ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2020


მაშინ

(ძველი ალბომიდან)
ამ ნასახლართან ბავშვობას


თუ ჩამოასვენებ,
ბროწეულის ხე ნაღვერდალით
ჩინჩხლებს დაინთებს,
გაეხვევიან აბრეშუმის  შესამოსელში
გვირილები და გაჰყვებიან
დახვატულ მინდვრებს,
ჩანჩქერის  ძირას, ფაფარაყრილ  წაბლა  ულაყებს,
დაედევნები  და  ჩქერებში რომ  დააფეთებ,
შიშველი  ფეხით    გადათელავ  ბალახ-ბულახებს,
ეკალ-ბარდებზე      შეატოვებ  კაბის  ნაფლეთებს.
საპოვნელებით  რომ  დაჩითავ  გზა-გზა  რიკულებს,
ბეღურებივით  დასხდებიან ხეზე  კვირტები.
ნაკადულიდან  პეშვს აივსებ, შემოიპკურებ,
მაყვლებს  დალალავ  დაკაწრული  მტევნის  თითებით,
მცხუნვარე  ხვატი  აიკიდებს  ღელედან  ალმურს,
ქარი  დააფრთხობს  ჩირგვიანში  შურთხს  და  ხარირემს,
იმ,  ორღობიდან  მოჭვრიტინე  სიყვარულს  ფარულს,
მოგონებების  მწვანე  ხეზე  აგიყვავილებს,
ამ  ნასახლართან,ბავშვობას  თუ  ჩამოასვენებ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები