ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2020


ამორძალი

ამოიწვა ძუძუ
და მოჭიმა მშვილდი,
ძველებურად მხიბლავს
მისი სახე მშვიდი.

მას არ ჰქვია დედა,
არც ელადის რძალი,
ქვეყნად მარტოდმარტო
იბრძვის ამორძალი.

ასეთია ბედი
მეომარი ქალის,
თუმც არ დაუკარგავს
მას იმედი ხვალის.

ამომწვარი ძუძუ,
მოჭიმული მშვილდი,
ძველებურად მხიბლავს
მისი სახე მშვიდი.

მინდა ვარსკვლავივით
კაშკაშებდეს მუდამ,
ასეთ სილამაზეს
მოფრთხილება უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები