(მოხუცი კაცის აღსარება)
განშორებების შემდეგ, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ორიოდე დღით, თვალები კი კვლავაც გასაქცევად ემზადებოდნენ, დედა საუბარს მთხოვდა ათიოდ წუთით.
არაფერი მქონდა სასაუბრო, არაფერი მქონდა მოსაყოლი, მხოლოდ სხეულის ნაწილების ჭკუაზე გავრბოდი მეგობრებში, ქალებში (რა უნდა მოვუყვე...)
ვიცი, უკვე ვიცი რაც უნდა მომეყოლა, ვიცი რაზე უნდა გვესაუბრა და
დე, იცი რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი? ამასწინათ ერთი გოგონა გავიცანი, არა, ჯერ კი არაფერია სერიოზული, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ, მასზე და შენზე, ვიცი, ვიცი რომ აუცილებლად მოგეწონება, აი ნახავ მოვიყვან, აქ მოვიყვან შენთან და ყველანი ბედნიერები ვიქნებით, მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში
დე, იცი ზოგჯერ ისევ მესიზმრება კოშმარები, მეღვიძება ღამ-ღამობით და მთვარით ატალახებულ სივრცეს შიშით ვუყურებ, ალბათ ვყვირივარ კიდეც გამოღვიძებისას როგორ ბავშობაში, მაგრამ არავინ აღარ შემოდის ჩემ დასამშვიდებლად, მაკოცე რა...
ის ჯემპრი გახსოვს? დაბადების დღეზე რომ მაჩუქე? შენი ხელით იყო დე მოქსოვილი და მეორე დღეს როცა კლასელები დამცინოდნენ მაგრად ვიჩხუბე, მერე გატეხილი თავი, ორიოდ ნეკნი და რამდენიმე დაკარგული მეგობარი... იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი?
დე, კიდევ გესაუბრებოდი მაგრამ ვატყობ ძილი მოგერია, ადრე მე მერეოდა ხოლმე როცა შენ მიყვებოდი ზღაპრებს, ზღაპრებს გიყვები დე, ზღაპრებს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში
31. ადრე მე მერეოდა ხოლმე როცა შენ მიყვებოდი ზღაპრებს, ადრე მე მერეოდა ხოლმე როცა შენ მიყვებოდი ზღაპრებს,
30. უბრალოა და უთბილესი.
უბრალოა და უთბილესი.
29. გამეღიმა კომენტარებზე და..
გულიანი ნაწერია.. ნაღდი.. გამეღიმა კომენტარებზე და..
გულიანი ნაწერია.. ნაღდი..
28. :)
ჰუჰ, მაგარია :)
ჰუჰ, მაგარია
27. მაგარია იოჰან ძმაო, შენ გენაცვალე,საღოლ. მაგარი კაცი ხარ. მაგარია იოჰან ძმაო, შენ გენაცვალე,საღოლ. მაგარი კაცი ხარ.
26. არაა ცუდი და გრძნობიანია არაა ცუდი და გრძნობიანია
24. მომეწონა... გულიდან მოსული... და ფორმას, რაც შეეხება... თავისუფლებაა.. და ვისაც არ მოსწონს, არავინ აძალებს კითხვას! :) მომეწონა... გულიდან მოსული... და ფორმას, რაც შეეხება... თავისუფლებაა.. და ვისაც არ მოსწონს, არავინ აძალებს კითხვას! :)
23. და ყველანი ბედნიერები ვიქნებით, მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში
სითბო გულში და სითბო კერაში...რა მაგარია.... სული ამიფორიაქდა...დეეეეეეეეეეე... და ყველანი ბედნიერები ვიქნებით, მე ყოველ ალიონზე ღუმელს დავანთებ სანამ გაიღვიძებთ, სულ სითბო იქნება სახლში
სითბო გულში და სითბო კერაში...რა მაგარია.... სული ამიფორიაქდა...დეეეეეეეეეეე...
22. არ მიყვარს ხოლმე ჩემი ლექსების გამოხმაურებებზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მაგრამ ფორუმთმავალს რომ არ ვუპასუხო არ შემიძლია. შენ შეგიძლია პროზა დაუძახო, გინდა დაჩეხილი, გინდაც დასაჩეხი, თუ გინდა უბრალოდ ნაღაპნად აღიქვი, არც მაგაზე მაქვს გართულება, რადგან ეგ შენი (ან სხვისაც) პირადი აზრია და ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.
მე მხოლოდ "დედიკოს ბიჭობას" და "დაკომპლექსებულ კაცის აღსარებას" შევეხები. სანამ ერთი ქალი მაინც იარსებებს საქართველოში, რომელიც დედის სიყვარულს, კაცს დედიკოს ბიჭობად და დამამცირებელ გრძნობად ჩაუთვლის, მანამდე არაფერი ეშველება საქართველოს. :) მართლა მაინტერესებს კონკრეტულად რაში დაინახე რომ ეს კაცი დაკოპლექსებულია? არ მიყვარს ხოლმე ჩემი ლექსების გამოხმაურებებზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მაგრამ ფორუმთმავალს რომ არ ვუპასუხო არ შემიძლია. შენ შეგიძლია პროზა დაუძახო, გინდა დაჩეხილი, გინდაც დასაჩეხი, თუ გინდა უბრალოდ ნაღაპნად აღიქვი, არც მაგაზე მაქვს გართულება, რადგან ეგ შენი (ან სხვისაც) პირადი აზრია და ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.
მე მხოლოდ "დედიკოს ბიჭობას" და "დაკომპლექსებულ კაცის აღსარებას" შევეხები. სანამ ერთი ქალი მაინც იარსებებს საქართველოში, რომელიც დედის სიყვარულს, კაცს დედიკოს ბიჭობად და დამამცირებელ გრძნობად ჩაუთვლის, მანამდე არაფერი ეშველება საქართველოს. :) მართლა მაინტერესებს კონკრეტულად რაში დაინახე რომ ეს კაცი დაკოპლექსებულია?
21. თემა ნაცნობია.. და უფრო სხვანაირად დავხვეწავდი, თუმცა გულწრფელია და ეს დიიიდი პლიუსია.
თბილი მოკითხვა ჩემგან, იოჰანეუს :) თემა ნაცნობია.. და უფრო სხვანაირად დავხვეწავდი, თუმცა გულწრფელია და ეს დიიიდი პლიუსია.
თბილი მოკითხვა ჩემგან, იოჰანეუს :)
20. +იოჰან და კიდე იცი რა გამახსენდა -ჩემი მა. საერთო დავიჭირე მგონი. ნაცნობი ძალიან ნაცნობი ეს თემა. +იოჰან და კიდე იცი რა გამახსენდა -ჩემი მა. საერთო დავიჭირე მგონი. ნაცნობი ძალიან ნაცნობი ეს თემა.
19. ფორუმთმავალო, ეგ სხვა საკითხია, მე იმას ვამბობ, რომ თემა, ძალიან კარგია და რაც თქვით, თითქოს დაკომპლექსებული მოხუცის აღსარებაა, ვერ დაგეთანხმებით. ძალიან თბილი ლექსია, "დედიკოს ბიჭობა" რა შუაშია? ე.ი დედის სიყვარული თქვენ ეგრე გესმით? ნეტა ასეთი "დედიკოს ბიჭები" ბევრნი იყვნენ და ნეტა მომვალში, ჩემი შვილებიც ასეთი "ტიპიური ქართველები" იყვნენ :) ძალიან გამიხარდებოდა. რაც შეეხება ლექსს, იოჰანს ასეთი სტილი აქვს უბრალოდ. ეს სიტყვების ჩეხვა არ არის, მგონი საკმაოდ ლამაზი ლექსია. :) რა ვიცი, გემოვნებაზე არ დაობენ, არც მე მიყვარს ურითმო ლექსები, მაგრამ ზოგი ურითმო რითმიანს ჯობია ;) ფორუმთმავალო, ეგ სხვა საკითხია, მე იმას ვამბობ, რომ თემა, ძალიან კარგია და რაც თქვით, თითქოს დაკომპლექსებული მოხუცის აღსარებაა, ვერ დაგეთანხმებით. ძალიან თბილი ლექსია, "დედიკოს ბიჭობა" რა შუაშია? ე.ი დედის სიყვარული თქვენ ეგრე გესმით? ნეტა ასეთი "დედიკოს ბიჭები" ბევრნი იყვნენ და ნეტა მომვალში, ჩემი შვილებიც ასეთი "ტიპიური ქართველები" იყვნენ :) ძალიან გამიხარდებოდა. რაც შეეხება ლექსს, იოჰანს ასეთი სტილი აქვს უბრალოდ. ეს სიტყვების ჩეხვა არ არის, მგონი საკმაოდ ლამაზი ლექსია. :) რა ვიცი, გემოვნებაზე არ დაობენ, არც მე მიყვარს ურითმო ლექსები, მაგრამ ზოგი ურითმო რითმიანს ჯობია ;)
18. 17. როგორც ჩანს "დედიკოს ბიჭობაზე" შენიშვნა უკან წაიღო.
ძალიან ფაქზი თემაა. აი, მაგ ჯემპრზე ლამაზი და თბილი არაფერი მინახავს ამქვეყნად. 17. როგორც ჩანს "დედიკოს ბიჭობაზე" შენიშვნა უკან წაიღო.
ძალიან ფაქზი თემაა. აი, მაგ ჯემპრზე ლამაზი და თბილი არაფერი მინახავს ამქვეყნად.
17. იცი რა არის ჩემო იმანო? უფორმობასაც თავისი ფორმა აქვს მარტო ის არ არის რომ სტრიქონები დაჩეხო და ერთზე ათი სიტყვის მაგივრად ხუთი ანდა შვიდი დაწერო. როგორც ამას აკეთებს ბევრი აქაური ვითომმოთანამედროვულე პოეტიიიიი............ იცი რა არის ჩემო იმანო? უფორმობასაც თავისი ფორმა აქვს მარტო ის არ არის რომ სტრიქონები დაჩეხო და ერთზე ათი სიტყვის მაგივრად ხუთი ანდა შვიდი დაწერო. როგორც ამას აკეთებს ბევრი აქაური ვითომმოთანამედროვულე პოეტიიიიი............
15. არა, ჯერ კი არაფერია სერიოზული, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ, მასზე და შენზე, -ამაზე სერიოზული რაღა უნდა იყოს...?
იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი? -მაგის ტყუპისცალი გვაქვს ჩვენც...5555555 არა, ჯერ კი არაფერია სერიოზული, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ, მასზე და შენზე, -ამაზე სერიოზული რაღა უნდა იყოს...?
იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი? -მაგის ტყუპისცალი გვაქვს ჩვენც...5555555
14. ფორუმთმავალო, არ გეთანხმებით...უფრო მეტიც, არ მომეწონა თქვენი ნათქვამი. :( დედის სიყვარული არ ნიშნავს დაკომპლექსებას, თუ ადამიანმა მშობელს ლექსი მიუძღვნა, იმას არ ნიშნავს, რომ დედის კალთასაა გამოკერებული, როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ ამით თავის სიყვარულს, სითბოს და მადლიერებას გამოხატავს. შეიძლება რითმები არ იყოს აქ, მაგრამ შინაარსი მართლა ძალიან კარგია! ასე რომ მე პირადად მომეწონა!!! 5! ვოტ ტაკ :D ;) ფორუმთმავალო, არ გეთანხმებით...უფრო მეტიც, არ მომეწონა თქვენი ნათქვამი. :( დედის სიყვარული არ ნიშნავს დაკომპლექსებას, თუ ადამიანმა მშობელს ლექსი მიუძღვნა, იმას არ ნიშნავს, რომ დედის კალთასაა გამოკერებული, როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ ამით თავის სიყვარულს, სითბოს და მადლიერებას გამოხატავს. შეიძლება რითმები არ იყოს აქ, მაგრამ შინაარსი მართლა ძალიან კარგია! ასე რომ მე პირადად მომეწონა!!! 5! ვოტ ტაკ :D ;)
13. ფორუმთმავალი, ნეტა იცოდე როგორ გეთანხმები. და ასე კითხვა მაქვს ავტორთან: აბა პოეზია ? ფორუმთმავალი, ნეტა იცოდე როგორ გეთანხმები. და ასე კითხვა მაქვს ავტორთან: აბა პოეზია ?
12. ესაა ლექსი, ბიძიკო? :D რაღაც სხვა არის აშკარად, "წერილი დედას", დაჩეხილი პროზა, ან თუნდაც - სხვა...... არაჩვეულებრივი ვინ რა იპოვეთ, ეგებ ამიხსნათ, თორემ სარკეში თვალი ვერ გამისწორებია საკუთარი თავისთვის, ეგებ მართლა გენიალურთან მაქვს საქმე და ვერ ვხვდები....
ეს არის დაკომპლექსებული კაცის აღსარება, სიბერეშიც რომ ვერ მოშოდა დედის კალთას....... ტიპიური ქართული პონტია, "დედიკოს ბიჭობა" სიკვდილამდე....... კარგით რა... ესაა ლექსი, ბიძიკო? :D რაღაც სხვა არის აშკარად, "წერილი დედას", დაჩეხილი პროზა, ან თუნდაც - სხვა...... არაჩვეულებრივი ვინ რა იპოვეთ, ეგებ ამიხსნათ, თორემ სარკეში თვალი ვერ გამისწორებია საკუთარი თავისთვის, ეგებ მართლა გენიალურთან მაქვს საქმე და ვერ ვხვდები....
ეს არის დაკომპლექსებული კაცის აღსარება, სიბერეშიც რომ ვერ მოშოდა დედის კალთას....... ტიპიური ქართული პონტია, "დედიკოს ბიჭობა" სიკვდილამდე....... კარგით რა...
11. ემოციური, მართალი... 5 ემოციური, მართალი... 5
10. რავახარ თუ იცი ა? რავახარ თუ იცი ა?
9. რა საყვარელი რამააა, მომეწონდა მინდი.. :) რა საყვარელი რამააა, მომეწონდა მინდი.. :)
8. შესანიშნავია, იოჰან :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი. შესანიშნავია, იოჰან :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
6. მშვენიერია!!! მშვენიერია!!!
5. მეეჭვება დედას ძილი მორეოდა ამ ლამაზ ზღაპარზე :)
555 :) მეეჭვება დედას ძილი მორეოდა ამ ლამაზ ზღაპარზე :)
555 :)
4. საღოლ მინდი! საღოლ მინდი!
3. ვყვირივარ -ალბათ ვყვირი ხო და გაკოცე კიდევ ვყვირივარ -ალბათ ვყვირი ხო და გაკოცე კიდევ
2. ის ჯემპრი გახსოვს? დაბადების დღეზე რომ მაჩუქე? შენი ხელით იყო დე მოქსოვილი და მეორე დღეს როცა კლასელები დამცინოდნენ მაგრად ვიჩხუბე, მერე გატეხილი თავი, ორიოდ ნეკნი და რამდენიმე დაკარგული მეგობარი... იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი?
არ შემიძლია გულგრილი დავრჩე ამ ნაწერის მიმართ ....ძალიან თბილი ხარ მინდი:-* 5 ის ჯემპრი გახსოვს? დაბადების დღეზე რომ მაჩუქე? შენი ხელით იყო დე მოქსოვილი და მეორე დღეს როცა კლასელები დამცინოდნენ მაგრად ვიჩხუბე, მერე გატეხილი თავი, ორიოდ ნეკნი და რამდენიმე დაკარგული მეგობარი... იცი როგორ მიყვარს ის ჯემპრი?
არ შემიძლია გულგრილი დავრჩე ამ ნაწერის მიმართ ....ძალიან თბილი ხარ მინდი:-* 5
1. მომეწონა ძალიან:) სათუთი თემაა,შესრულებაც მშვენიერი. პაოლოს ლექსზე ვგიჟდები - ,,წერილი დედას"...და რაღაცნაირად იქ წავედი სათაურიდან:) მომეწონა ძალიან:) სათუთი თემაა,შესრულებაც მშვენიერი. პაოლოს ლექსზე ვგიჟდები - ,,წერილი დედას"...და რაღაცნაირად იქ წავედი სათაურიდან:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|