ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2020


ძაღლი

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ერთი ქალი ვნახე,
რომელიც ხესთან იდგა და ქვითინებდა.
მორიდებულად მივედი და ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა?
უკან მეგობრებიც გამომყვნენ
და
შორი-ახლოდან გვიცქერდნენ.
თვალები მოიფშვნიტა.
ცრემლები შეიმშრალა.
მადლობა გადამიხადა ყურადღებისთვის.
წეღან ძაღლს წამალი გავუკეთეთ და დავაძინეთო...
ვეღარაფერი ვუთხარი სანუგეშებლად.
თავი დავხარე და წამოვედი.
გულში კი ვიფიქრე:
ძაღლის სიკვდილზე თუ ასე მოთქვამს,
ადამიანზე რაღას იზამს, მეთქი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები