მეც ხომ არაფერი მნდომებია, ვნახე ზაფხულის კაბადონი. ისევ წვიმები და ომებია, შიშველი სულების საბადონი. მეც ხომ არაფერი მნდომებია, აი, ყანები საბატონო.
თითქოსდა, გული აღარ მქონდეს, ისე ლამაზად აჩემებულ მოტივს ფილმიდან „ამარკორდი“, უკრავენ ყვითელი აჩრდილები
როგორ ხარ, ძველო მეგობარო ? შენი სიმღერა გამაგონა, შენი დაღლილი საუბარი, ყაყაჩოების სისხლის კონა...
რთული ყოფილა დაბრუნება. გადაღლილი და განალახი რუსული ცხენების თაბუნებმა მღვრიე კოდორი გადალახეს.
მუეძინებს და მინარეთებს, ძინავთ მშვენიერ აისობას და ეს სიცივე სამარეთა ხშირი წვიმებით აივსო და გაქრა ნისლივით არყოფილი, ისე ლამაზად აღესრულა, მომწიფდა როცა ნაყოფივით უკანასკნელი გაზაფხული.
სადა ხარ ახლა, მამაჩემო? ვინ დარჩა ახლა, ჩვენებიდან? მე კი, ცხოვრება ავიჩემე, შენი გადმომყვა ჩვევები და ბევრსაც ვეწევი გამალებით. ჩემი გზებია განაჩენად- იალაღნი და ტრამალები, ქალაქში, მტვერში, მამაჩემო.
მეც ხომ არაფერი მნდომებია- ვნახე ზაფხულის კაბადონი. ისევ წვიმები და ომებია, შიშველი სულების საბადონი. მეც ხომ არაფერი მნდომებია, აი, ყანები საბატონო.
ამ ერთ ცხოვრებას ვყარაულობ და ამ ცხოვრების თოვლი მცვივა. სადა ხარ, ძველო სიყვარულო?! ხომ არ გწყურია? ხომ არ გცივა? ხომ არ ჩამქრალხარ, ნაპერწკალო? ნაპირს წყალი და ნაპირს წყარო...
მეც ხომ არაფერი მნდომებია, ვნახე ზაფხულის კაბადონი. ისევ წვიმები და ომებია, ისევ წვიმებია, ქალბატონო. მეც ხომ არაფერი მნდომებია, აი, ყანები საბატონო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მთელი თაობის ან თაობების პოეზიაა ეს... მთელი თაობის ან თაობების პოეზიაა ეს...
6. აქ ყოველთვის მიყვარს შემოსვლა აქ ყოველთვის მიყვარს შემოსვლა
5. ყველაფერი მეამა მაგრამ რაღა ყმაწვილი ვარ აწი?! ეს კომენტარი აბსოლუტური მეგრული კილოთია დართული:) ყველაფერი მეამა მაგრამ რაღა ყმაწვილი ვარ აწი?! ეს კომენტარი აბსოლუტური მეგრული კილოთია დართული:)
4. კარგია, როგორც ყოველთვის. სევდის ლექსად მოუბარი. კარგია, როგორც ყოველთვის. სევდის ლექსად მოუბარი.
3. როგორი პირუთვნელი შემფასებელია ჯონათანი...
პოეტიან-ლიტერატორიანად მიყვარხართ... როგორი პირუთვნელი შემფასებელია ჯონათანი...
პოეტიან-ლიტერატორიანად მიყვარხართ...
2. სიამოვნებით ჩავიკითხე. +++++)))) სიამოვნებით ჩავიკითხე. +++++))))
1. 27 წლიანი დაუსრულებელი ომის ამბავია ეს...
"ამარკორდმა" როგორი განწყობა შექმნა უცებ.
როგორი ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ, ყმაწვილო :)
27 წლიანი დაუსრულებელი ომის ამბავია ეს...
"ამარკორდმა" როგორი განწყობა შექმნა უცებ.
როგორი ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ, ყმაწვილო :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|