენა აპრილს  ატმის ტოტებზე
თავისუფლება მიმოლეწილი...
ცოტანი ვართ და მეც შვები შენთან უღელში,
ერთად გავკვალეთ  მატეანის ლამაზი ხნული,
გადაგითელეს , ჩექმით უხეშით,
მამაკაცობა შეგინებული.
ბუღა თვალები გიელავდა კრწანისის ფერად,
და აფთარივით აწყდებოდი მთელს ქალაქს შეშლილს
მუხლმოდრეკილმა დამიტირე ნაგვემი დედა,
მერე, საფლავი ამივსე პეშვით.
...და ბალდახინი, ჩემო ბიჭო ბეჭით მოგქონდა,
სანამ ,სატანა, კვლავ სისხლიან ტორებს გაშლიდა,
მერე, შენც მომკალ, მეორეჯერ,ახლა, ოღონდაც,
უფრო მწარედ და უფრო სასტიკად.,
  ამოგართვეს და დაგიბანგეს სული ლამაზი
და ჩემი ზიზღი ჩაუსახლეს მაგ ლამაზ თვალებს,
და იმ მარჯვენით მომახვიე სიკვდილის ლაზო,
ადრე, ნიჩბის წინ რომ ამაფარე.
...ბრალად დაგვდეს,რომ ეს ქვეყანა ჩვენი ხატია,,
რომ  ღვთისმშობელისთვის საქართველო არის წილხვედრად,
ერთად დადგომა და სიყვარული არ გვაპატია
და გაგიტაცა შორს,საჯიხვედან!
ძევ, შეცდომილო, ერთგულებას წაგაკლეს ,მონურს,
დაუკემსიათ  სავარძლები შენი სუდარით,
გაუმართიათ თქვენ  გვამებზე ზღაპრული შოუ,
მხოლოდ, მე დაგრჩი ჭირისუფალი.
გავთითოკაცდით და ხითხითებს  ჩუმად  სატანა,
თან,სისხლში გვიღრჩობს საცეცებით თეთრ აკაციებს...
თავისუფლება, სიყვარული, ლელოს გატანა,
ერთად დადგომა არ გვაპატიეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები