ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2020


ამბავი იმისა თუ როგორ ვისწავლეთ კოვიდთან ერთად ცხოვრება

ერთმა ვირუსმა, ათას  შარს
რომ არ გადაგვყაროს,
შინ გამოკეტვით,
ვეგუებით ახალ სამყაროს.
სახლში ჯდომაში
ამ შემოდგომის ცეკვაც მინელდა,
გადაქცეულან ფოთლები ფერფლად.
გაბრაზებულა თურმე მინერვა
აღარ მისულა ნადიმზე ზევსთან,
რომაელებმა რომ უწოდეს იუპიტერი,
მან სხვა ღმერთებიც  გადაიმტერა.
ამპარტავანი, მეხის დაცემით 
ანადგურებს შექმნილს კაცისას
ზამთარს როგორღა გადავურჩეთ
უერთმანეთოდ, ისე აცივდა.
უკმაყოფილო მზე ჰელიოსიც 
ოქროს ეტლით შორს გადაფრინდა.
არ ენანებათ ეზო-ბაღებში
მეეზოვეებს ხმელი ფოთლები.
მოაგროვებენ, წვავენ. თბებიან.
მოთმინებით ელოდებიან 
დაპაუზებულ მზის დაბრუნებას.
შეწუხებულა დედაბუნებაც,
შემცივნებული დიდი ხეებიც,
ეწირებიან ხალხის გათბობას.
ჩვენც გვენატრება, კაფეში, ან 
კინოდარბაზში თავშეფარება
და ერთმანეთის ნახვა ახლოდან,
კოვიდამდელი ლაღი დღეები
დიდი ქალაქის ჩირაღდნები“
სპექტაკლები და კონცერტები
სახელოვნებო სიახლეები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები