ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 სექტემბერი, 2020


Михаил Лермонтов - Предсказание

მიხეილ ლერმონტოვი - წინასწარმეტყველება

დადგება წელი, რუსეთისთვის დუხჭირი წელი, -
როცა სამეფო ტახტს დაამხობს ავჟამი მხრწნელი;
ბრბო აღივსება სიყვარულის მაგივრად რისხვით
და უამრავი დანაყრდება სიკვდილით, სისხლით;

როცა უცოდველ ქალებსა და უმანკო ყმაწვილთ
თემიდა ვეღარ წააშველებს სასწორს და მახვილს;
როდესაც ჭირი წამხდარ ჰაერს ველ-მინდვრებს მოფენს
და ხეტიალით ჩამოივლის ნაღვლიან სოფლებს -

ქოხმახებიდან რათა იხმოს ღარიბი ხალხი,
შიმშილით ტანჯოს და ჩააცვას უბედურთ თალხი
და მდინარეებს დაფიონის შეფერავს ქარცი,
მოევლინება იმ დღეს რუსეთს ძლიერი კაცი;

როცა შეხედავ, არ გჭირდება ვიღაცის ახსნა,
რად ეჭირება იმ სასტიკ კაცს ფოლადის დანა:
იგლოვე მაშინ! - შენი ცრემლით, დარდით და ოხვრით,
რამეთუ გულს ვერ მოულბობ და ღიმილსღა მოგვრი! 

მასში ყოველი საზარელი იქნება, კრული,
მრუმე ლაბადაც, აწეული, ამაყი შუბლიც.


26 სექტემბერი, წმ. ქეთევან დედოფლის ხს. დღე, 2020 წ.



Михаил Лермонтов - Предсказание

Настанет год, России черный год,
Когда царей корона упадет;
Забудет чернь к ним прежнюю любовь,
И пища многих будет смерть и кровь;

Когда детей, когда невинных жен
Низвергнутый не защитит закон;
Когда чума от смрадных, мертвых тел
Начнет бродить среди печальных сел,

Чтобы платком из хижин вызывать,
И станет глад сей бедный край терзать;
И зарево окрасит волны рек:
В тот день явится мощный человек,

И ты его узнаешь - и поймешь,
Зачем в руке его булатный нож:
И горе для тебя! - твой плач, твой стон
Ему тогда покажется смешон;

И будет все ужасно, мрачно в нем,
Как плащ его с возвышенным челом.

написано в 1830 году

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები