ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


Meet Joe Black

სიკვდილი არ მოვა ჯო ბლექივით,
ყველას ერთნაირად ვერ უღიმის...
მისთვის სულერთია ყოველივე,
ჰყვარობს დემონებს და ქერუბიმებს,
თუ გსურს გადაბარგდი ტაიტიზე,
ქალებს წააწყდები პოლ გოგენის
და თუ კატმანდუში გაიხიზნე,
ფეხი არ დაადგა ლოკოკინებს,
ნახე პატანი და ბჰაქტაპური,
ძილმა დაგავიწყოს მოშიება,
დილით ბეღურები დააპურე,
ღამით დაანაყრე შოშიები,
ლოცვა წამოიწყე შუადღეზე,
კრიშნას დაფარული გაუმხილე,
ოსპის შეჭამანდით იტრაპეზე,
მწუხრზე მომო ჩასაც ეახელი,
სიკვდილი არ მოვა, უთუოა,
თუ გსურს გადაბარგდი ტაიტიზე,
აღმართს აუყევი გოთუადან
და თუ კატმანდუში გაიხიზნე,
სიკვდილი არ მოვა, დამიჯერე,
სიკვდილი არ მოვა ჯო ბლექივით,
გვერდზე გადადე სელენჯერი,
ფეხზე დაიკიდე ყოველივე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები