| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2020 |
თათიას! (სინაურიძე-ლესტერს!) ----------------------------------------- დგანან და ელიან(ლოდინი ძნელია) უხმო და მდუმარე "გეგუთის ძელქვები"... თავისთვის,უჩუმრად,რაღაცას მღერიან, თან ლოდინს "იკლავენ" ზღვის ფონზე სელფებით! ზღვაც, მშვიდი, "უენო"...დღეს მაინც,რატომღაც, ბანს აძლევს-მოგუდულს,-ტალღების ტყლაშუნით! ქცეულა ნაპირი მიუსჯელ კატორღად,- (მათთვის) და მე მკითხე,-რაოდენ საშურად!... შენ,კი! ვინც იწვნიე,გქონოდა სამოთხე... ამ ლამაზ "პეიზაჟს" თვალწყნარად უცქერი! ჰო!მკითხე, ეგება სულსწრაფად წამომცდეს, რომ სულს ღრღნის ოცნება-მყარი და უცვლელი- მეც ვიყო "მოწილე" მაგ დილის სიმშვიდის, მეც შევძლო მდუმარე "კონცერტის" მოსმენა... ედიმაც საქვეყნოდ(თათი! თავს ვიმშვიდებ...) ორივე შეგვრაცხოს...უბრალოდ...მგოსნებად! იქნებ,მე მელიან,-ეგ დალოცვილები? {მეც ძალმიძს, ამღერდნენ -"გეგუთის ძელქვები"), მანამდე?აქ მყოფი,-ცოლით და შვილებით... ვტკბები...(სხვა რა გზა მაქვს)-მაქაურ "სელფებით"...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|