ლოცვა ქალღმერთო, ჩამოდი ჩემთან, ჩამოდი და წამიყვანე. ქალღმერთო, ჩამოდი ჩემთან, ჩამოდი და მიიღე მსხვერპლი ჩემი ბინძური სხეულისა, მოიძრე საბურველი თვალებიდან და შეიწყალე ჩემი უბრალოება, მოიძრე საბურველი თვალებიდან. გევედრები, გადმოანგრიე კედლები გარეთ, რადგან ვერ შევძელი, რომ შიგნით შემომენგრია, გადმოანგრიე და ნუ მომაყოლებ ნანგრევებში, არამედ მიმიღე შენს გვერდით მყოფდა შორის, შენი ერთგული მადიდებელი. გადმომიგდე ერთი სიტყვა, რომ ამოვიტვიფრო გულზე, რათა თვალდახუჭულმაც ვი ხილო ხელებით, მოიძრე საბურველი შენი თვალებიდან და მიიღე ჩემი დაცემა. მიმიღე.
ქანდაკება
თითის წვერებში მქონდა ყველაზე მეტი სისხლი. საკმარისი იყო ნებისმიერი სხეულის, ნებისმიერი ერთი წერტილისთის დამედო ნებისმიერი თითი, უკვე მთლიანად ვგრძნობდი ამ სხეულს ჩემსაში. ვგრძნობდი როგორ მოცოცავდა მისი სითბო თუ სიცივე უჯრედებში, თვალდახუჭული ვხედავდი მას. შემდეგ ერთი თვის გავხდი და თვალი გავახილე. დიდი ხანი დამჭირდა ლოდინი, ვიდრე ცისა და უფრო იშვიათად, ჩემი ხელ-ფეხის გარდა, სხვა რამესაც დავინახავდი. პირველი თეთრი თმა იყო, ცხვირთან ჩამიქროლა, ცოტახანს ბაგეზე მელამუნა, ბოლოს ენაში ჩამესო. ვხედავდი, როგორ წითლდებოდა ნელ-ნელა, ენიდან ზევით, ცისაკენ, სანამ მთლიანად არ აელვარდა ალისფრად. შემდეგ სიარულიც ვისწავლე, სწავლიდან მეორე კვირას კედელზე მივეჯაჭვე. დღისით ვიყავი მიბმული, ხელებით, (რომ არ შევხებოდი, არავის), ღამით თავისით იხსნებოდა ბორკილები, მეც ყველგან დავდიოდი. გათენებისას, პირველივე სხვის გამოჩენისთანავე ისევ კედელთან ვჩნდებოდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა მანძილზეც არ უნდა გავქცეულიყავი, პირველივე სხივზე კედელზე ვეკვრებოდი. ასე გრძელდებოდა წლები, რაღაც ხნის შემდეგ, მხოლოდ მთვარისკენ დავიწყე სიარული, ჩრდილოეთით, მთის წვერზე ქონდა ბინა, ვიჯექი და ვფიქრობდი, ვეხებოდი ქვებს, ვეხებოდი მიზას, ვეხებოდი ჰაერს და ვგრძნობდი მთელს სამყაროს. რა იქნებოდა მათაც რომ შევხებოდი, მათ ხორბლისფერ, მფეთქავ სხეულს, შევხებოდი თითებით, შევხებოდი თმის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილას, რათა მთლიანად მეგრძნო ისინი, როგორც ჰაერს ვგრძნობ, როგორც მიწას, როგორც...
ერთი რიგითი ღამე იყო, თეთრად აელვარებდა ქვების წიბოებს მთვარის სხივები. მათ თმებს გავდა სხივთა კიაფი, ხელში ავიღე ერთ-ერთი ქვა, ენაც დავადე, თუმცა არ გაწითლდა. მესიამოვნა, სიცივე ვიგრძენი პირველად ენაზე, უსულო სიცივე. მესიამოვნა. გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ცოცხალი რომ იყოს ეს ქვა მეთქი, რა კარგი იქნებოდა რომ ქონდეს კოჭები, როგორც მათ, მათსავით ციმციმა თვალები. გავყევი ფიქრებს ისე, რომ ვერც კი შევამჩნიე ხელების თავისთავადი მოქმედება, ქვისთვის დაეწყო ტერფის ფორმის მიცემა, კარგადაც გამოსდიოდა, უკვე გააზრებულად როცა შევეხე, მივხვდი, ადრინდელთან შედარებით ცოცხალი იყო, იმასაც მივხვდი, რომ მთლიანი სხეულის აწყობა შემეძლო ასე. ისე შემაძრწუნა ამის აღმოჩენამ, კინაღამ წელშიც კი გავიშალე, და აი სხივიც. კედელზე ვიყავი მიბმული, თვალები დახუჭული მქონდა და ვფიქრობდი, თუ როგორი შეიძლებოდა გამეკეთებინა ქანდაკება, ვფიქრობდი ჯერ არასებულზე, თუმცა, თითის ვერები მეწვებოდა ისე მინდოდა შეხება, მთელი დღე თვალდახუჭულმა გავატარე, არც შემიხედავთ მათთვის, მხოლოდ ენაზე ვგძნობდი. როგორც კი დაღამდა მთისაკენ მოვკურცხლე.
რამდენიმე კვირის მანძილზე ვაგებდი ქანდაკებას. გამოვძერწე მისი ტერფები, მისი კოჭები, მისი მუხლები, ბარძაყები, წელი და ყელი, ტუჩები, ღაწვები და თმები. თითებს ვუსმევდი ყველა ნაწილის სიახლოვეს დაგროვილ ჰაერს, ჩემი მოძრაობა აძლევდა მათ სიცოცხლეს. არაფრის გაკეთება არ გამჭირვებია, მხოლოდ ზედა ნაწილის, ვინაიდან ამდენი დაბმისგან კუზი მქონდა გამოსული და ძლივს ვიშლებოდი წელში. უკვე თვალებისთისაც მქონდა მასალა ნაპოვნი, მხარზე მეკიდა ტომარაში ჩაგდებული ორი დიდი ქვა და ქანდაკებისკენ მიმქონდა, სწორედ ამ დროს დაგინახე პირველად, ძველი, დანგრეული ციხის ღრიჭოში, ზურგით იდექი, შავი თმა ჩამოგყროდა თეთრ კაბაზე, შენამდე არასდროს მენახა ასეთი თმები, ასეთი შავი და ასეთი თეთრი, ქვები ხელიდან გამივარდა როდესაც მოტრილდი. წითლად მბზინავ ტუჩებს ავაყოლე თვალი და ცხვირის გამოტოვებით თვალებისკენ გავაქციე მზერა, თუმცა იქ არ დამხვდნენ, საბურველი გქონდა მოხვეული. რეფლექსურად წამოვედი შენსკენ, თუმცა რაღაც ძალამ უკან მიბიძგა. ელენეო, დაგიძახა ხუთმა მხმამ ერთად და შენც ყველგან წახვედი. ღამით არ მეკეთა ხოლმე ბორკილი, მაგრამ ცხადად ვიგრძენი სიმძიმის მოხსნა მაჯებიდან. სხივი.
ქანდაკება
დღე იყო. კედელთან ვიყავი, მაგრამ მიბმული აღარ, ვიყავი და ვფიქრობდი, ვფიქორბდი შენზე, ქალღმერთო. ყველა ფიქრში ღრიჭოსთან ვიდექი და ისე გიყურებდი, ვერ ვხედავდი შენს ტანს, ვერ ვხედავდი შენს თვალებს, მაგრამ ვხედავდი იმათსას ვისი წითელი თმებიც პირში მედო, ამ წამს. ვფიქრობდი შენზე გამუდმებით, ვფიქრობდი შენზე, რომელიც არ გიცოდი, ვფიქრობდი შენზე და ნელნელა მივხვდი რომ ქანდაკებას გავდი, ზუსტად მისნაირი წელი გქონდა და მისნაირი თითები, მისნაირი ფეხები და ტერფები, მე შენ აგაგე მანამდე სანამ შეგხვდებდოდი, შენ მე ხელებიდან ბორკილი მომხსენი. დაღამდა და წამოვედ, კედელი ისევ მაგდებდა უკან, მე კი ვცდილობდი ნიშნების გამოგზავნას შენთან, რომ წამეყვანე ქანდაკებასთან. მინდოდა მენახებინა, რომ ის შენ ხარ, რომ მე გიცნობ შენ. ვერ მოვახერხე. გადიოდა წლები და უფრო და უფრო ემსგავსებოდი ქანდაკებას. უკვე აღარ მჭირდებოდა მე შენთან მოსვლა, ისიც მყოფნიდა რათა მთლიანად მეხილე, შენ კი ვერ მხედავდი, შენ ხო თვალები არ გქონდა, შენ ხომ თავად დამაყრევინე თვალების ქვები და არ ისურვე მათი მიღება, აი ახლაც ხელზე შეგეხე, ცივია, არც ისე ცოცხალი, სამაგიეროთ შენია. მსუბუქად ვამოძრავებდი (უკვე დამსუბუქებულ მაჯებს) შენს კანზე შემოჭდობილ ჰაერზე, არ მყოფნიდი.
სახლი ღამით
ერთი ღამე იყო, ფიქრში ვიყავი გართული, შენზე ვფიქრობდი. დამაგვიანდა მთაზე ასვლა, ჩემდა საოცრად წითელთმიანი მეწვია სტუმრად. მე არ მინახავს შემოსულიყოს ვინმე ამ კარში უკვე წითური, მე ინსტიქტურად პირი გავაღე, თვალი დავხუჭე ქალღმერთო ფიქრით მოვედი შენთან. თუმცა, მან თმების ნაცვლად რბილი ტუჩები ჩამოდო პირში, თითის წვერი კი ჩემს თითს შეახო, თვალი ვახილე. ვრძნობდი მის სითბოს, სხეულის წვას და ოფლის ნაზ სურნელს, ვგრძნობდი სიცოცხლეს, სირბილესა და სიახლოვეში, მაგრამ, როცა მთლიანად მეგონა ჩემი, მაშინ აორთქლდა. მხოლოდ სურნელი დამრჩა ხელებზე და შიშვლე მკერდზე მისი ორი თმა. მე გავიქეცი მის საძებნელად, ღერებს ჰაერში ვაფრიელებდი.
ნგრევა
ძებნა უშედეგო იყო, ვერ ვიპოვე მარად წითელი. ვინ აღარ ვნახე, ვის არ შევეხე, თუმცა ამაოდ. ერთ დღესაც, სულში მარხული, მთის ძირში მეძინა და ქალღმერთის ყვირილს მოვკარი ყური, ანდაც ჩურჩულს. ციხესიმაგრისკენ გავიქეცი და ქანდაკებას დავტაცე ხელი, წურგმა გაიტკაცუნა და მეც გავსწორდი. მისით ხელში გამოვიქეცი, მთელი ძალებით კედელს ვახეთქე, ორმოცდაშვიდი მცდელობის შემდეგ სუმთლად დაიმსხვრა ჩემი სკულპტურა, მე კი უთვალებო თავმა მომიყოლა ქვეშ. წითურის სუნი აღარ მქონდა უკვე ხელებზე, ცისკენ აშვერილთ სისხლი სდიოდათ.
ლოცვა
ქაღმერთო, მოიხსენი საბურველი და გადმოხედე ჩემს უძლურებას, ჩემს უძრაობას. გადამაცილე სხეულიდან უთვალო თავი და შეეწიე ჩემს დაცემას. გთხოვ მოანგრიე კედელს ერთი ქვა რათა გიცქირო სანამ სულს დავლევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "პიგმალიონის" საინტერესო ინტერპრეტაციაა.
იმედია, როდესმე წერის ტექნიკასაც დაეუფლებით :)
"პიგმალიონის" საინტერესო ინტერპრეტაციაა.
იმედია, როდესმე წერის ტექნიკასაც დაეუფლებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|