ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ოქტომბერი, 2020


Александр Пушкин - Свободы сеятель пустынный

ალექსანდრე პუშკინი - თავისუფლების  მთესი ნარჩევი

სახარება ლუკასაგან (8, 5)
„თქვა უფალმან იგავი ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა“


თავისუფლების  მთესი ნარჩევი
სისხამს წავედი ხოდაბუნებში;
უბღალავი და წმინდა მარჯვენით
დამონებულთა გულთა ხნულებში
ვაბნევდი მაცხოველებელ მარცვალთ -
მაგრამ მივიღე ნაჯაფის ნაცვლად,
სარეველების მყრალი სურნელი.

ნუ გსურს დამწყემსვა მორჩილი ხალხის! -
ღირსების ძახილს ჩააგდებს არად,
თავისუფლება რად უნდა ნახირს?
უნდა პარსავდნენ და წყლავდნენ მარად,
მემკვიდრეობით იღებდეს ჯახირს -
ზანზალაკიან უღელს და მათრახს!

4 ოქტომბერი, 2020 წ.



Александр Пушкин - Свободы сеятель пустынный

Изыде сеятель сеяти семена своя

    Свободы сеятель пустынный,
Я вышел рано, до звезды;
Рукою чистой и безвинной
В порабощенные бразды
Бросал живительное семя —
Но потерял я только время,
Благие мысли и труды...

    Паситесь, мирные народы!
Вас не разбудит чести клич.
К чему стадам дары свободы?
Их должно резать или стричь.
Наследство их из рода в роды
Ярмо с гремушками да бич.

Ноябрь, 1823

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები