ბალახებს ისევ შერჩენიათ სამო სურნელი, და ძველი ღობე ძლივს ამაგრებს მორყეულ ჭიშკარს. . .
. . . სახლი ისევ დგას მოწყენილი, ელის ჩამომსვლელს, ვინც გაანათებს და გაათბობს, გააღებს წინკარს;
ელის ბუხარი ასანთის გაკვრა - აგიზგიზებას, რომ გემრიელი, სურნელოვანი კერძი მომზადდეს. . .
რომ იფუსფუსოს წინსაფრიანმა დიასახლისმა და რომ ოთახი გახალისდეს და გამონათდეს. . .
ელის პატარა, ბურძგლა არსება, ბედის ანაბრად რომ დაგდებულა, იქნება ვინმეს დასჭირდეს ისევ, სევდით რომ ვეღარ აყეფებულა;
მივარდნილ ბაღჩას შერჩენია სამო სურნელი, იქვე ძველი ჭა დინჯად ელის მწურვალს ჩამომსვლელს. . .
და გვიან ღამით, მაშინ, როცა ჭრიჭინების ორკესტრი უკრავს, მიტოვებული, ძველი ოდა ოცნებას იწყებს. . .
ნეტავ, ასეთი ჟრიამული ჩემს შიგნით დადგეს! ნეტავ იყივლოს ადრე დილით ჭრელმა მამალმა; ნეტავ ბავშვებმა გაირბინონ მწვანე მდელოზე, ნეტავ სევდის ცრემლს მოუწიოს მალე დამალვა. . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნეტავ ბავშვებმა გაირბინონ მწვანე მდელოზე, ნეტავ ბავშვებმა გაირბინონ მწვანე მდელოზე, მშვენიერია. ნეტავ ბავშვებმა გაირბინონ მწვანე მდელოზე, ნეტავ ბავშვებმა გაირბინონ მწვანე მდელოზე, მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|