ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2020


დროის დაღი

ვზივარ და ფიქრის ქალაში ვძრწივარ...
ამ წუთს, ქარიც კი, ქარქაშში ჩაკვდა!
იქ, სადაც ჩემი სათქმელი მეთქმის,
ვხატავ მხატვრულად  ასოთა მარაგს.

დრო რაც მეტიმეტს სწევდა ციფერბლატს;
მით უფრო მწამდა უკარგეს ბედის;
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,
აღმიდგებოდი როგორცა ღმერთი!

მაგრამ მავანი როგორც ტრამალ მგელს
დღითიდღე უფრო ბოლოს მიღებდა,
ესეც ვერ მივხვდი და როგორც მწყერი
დავყევი დროის სვლათა დინებას.

ბოლოს აჯანყდა ქარი ქარიშხლად,
და ყველა გზაზე მისანი გაჩნდა,
ვერ გავითვალე მათი სიჭარბე და გული როგორც "კურდღელი", დაფრთხა.

ახლა ვდგევარ და ჩემი სარკმლიდან
ვუყურებ ცოდვა-მადლთა ტრიალებს
და ბედის ყოფა, და დროის "დამღა",
თავის თავშიდაც თავს აპიარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები