ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2020


ფიქრით „გაბუღული“ ოთახი

ფიქრით გაბუღულ ოთახში ვზივარ,
ცოცხალი თავით არ მტოვებს ფიქრი...
ჰო, მის სიღრმეში ჩასული კი ვარ,
თუმცა, არ ვიცი, რა მელის იქით...
რაღაც სულ ხდება ასეც და ისეც,
რატომ და რისთვის, დრომ იცის, მთვლელმა...
აქ, ჩემს ლარნაკში მოტეხილ კისერს
ნანობს ყვავილი, გაზრდილი ველად.
აღარ ვსვამ კითხვას - რა მოხდა, იქნებ?
ჩემს ოცნებებში გულაღმა ვწევარ...
ფიქრი განწყობის შინაარსს მიქებს,
ფიქრია მხოლოდ, ბედს კი ჰგავს, მწერალს...
კაცს რა დაულევს  დარდსა და საფიქრს,
ესაა ყოფის თავიც და ბოლოც!
ვიკერავ ტკივილს იმედის ძაფით,
ფიქრით გაბუღულ ოთახში ვცხოვრობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები