ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2020


* * *(ბორჯგიშ ბარჯგის, დაბლობებზე კოლხეთისა ნისლია)

ბორჯგიშ ბარჯგის,
დაბლობებზე კოლხეთისა ნისლია.
აკა ბორჯის ოხერისა, მთაში თოფებს ისვრიან.
აღარც ქნარი სატრფიალო, აღარც ჩანგი აღარსად.
მხოლოდ გაღმა, აფხაზეთში, ატირებულ აფხარცად,
მესმის შენი მაჯისცემა, გულიანს და გურიანს.
ოჯალეში წაიქცევა - გავიქცევი გურიას...
სულიწმინდად გარდასულა, შეტოპა და გაცურა...
მეც კოდორი გადმოვცურე, მეც ვიცხოვრე კაცურად.
ია არა მოვწყვიტე და ცრემლი არა ვადინე.
გულისყურით ვკითხულობდი შენსა კარაბადინებს.
ვითარც ბარტყი გამოზრდილი, გყავდი ახლო ხელადა
და წყაროსთან, ყოველ დილით, გაბზარული ხელადა
მახსენებდა გულის სწორსა - მზეში გაშლილ ლელიანს,
ვისი წყალიც მწყუროდა და ვეღარ დამილევია.
ბორჯგიშ ბარჯგის, დაბლობებზე კოლხეთისა ნისლია.
აკა ბორჯის ოხერისა, მთაში თოფებს ისვრიან.
რად შემყურებ ირაოდან შაირო და აშარო?!
აღარც მიწად ვიარო და აღარც ფრთები გავშალო?!
აღარც იად გადავიქცე , აღარც წვიმად მოვიდე?!
ვიდგე, ვითარც ობელისკი,დავბრძენდე და მოვრიგდე ?!
ვიპოვნიდე საპოვნელას, წადილია ნეტარი,
ვიპოვნიდე საპოვნელას - ვიპოვნიდე ნეტავი.
ლაფშა ვეღარ მეწეოდეს, ქარებს ცაში მივყავდე.
ამდენს რომ არ ვეწეოდე, ასე აღარ მიყვარდე.


________________
ბორჯგიშ ბარჯგი მეგულად კოლხეთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები