ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2020


ცდებით,ბატონო!


  ცვივოდა  ციდან  ცვარ-მანანები,
ყვავოდა  ვარდობისთვე,
ზურმუხტისფერად  გენთო  თვალები,
თავადაც, ჰგავდი  ზღვისფერს.
და  აგითრთოლდა, როგორც  ნიავი
სული,
დროშასთან დახრილს.
სული  მანანა  ორბელიანის
და  ძარღვი  ამილახვრის.
შენს ბაგეებზე  მარწყვის თქორი  დგას,
ნიბლიამ გიგალობა,
ალბათ, ჩამოჰყევ , ბარში  ფხოვიდან
ირმების  მყვირალობას.
წუხს  ერთგულება, უკვე, აჩრდილი.
იარებნაკორძალი.
იქნებ, ძეწნა  ხარ, ქარში  გაჭრილი,
ან, იქნებ, ამორძალი.
ცით  სერაფიმა  იწვდენს  ბროლის ფრთას,
ღრუბლებში  ისე  ტვიფრავს:
„ცდებით, ბატონო, ვერვის  მომიკლავთ,
საქართველოზე  ძვირფასს.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები