მაწანწალას, რომ დაუძახებდნენ სწყინდა, იღრინებოდა, ლედიო, რომ ეტყოდნენ, -უხაროდა, არავის ეკარებოდა, კაციას გარდა, უპატრონომ უპატრონო იცნოო, -ამბობდნენ... დღენიადაგ, ჭიშკართან იდგა კაცია, დაკარგული შვილის მოლოდინში დამლაპარაკებელს ეძებდა, ქოთნის ჰორტენზია ჰქონდა, დაჰხაროდა, სწამდა, თუ აყვავდებოდა, შვილიც დაუბრუნდებოდა... ერთხელაც, დარდმა, რომ გააჯერა, სახლსმოდგმულ ფიცრულს ცეცხლი შეუნთო და წავიდა... გზად, მამა-შვილს გადაეყარა, კაცს შვილი მხრებზე შეესვა, მამაზე მინდობილ ბავშვს კი ხელები ფრთებივით გაეშალა ჰაერში... უკან მიბრუნებულ კაციას, მეზობელი შეეგება: -"ამ მაწანწალას უმადლოდე, სახლი დაწვას, რომ გადაგირჩა, ყეფით აგვიკლო, სანამ აქ არ მოგვიყვანაო..." იქვე იდგა ლედი, კბილებში ჰორტენზიას გამურული ქოთანი გაეჩრა... მეორე დღეს, კაციას ბავშვებმა ამცნეს: -შენს ძაღლს მანქანა დაეჯახა და ძია შიომ ხევში გადააგდოო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ლუბა ელიაშვილი, გვიან გპასუხობთ და ბოდიში ამისთვის.ძალიან დიდი მადლობა. იქნებ გაეჩარაა მართლაც სწორი. ლუბა ელიაშვილი, გვიან გპასუხობთ და ბოდიში ამისთვის.ძალიან დიდი მადლობა. იქნებ გაეჩარაა მართლაც სწორი.
4. რა კარგია 5 ჩემი აზრით სათავფურცლეცაა. ამბავმა ბეწვის ხიდზე გაიარა, რომ ზედმეტად სენტიმენტალური არ ყოფილიყო. მშვენიერი მინიატურაც გამოვიდა. ჩემი აზრითსადღაც ხევში გადააგდოს მაგივრად,უბრალოდ გადააგდო რომ იყოს, ფინალურ ფრაზად მოუხდებოდა "სადღაც ხევში აყვავებულა ძაღლის პირიდან ჩამოვარდნილი ქოთნის ჰორტენზია."ერთი შეკითხვაც მაქვს რომელი უფრო სწორია" გაეჩრა" თუ გაეჩარა,ანაც იქნებ ჰქონდა გაჩრილი? რა კარგია 5 ჩემი აზრით სათავფურცლეცაა. ამბავმა ბეწვის ხიდზე გაიარა, რომ ზედმეტად სენტიმენტალური არ ყოფილიყო. მშვენიერი მინიატურაც გამოვიდა. ჩემი აზრითსადღაც ხევში გადააგდოს მაგივრად,უბრალოდ გადააგდო რომ იყოს, ფინალურ ფრაზად მოუხდებოდა "სადღაც ხევში აყვავებულა ძაღლის პირიდან ჩამოვარდნილი ქოთნის ჰორტენზია."ერთი შეკითხვაც მაქვს რომელი უფრო სწორია" გაეჩრა" თუ გაეჩარა,ანაც იქნებ ჰქონდა გაჩრილი?
3. კოხტა და მრავლისმთქმელია :)) კოხტა და მრავლისმთქმელია :))
2. მადლობა რომ წაიკითხეთ. მადლობა რომ წაიკითხეთ.
1. ძალიან, ძალიან კარგია. ძალიან, ძალიან კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|