| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2020 |
მე მახსოვს სულ ოთხი „ადიოს ამიგოს“ დამინდოს თუნდაც არ წლებმა, აქვე ფრენს ბებერი არწივი, ყრიალებს, დარს იუწყება. რაც რამ მტვერი იყო, გაცრა ქარმა წვიმის საცერში. ტყუილი არ მიმიგნოს კაცმა ნაწერში. მე რომ სიყვარული მიყვარს, ბევრს სხვა ყვარებია ისე, მუჭში მოუზილავს თიხა, ფული ჩაუყრია ქისებს, ახლა ბავშვი ბაღში მიჰყავთ, კისრებს დაუკვირდი. მისებრ დანანებითია ყველა გზა თუ ბუშიდოა. ფუღურო.. ვიღაც ძველ ურარტუზე რომ ყვება, ტიგლათფილესერივით რომ ვუყურო, რამეში დავიჭირო ის ოხერი, და წვერით იატაკზე ვათრიო. ჩემი უცნობების მოსახელეს სიუცხოვე არ ვაპატიო.
პატრიოტიზმს ახლავს სიტყვა რახან ვიყო თუნდაც ჰერმან მელვილი. მაგას ახლა უკვირს. გუშინ ნახა ალექსანდერპლაცი. ბერლინი. მიწა ამ მიწიდან ჩვენებს გააქვთ. ჩამოტანილი არ მინახავს. ისე ძმაკაციც მყავს, სახლის სხვენზე ბაბუამისის თოფს ინახავს. ან რითი ვის ვაკვირვებ. ან რა მრჯიდა. რისთვის მჭირდებოდა ეს ცრემლი. ახლად წამომდგარი მუხლზე სისხლს რომ ვიწმენდ, ალბათ უფრო მაგრად ვეცემი..
ქარი აიხვეტავს. ქარი მტვერს გაწმინდავს წვიმა როცა მოვა უელვო. შენ, ჩემო სევდავ უმიწაწყლო, ქარზე უმძიმესო უღელო. ეს რა გულს შემარჩინე სარხეველად, შავ წყლებთან რა მარტო დამტოვე. - გილგამეშს წარსულიც ახსენდება. კედრის ტყეშია და რტოებს ამსხვრევს ხეებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუსიკა ვინც დაიჭირა - ისიამოვნებდა.
"ეს რა გულს შემარჩინე სარხეველად, შავ წყლებთან რა მარტო დამტოვე. " - მშვენიერი!
მუსიკა ვინც დაიჭირა - ისიამოვნებდა.
"ეს რა გულს შემარჩინე სარხეველად, შავ წყლებთან რა მარტო დამტოვე. " - მშვენიერი!
3. ლოდივით ლექსია. მძიმე. თან მშვიდად მიგორავს. მე ძალიან მომეწონა!
ლოდივით ლექსია. მძიმე. თან მშვიდად მიგორავს. მე ძალიან მომეწონა!
2. "შენ, ჩემო სევდავ უმიწაწყლო, ქარზე უმძიმესო უღელო."- რა ლამაზია.
უთნაპიშთიმიც მოუხდებოდა ამ ტექსტს :)
"შენ, ჩემო სევდავ უმიწაწყლო, ქარზე უმძიმესო უღელო."- რა ლამაზია.
უთნაპიშთიმიც მოუხდებოდა ამ ტექსტს :)
1. ნოსტალგიური ლექსი :) + ნოსტალგიური ლექსი :) +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|