ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2020


ბროწეულების ანემია თ.თ-ს

წყეული სევდა ამაცილე
და შემიმცირე მანძილები.
შემოდგომაზე გარდაცვლილი,
ამბობენ ,მკვდარია გაცილებით.
შემოაღამდეს ადამიანს,
სახლის ძეკვენი მოირყევა.
ბროწეულების ანემიას
როგორ კურნავენ, მომიყევი.
გადამირჩინე ბეღურები,
თვალში შემმატე აკვარელი.
როგორ სევდიანად იყურები,
ხომ არ გაწყენინე, საყვარელო?!
დროებამ რახან ამიტანა,
ამა გაზაფხულს გავიხარო.
რა უნდა მტკიოდეს ამისთანა,
ავდგე და ცოლ-შვილს გავეყარო?!
იქნება, მწადია ოკეანე?
მთები მწადია ,უდაბნონი.
დადგება ისევ ნაკიანი.
იყეფენ ძაღლები უპატრონოდ.
შეხედე ცაცხვებს, აკაციებს
და შემიმცირე მანძილები.
წყეული სევდა ამაცილე.
ამბობენ, მკვდარია გაცილებით
შემოდგომაზე გარდაცვლილი.
დუმილი იყოს მისი ხვედრი,
ხმაური როგორ  დაგაბარო?!
იებს და ენძელებს მიმიხედე,
მოყინულ ენძელებს, მეგობარო.
ცხოვრება როგორ ვატიალე?!
დალეულია, მოწეული
და საფეთქელთან ნატყვიარი,
როგორც უღიმღამო ბროჭეული
ამიფეთქდება. გამაციებს.
შემცირდებიან მაძილები.
წყეული სევდა ამაცილე.
ამბობენ, მკვდარია გაცილებით
შემოდგომაზე გარდაცვლილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები