ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 ოქტომბერი, 2020


Михаил Юрьевич Лермонтов - Арфа

მიხეილ ლერმონტოვი - ქნარი

როდესაც დავტოვებ საწუთროს მნახველი
და საფლავს დაფარავს ხავსი და ლიქენი,
მარტოდენ ენაზე მომდგარი სახელი,
ხსოვნაში აჩრდილად შთენილი ვიქნები;

როდესაც არცერთი უმცროსი ძმობილი
კვლავ აღარ მახსენებს ხელადით ხადილში,
აიღე უბრალო ეს ქნარი, წყობილი,
ერთგული ოცნების, მოყვასი ნამდვილი.

დაკიდე საკრავი დარაბის პირდაპირ -
სიმებზე დაუკრან ქსინებმა ჭანგებით,
რომ თუნდაც ნახმევით კარგა ხნის მიმწყდარი,
აჟღერდეს გარდასულ დროების ჰანგები!

ვერ აახმიანებ უწინდელ წკრიალით
თოვლისფერ თითებით ძველ ლარებს პირქუში,
რადგან ვინც იმღერა შენდამი ტრფიალი,
მიწისქვეშ იძინებს მარადი ძილქუშით.

9 ოქტომბერი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხს. დღე, 2020 წ.



Михаил Юрьевич Лермонтов - Арфа

Когда зеленый дёрн мой скроет прах,
Когда, простясь с недолгим бытиём,
Я буду только звук в твоих устах,
Лишь тень в воображении твоем;

Когда друзья младые на пирах
Меня не станут поминать вином,
Тогда возьми простую арфу ты,
Она была мой друг и друг мечты.

Повесь ее в дому против окна,
Чтоб ветер осени играл над ней,
И чтоб ему ответила она
Хоть отголоском песен прошлых дней;

Но не проснется звонкая струна
Под белоснежною рукой твоей,
Затем что тот, кто пел твою любовь,
Уж будет спать, чтоб не проснуться вновь. 

1830-1831

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები