ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2020


* * * (ან როცა ვწერდე)

*
ან როცა ვწერდე, არაფერზე არ ვფიქრობდე და ჩემი ეს ფიქრი
ცაში ალდება.

ჩემ და შენ შორის
ამობურცული აკლდამებია.
ბჭემოშლილი პანთეონები.
მივდივარ სადღაც და ქარები პირისპირ ქრიან.
ჩემს სინამდვილეს ბაღშიაც აქვს განათეონი,
ხანდახან დიდი ნამთვრალევი სადილი ქვია.
ისე იწყება ყველაფერი, როგორც მთავრდება.
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი პატარა სხეულის სითბო.
ცოტაც მოიცა. სულ ცოტაც და განთიადდება.
ეს მთვარე ყოველ გამთენიას თავისას ითხოვს;
სადღაც მისდევენ მწევარები თავიანთ კურდღლებს.
დღეებიც ისე მრავალფერად ნელა გადიან,
ჩემნაირ ტიპებს ისეა, რომ არავინ უღებს
კარებს,
ხუმარებს,
ისედაც ხომ თავისთვის ღიას.
ზოგჯერ მგონია ..
ან რად გინდა, მე რა მგონია.
ის ითქვას, რაზეც დარწმუნებით ვიტყოდით -იქმნა.
ნუ ეხებიან მოწამენი მელანქოლიას
რომ კაცთა შორის თუნდაც ერთი მოწამედ იქნას.
იქნებ ამისთვის არც ვიწვოდე. ან არაფრისთვის
ქროდეს ეს ქარი, ნაკვერჩხლების ბნიე ჩამკიდე.
მე ყოველ დილით კანსაც კი ვიცვლი,
ხელი ჩამჭიდე, რომ არ ავტირდე.
რომ არ დავჭირდე უნებლიე შეცდომით სიკვდილს
და ჩემი წილი სენტიმენტი ვაჩუქო წამებს.
ვკითხულობ სეზამს. უნიათოდ ვზივარ და მიკვირს.  მწვანედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები