ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2020


* * * (ისე ყოფილა, როგორც არის)

ისე ყოფილა, როგორც არის.
წყალს წისქვილიდან ფქვილი არ მიაქვს,
კაცის პატარა სამსახურში ჩამდგარა წყალიც
ისე თავნება.
როგორც მედინი, ბოროტების საზღვართან იორს,
ურწყულს მარტივად დაანახებს ადგილს პირიანს.

ჰო, სინდისი და ნერვები მაქვს უპიერველესი,
ცხენის ჭენებას ვადარებდი.
ქარი იყო და სახმიანოდ ზურგით ვდგებოდი,
და სინამდვილის აჩრდილებში სარკეებიდან
ვუცქერდი ქრიალს.
ფაქტია, იყო ასე ძლიერ შეუცნობელი,
ისიც ფაქტია, მაგდენი მე ვერ მიფიქრია.

ისარს კი არა, გულს ვერ უწვდენ ხოლმე, ისე რომ
იყოს დუმილი, არანაკლებ გაუგებარი
და არც ეს ყური, ეკლიანი ლაბირინთები
და რომ კვდებიან,
გარდაცვლილი კაცის სულები
მარადიულთან პასუხებში იფანტებოდნენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს