| ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პროზა 23 სექტემბერი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
როდესაც ჰანს ვაინერი მარადისობაზე საუბრობდა, გონებაში წარმოუდგებოდა მოფართხალე ლობსტერი, რომელიც ყელზე იჭერდა თოკს, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა თავის მოკვლას. არ ვიცი იცოდა თუ არა ჰანსმა, რომ ლობსტერებს სუნთქვის სისტემა ფეხებში აქვთ მოთავსებული, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ პიროვნებას თითქმის შეუძლებელია თეოლოგიის ლექციის შემდგომ მარადიულის დაგემოვნების სურვილი არ გასჩენოდა: - საყვარელო, იცი, რომ ლობსტერები უკვდავები არიან? - უთხრა ჰანსმა მეუღლეს, ანეს და ცოცხალი ლობსტერებით სავსე შეფუთვა სამზარეულოს მაგიდაზე დადო. - როგორც ღმერთები და ვამპირები? - ჰო, სანამ ვინმე ან რამე არ მოკლავთ. - არ მინდა ისეთი უკვდავება, როდესაც შეიძლება პეპელაზე ადრე მომეღოს ბოლო. - იქნებ გალაპაგოსის კუებსაც აჯობო? - მთავარია დედაშენზე დიდხანს ვიცოცხლო. - კარგი რა, დაანებე იმ ქალს თავი. ის ქალაქის მეორე ბოლოშია, იმის შანსი, რომ შეგხვდეს იგივეა, რომ ჰოკაიდოზე ნახო ღიპმოთანთალე იაპონელი. ჩვენ კიდევ აქ ვართ, ტალღების ხმა ჩაგვესმის, ფანჯრიდან ვუყურებთ ზღვას, ნავებს, იახტებს, თოლიებს. - კარგი, კარგი. . . ლექცია მოეგეწონა? შენი ნაწერების გასამდიდრებლად გამოგადგება? - მეეჭვება. ისევ ეგვიპტელ და სხვა ღმერთებზე ისაუბრეს, კიდევ ნიცშეს მარადიული კვლავდაბრუნების იდეაზე. - ეგ რას ნიშნავს? რეინკარნაცია? - არა. იმას, რომ კაცმა არ იცის ჩვენ უკვე მერამდენედ ვიქორწინეთ. ჰანსმა ანეს სახეზე დაბნეულობა ამოიკითხა და განუმარტა: - ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან მეორდება, მარადიულად, უსასრულოდ. - მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ასე ხომ ყველაფერი მოსაბეზრებელია, ჩვენ ბედის შეცვლა არ შეგვძლებია. სულელი კაცი ყოფილა ეგ შენი ნიცშე, ურწმუნო. - ნიცშეს ათეისტს ვერ ვუწოდებდი. - მაგან არ თქვა ღმერთი მოკვდაო? თუ აინშტაინი იყო. - აინშტაინმა, პირიქით, გააცოცხლა. ნიცშემ თქვა, სწორედ ამიტომ ვერ დავარქმევ ათეისტს. თქვა, რომ ღმერთი მოკვდა; იყო, არსებობდა და მოკვდა, ღმერთის იდეა ადამიანებმა მოვკალით. ის მარადიული იყო აი, ამ ლობსტერივით, სანამ ჩვენ მოსახარშად გავიმეტებდით. - მაინც არ მესმის - ჩაიბუტბუტა ანემ და თარო გამოაღო, რომელიც შეფუთვას მოხვდა, პაკეტი იატაკზე დაეცა და იქიდან ლობსტერები გადმოცვივდა. ზღვის ბინადრები ხის ფილებზე აბაჯბაჯდნენ. ანემ შეჰკივლა და სკამზე შეხტა. ჰანსს გაეცინა: - ამ პატარა ღმერთების გეშინია? სასწრაფოდ პაკეტში თუ არ ჩავალაგებთ სახლში მიიმალებიან და ღამით რომელიღაღა მაღვალაკი საწოლში შემოგვიძვრება, - ჰანსმა ხელში ერთ-ერთო ლობსტერი აიყვანა და მეუღლეს მიუახლოვდა. - ჰანს, ახლავე გაწიე! მართლა გეუბნები, გაწიე, თორემ რაღაცას გესვრი, - ხმა უკანკალებდა ანეს, თან მეუღლის ბავშვურობაზე ეცინებოდა. - ნახე რა საყვარელია. შენზე ჩამჩურჩულა ისე მიყურებს ვწითლდებიო, ნახე რა აჭარხლებულია მართლა. მითხრა, რომ ატკინე და ახლა შენთან ჩახუტება უნდა. - ჰანს! კაცი უფრო მიახლოვდა მეუღლეს და ხელი ისე გაარხია, თითქოს საცეცებმოღერებული ლობსტერის მისთვის სროლას აპირებდა. ქალმა შეჰკივდა და სკამიდან მაგიდაზე გადასკუპდა. იატაკზე მეტალის თეფშები დარახუნდა. - ჰანს! იცოდე გაგშორდები, - ანემ საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ხუმრობდა. ჰანსი კი მაგიდაზე შედგა და მეუღლის წვალება განაგრძო: - ოდესმე შეგიმჩნევია, რომ მათი საცეცები ბოქსიორის ხელთათმანებს ჰგავს? მოიცა, მოიცა, - ჰანსმა ლობსტერი ყურთან მიიტანა, თითქოს უსმენსო, - აჰა, გასაგებია. რომ არ ჩაეხუტე შენთან ჩხუბი უნდა! ანემ ხელში უზარმაზარი ქაფჩა მოიმარჯვა და მისი ქნევა დაიწყო. ჰანსი ლობსტერს წინ და უკან აქნევდა, მოულოდნელად ხელი მარდად გაიწვდინა, ლობსტერი მეუღლის შესაშინებლად შეანჯღრია და მხეცივით დაიღრიალა. ანე თან იცინოდა, თან სასოწარკვეთილი ჩანდა, თითქოს მისი სახე ოპტიკური ილუზია ყოფილიყო, რომელზეც ორივე ემოციის დაჭერა თანაბრად შეიძლებოდა. ქალი მაგიდიდან ჩამოხტა და სამზარეულო დატოვა. ჰანსი უკან დაედევდა, თან ვითომდა ლობსტერის ხმით გაჰკიოდა: "მაკოცე ჩემო ქალბატონო და პრინცად გადავიქცევი, მხოლოდ ერთი კოცნა". ჰანსმა თავადაც არ იცოდა მეუღლეს ეთამაშებოდა თუ დედამისზე ნათქვამი ფრაზის გამო აწვალებდა. ჰანსი სამზარეულოს ზღურბლს გასცდა, როდესაც ანემ ფეხი დაუდო და კაცი იატაკზე დათვის ტყავივით გაიშხლართა. ლობსტერი იატაკზე კერლინგის დისკოსავით გაცურდა. ანემ კმაყოფილებისგან გადიკისკისა, მეუღლეს ზურგზე დაახტა მუხლებით და უღრიალა: - დეგენერატი ხარ! - შენ კიდე მსუქანი, ღმერთო, წელი! ალბათ მთვარეზეც ასი კილო აიწონები. ანემ თავში წაუთაქა ხელი. ჰანსი ტკივილისგან სახეს მანჭავდა. - მეორედ ასეთი რამე, რომ გამიკეთო იცოდე ას ევროს მოგთხოვ საწოლში ნებივრობისთვის! - შენ რა, კახპასავით გინდა მოიქცე? - შენ თუ იდიოტის როლს ირგებ, დამიჯერე არც მე გამიჭირდება! - კარგი, ჰო, მაპატიე, ჩემო დემეტრა. - ახლავე ლობსტერს მოამზადებ, მგელივით მშია, თან მაინერესებს როგორი გემო აქვს. ადე, ის წითელი ხოჭოები პაკეტში ჩააწყვე. არაფერი გაბედო, თორემ მე უკვე გაგაფრთხილე რაც მოხდება. ანემ მუხლები კიდევ ერთხელ დააჭირა ხერხემალზე და ფეხზე წამოდგა. ჰანმა სხეული აითრია, როდესაც წელში გასწორდა ძვლებმა დაიტკაცუნა, იქვე მობაჯბაჯე ლობსტერს დაავლო ხელი და სამზარეულოში მის თანამოძმეებთან ერთად პაკეტში მოათავსა. ჰანსმა წყლით სავსე ქვაბი შედგა გაზქურაზე, შემდგომ ცეცხლი აანთო დ წყლის ადუღებას შეუდგა. სანამ წყალი ცხელდებოდა ცოლ-ქმარი მაგიდასთან მოკალათდა, ძირს დაცვენილი თეფშები არც აუღიათ. ანე ცოტახანი ბრაზმორეული უმზერდა მეუღლეს, მერე დაშოშმინდა, სიგარეტი გააბოლა და ჰკითხა: - მეოთხე თავის წერა დაასრულე? შემიძლია წავიკითხო? - არა, ჯერ არა. სიგარეტს როდის უნდა დაანებო თავი?! - არ ვიცი, როცა აღარ მომინდება. - იცი, რომ მწეველებს ათჯერ უფრო მეტი ნაოჭი აქვთ, ვიდრე არამწეველებს? გინდა, რომ ძუძუები ცვილივით ჩამოგიდნეს და ჩამოგეწელოს? არა, მე მინდა ჩემს ცოლს გლუვი კანი ჰქონდეს. - თუ ასე ძალიან იდარდებ არც მე მინდა, რომ ადრე გამიჭაღარავდე და პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ. - ხომ იცი მოწევას არ გიშლი, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არ მომწონს. თუ რამე ტკბილი არ ჩაღეჭე მთელი დღე პირი თუთუნის სუნად გიყარს და შენთვის საკოცნელადაც ვეღარ ვიხრები. - არც მე მომწონს შენს პერსონაჟს, ჯეინს, რომ ზღვაში ახრჩობ, მკითხველს შეეცოდება, შენ კი შეძულდები. - სწორედ ამ განცდის გაღვივება მჭორდება მკითხველში, ძალიან მიხარია თუ ჯეინის მიმართ ემპათიით განგაწყვე. - იქნებ არ გამოგიქვეყნონ? - ასე რატომ გგონია? - იქნებ ვინმეს იდეას დაემთხეს, შემთხვევით პლაგიატორი აღმოჩნდე, რა იცი. - იმედია ისეთ უნიჭოდ არ მთვლი, რომ პორნოგრაფიის სცენარისტად გამიმეტო. - არა, არა, ნუ ბუზღუნებ, ეგ ჩლუნგების საქმეა, კლიშეები შენი სტილი არ არის. ელექტრიკოსი მიდის მარტოხელა ქალის სახლში ვინტილიატორის შესაკეთებლად, უცბად ვინტილიატორი მწყობრში მოდის, პროპელერი ტრიალს იწყებს, ქალს ქარის ძლიერი ნაკადი ხალათს ართმევს და ბინგო! ხვევნა-კოცნას იწყებენ. ესეთი სისულელის შეთხზვა შენ არ შეგიძლია, - ანემ ღრმა ნაფაზი მოარტყა, - შენი სცენარი ინტერელქტუალური და განმანათლებლობითი იქნება, ასეთად წარმომიდგენია: მოკლეკაბიანი გოგო, გრძელი წინდებით და შეხსნილი პერანგით ადის ბიჭის საძინებელ ოთახში სამეცადინოდ. ფსიქოლოგიაზე სწავლობენ, ისინი საუბრობენ ფროიდზე, არაცნობიერზე, გოგონებში პენისის შურზე, ბიჭებში კასტრაციის შიშზე, ბლა-ბლა-ბლა და შეიძლება ამ დიალოგს იმდენად შეჰყვე, რომ ერთმანეთზე არც კი აკოცნიო. - ძალიან სასაცილოა, ძალიან, აი, მიყურე როგორ ვღრიალებ, ჰა-ჰა-ჰა! - გირჩევნია სცენარის ორიგინალურობაზე იფიქრო. - თუ გაინტერესებს მაქვს სათადარიგო გეგმაც ფული საიდან უნდ ვიშოვო. - ორაგულები უნდა დაიჭირო? - არა, რესტორანს გავხსნი. ანეს ირონიულად გაეღიმა: - მართლა? და სად? - გრივენის კონცხზე. - ოჰო, სახელი თუ გაქვს მოფიქრებული? რა უნდა დაარქვა "ანეს და ჰანსის რესტორანი"? იქნებ გავაერთიანოთ და "ჰანეს რესტორანი"? - გეყოფა დაცინვა. სახელად ერქმევა "Rest or Run", - თქვა ჰანსმა და ხელი მარცხნიდან მარჯნივ ისე წამოიღო, თითქოს ჰაერში მომავალი რესტორნის სახელი ჯადოსნურად უნდა დაწერილიყო. ანემ ხახა დააღო. ისე იცინოდა ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან: - მითხარი, რომ იხუმრე. - არა! - "Rest or Run"? დაისვენე ან გაიქეცი? ესაა შენი გეგმა? - აქ მთავარი ხიბლი ისაა, რომ სიტყვა "რესტორანს" ეს დასახელება ერითმება. და საერთოდ, ეს პარალელური მომავლის გეგმაა და ნუ მალაპარაკებ. ჩემი წიგნი აუცილებლად გამოქვეყნდება, შენ ხომ გჯერა? - რა თქმა უნდა, საყვარელო. გამოქვეყნდება, მაგრამ ჩემი თხოვნაა ჯეინს ნუ გაიმეტებ, - ეს თქვა ანემ და წყლის თუხთუხმა გაზქურისკენ მოუხმო. სიგარეტი საფერფლეზე დააჭყლიტა, წამოდგა, ლობსტერების პაკეტს წაავლო ხელი, რომ ქვაბში ყველა ერთბაშად ჩაეყარა, მაგრამ ჰანსმა მაჯაზე დაადო ხელი: - რას აკეთებ? - იკითხა ანემ. - ეეე... გადავიფიქრე. - რა გადაიფიქრე? - ლობსტერებს არ მოვხარშავთ. - ვითომ რატომ? თავად არ გინდოდა? - გადავიფიქრე - მეთქი. - მიზეზი? - მეცოდებიან. - რა? - შენც ხომ გეცოდება ჯეინი, ესინი კიდე უკვდავები არიან. მოდი, სანაპიროზე ჩავისეირნოთ, მზის ჩასვლას ვნახოთ და ეს პატარა ღმერთები გავუშვათ ზღვაში, - ჰანსი აღელვებით საუბრობდა, ანე გაკვვირვებით უცქერდა მეუღლეს, - ჩვენ კი კონცხის რესტორანში წავიდეთ და რამე გემრიელი მივირთვათ. - ეეე... ასე ძალიან რატომ განიცდი? თუ ამათი მომზადება არ იცი აღიარე. - არა, არა, უბრალოდ ისინი ზღვის შვილები არიან, გამიგონე, და არა ამ ქვაბში ჩაგუბებული მტკნარი წყლის. მენანებიან, ძვირფასო. - ჰმ, - ანემ თავი გააქნია, - როდემდე უნდა იყო ასეთი ბავშვური? ხანდახან მგონია, რომ ფილმ "დიდის" პერსონაჟი ხარ, ჯოში, რომელმაც ზოლტერს ვეღარ მიაგნო. ჰანსმა მხრები აიჩეჩა და წარბები მაღლა აზიდა. ანემ ამოიხვნეშა, ისე მიუახლოვდა ჰანსს ტუჩები ლამის ნიკაპზე მიადო და ჩუმად უთხრა: - კარგი, რადგან ასე გინდა... რვაფეხები და გველთევზები ყელში მაქვს ამოსული. რა შევუკვეთოთ, კაპიტანო ჰანს? - ლობსტერი - იყო პასუხი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობა, ტერიკო <3 მადლობა, ტერიკო <3
13. უმაღლესი შეფასება <3 ჩამოყალიბებული მწერალი ხარ, ძალიან მომეწონა <3 უმაღლესი შეფასება <3 ჩამოყალიბებული მწერალი ხარ, ძალიან მომეწონა <3
12. მადლობა მუხა. კითხვისას მაშინ მეღიმება თუ სიტუაცია მეცნობა ხოლმე ;)
კიბატონო, ტენდი, აუცილებლად წავიკითხავ :) აქამდეც არაერხელ მინდოდა და ვერ დავაყენე საშველი. მადლობა მუხა. კითხვისას მაშინ მეღიმება თუ სიტუაცია მეცნობა ხოლმე ;)
კიბატონო, ტენდი, აუცილებლად წავიკითხავ :) აქამდეც არაერხელ მინდოდა და ვერ დავაყენე საშველი.
11. როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;)
ჰოლმვუდი. 2020-09-27 14:55:05
დიდი სიამოვნება გელით წინ. სელინჯერმა შეცვალა ჩემი თაობის აზროვნება. :) "თამაში ჭვავის ყანაში" წაიკითხეთ აუცილებლად. :) როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;)
ჰოლმვუდი. 2020-09-27 14:55:05
დიდი სიამოვნება გელით წინ. სელინჯერმა შეცვალა ჩემი თაობის აზროვნება. :) "თამაში ჭვავის ყანაში" წაიკითხეთ აუცილებლად. :)
10. როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;)
ჰოლმვუდი. 2020-09-27 14:55:05
დიდი სიამოვნება გელით წინ. სელინჯერმა შეცვალა ჩემი თაობის აზროვნება. :) "თამაში ჭვავის ანაში" წაიკიტხეთ აუცილებლად. :) როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;)
ჰოლმვუდი. 2020-09-27 14:55:05
დიდი სიამოვნება გელით წინ. სელინჯერმა შეცვალა ჩემი თაობის აზროვნება. :) "თამაში ჭვავის ანაში" წაიკიტხეთ აუცილებლად. :)
9. მომეწონა კარგია. "ელექტრიკოსი მიდის მარტოხელა ქალის სახლში ვინტილიატორის შესაკეთებლად, უცბად ვინტილიატორი მწყობრში მოდის, პროპელერი ტრიალს იწყებს, ქალს ქარის ძლიერი ნაკადი ხალათს არხევს" - გამეღიმა. მომეწონა კარგია. "ელექტრიკოსი მიდის მარტოხელა ქალის სახლში ვინტილიატორის შესაკეთებლად, უცბად ვინტილიატორი მწყობრში მოდის, პროპელერი ტრიალს იწყებს, ქალს ქარის ძლიერი ნაკადი ხალათს არხევს" - გამეღიმა.
8. დიდი მადლობა, ტენდი (: მიხარია თუ გასიამოვნეთ. როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;) დიდი მადლობა, ტენდი (: მიხარია თუ გასიამოვნეთ. როგორც ჩანს სელენჯერი უფრო ახლოს უნდა გავიცნო ;)
7. ეს რა კარგი რამ წავიკითხე! უძალიანკარგესია! :)
მართალს უბნობს ჰარირამა, სელინჯერი გამახსენდა მეც. არა, კი არ ჰგავს, ისე იკითხება, როგორც "ბანანთევზას ამინდი". :)
პატივისცემით, ტენდი და 5. ეს რა კარგი რამ წავიკითხე! უძალიანკარგესია! :)
მართალს უბნობს ჰარირამა, სელინჯერი გამახსენდა მეც. არა, კი არ ჰგავს, ისე იკითხება, როგორც "ბანანთევზას ამინდი". :)
პატივისცემით, ტენდი და 5.
6. აი არვიცი რა გითხრა. ალბათ ამ სიტყვებს ამნეზიაც ვერ დამავიწყებს (((: შედევრია მეთქი გამიჭირდება დათანხმება, მაგრამ ალბათ ღირებულია, რადგან მკითხველებს ასე მოეწონათ :) მადლობის მეტი რა მეთქმის მუდამ, რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს და ასე აფასებ. პასუხიმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ამაზე დაბალი დონის რამის გამოქვენების უფლება აღარ მაქვს :დ ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ჩემი იუმორის გესმის :)) მადლობა, მადლობა და მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის და სიტყვებისთვის, ზედმეტად კარგად რომ მაგრძნობინა თავი <3 <3 ჩემთვისაც საყვარელ ადამიანად იქეცი, მართლა :) პ.ს. წერას როგორმე უნდა დაუბრუნდე ;)
აი არვიცი რა გითხრა. ალბათ ამ სიტყვებს ამნეზიაც ვერ დამავიწყებს (((: შედევრია მეთქი გამიჭირდება დათანხმება, მაგრამ ალბათ ღირებულია, რადგან მკითხველებს ასე მოეწონათ :) მადლობის მეტი რა მეთქმის მუდამ, რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს და ასე აფასებ. პასუხიმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ამაზე დაბალი დონის რამის გამოქვენების უფლება აღარ მაქვს :დ ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ჩემი იუმორის გესმის :)) მადლობა, მადლობა და მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის და სიტყვებისთვის, ზედმეტად კარგად რომ მაგრძნობინა თავი <3 <3 ჩემთვისაც საყვარელ ადამიანად იქეცი, მართლა :) პ.ს. წერას როგორმე უნდა დაუბრუნდე ;)
5. ჰოლმვუდ,საყვარელო ავტორო, გარედან წავიკითხე და ამისთვის შემოვედი რომ კომენტარი დამეწერა. სათაური საკმაოდ საინტერესოა,თუმცა წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა-ეს არის შედევრი,ყოველგვარი გადამეტების გარეშე. იცი როგორ მიხარია?! აქამდე ხომ კარგად წერდი,მაგრამ ეს არის ენით აღუწერლად მაგარი ნაწერი:მოულოდნელი პასაჟები, გამოუთვლელი დიალოგები,მსუბუქი ბრიტანულისმაგვარი დანკიდევ უფრო დახვეწილი იუმორი, საინტერესო და უამრავი შემოპარული ინფორმაცია .... რთულია ამ კომენტარის წერა,რადგან ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანებს უფრო უკეთ გამოუვათ. გილოცავ ამ ნაწერს,ურაკს ვულოცაბ შენნაირი ავტორის გამოზრდას და ჩემს თავსაც,თავად იცი რატომაც! ვერ წარმოიდგენ როგორ შემაყვარე თავი!❤❤❤❤❤ ჰოლმვუდ,საყვარელო ავტორო, გარედან წავიკითხე და ამისთვის შემოვედი რომ კომენტარი დამეწერა. სათაური საკმაოდ საინტერესოა,თუმცა წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა-ეს არის შედევრი,ყოველგვარი გადამეტების გარეშე. იცი როგორ მიხარია?! აქამდე ხომ კარგად წერდი,მაგრამ ეს არის ენით აღუწერლად მაგარი ნაწერი:მოულოდნელი პასაჟები, გამოუთვლელი დიალოგები,მსუბუქი ბრიტანულისმაგვარი დანკიდევ უფრო დახვეწილი იუმორი, საინტერესო და უამრავი შემოპარული ინფორმაცია .... რთულია ამ კომენტარის წერა,რადგან ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანებს უფრო უკეთ გამოუვათ. გილოცავ ამ ნაწერს,ურაკს ვულოცაბ შენნაირი ავტორის გამოზრდას და ჩემს თავსაც,თავად იცი რატომაც! ვერ წარმოიდგენ როგორ შემაყვარე თავი!❤❤❤❤❤
4. ვაჰ, ეს რა მოვისმინე (: მადლობა, ჯონათან.
სხვათა შორის, მიფიქრია, მიცდია და ვერ მოვიხდინე. თუ ოდესმე "გავუქართულებ" ურაკს ეცოდინება ( : ვაჰ, ეს რა მოვისმინე (: მადლობა, ჯონათან.
სხვათა შორის, მიფიქრია, მიცდია და ვერ მოვიხდინე. თუ ოდესმე "გავუქართულებ" ურაკს ეცოდინება ( :
3. ჩამოყალიბებული, გაწაფული მწერლის ხელწერა გაქვს უკვე.
ქართველი პერსონაჟები არ მოგიხდება, ვითომ ? :)
ჩამოყალიბებული, გაწაფული მწერლის ხელწერა გაქვს უკვე.
ქართველი პერსონაჟები არ მოგიხდება, ვითომ ? :)
2. ძალიან მიხარია თუ სელინჯერისეული სიმსუბუქით იკითხება (: მადლობა თქვენ ძალიან მიხარია თუ სელინჯერისეული სიმსუბუქით იკითხება (: მადლობა თქვენ
1. ის სიმსუბუქე ვიგრძენი რაც სილინჯერის მოთხრობეში მხიბლავს ხოლმე. კარგი იყო ის სიმსუბუქე ვიგრძენი რაც სილინჯერის მოთხრობეში მხიბლავს ხოლმე. კარგი იყო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|